Tbilisi Beer Fest 2013

ლუდის ფესტივალზე მეც ვიყავი და ჩემი დაც. და მარტო ჩვენს ოჯახში არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება.

tbilisi beer fest 2013

ჩემი დისთვის პირველი, და გული მიგრძნობს უკანასკნელი, ბიერ ფესტი იყო. საშინლად არ მოეწონა გარემო, და მთვრალი ხალხის ქცევა, არაადეკვატურად ჩაცმული გოგოები და გულის რევამდე მისული გამტყვრალი ბავშვები.

ჩემთვის მესამე ფესტივალი იყო. და ვგრძნობ ყოველ წლიურად როგორ უმჯობესდება ლუდიც, სიტუაციაც, ორგანიზებაც და მუსიკაც. გუშინ ღამით სახლში რომ დავბრუნდი ნიუსფიდში შემდეგი სტატუსები ჭარბობდა:

1. რა უბედურებაა ამდენი მთვრალი ადამიანი – უკაცრავად და ლუდის ფესტივალზე მთვრალი ადამიანი რატომ უნდა გაგიკვირდეს? ვინმეს რატომ ჰქონდა იმის ილუზია რომ ლუდის ფესტივალზე, ზაფხულში, სიცხეში, ვინმე ფხიზელი იქნებოდა და ისე, ნაცნობების მოსასვლელად მოსული.
2. მ*******თ წყალგარეული, თბილი და ქაფიანი ლუდი – გუშინ და დღესაც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი ლუდი დავლიე. ძირითადად ნატახტარს ან კაიზერს ვსვამდი და არც-ერთი მათგანი არ იყო წყალგარეული, არ შემიმჩნევია ქაფის უზადო რაოდენობა და რაც მთავარია არ იყო თბილი. ლუდი როდის მეჩვენებოდა იცით თბილი? 30 წუთი რომ გავიდოდა და მე ისევ ვწრუპავდი აი მაშინ თბილი იყო, კი, გეთანხმებით ოთხივე კიდურით.

ცივი და უქაფო ლუდი

ცივი და უქაფო ლუდი

3. რა უბედურებაა 2 საათიანი რიგები – შარშანდელთან შედარებით ბარის სიგრძე გაზრდილია, მაგრამ ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც beer fest-ზე მოვიდნენ. როგორც არ უნდა ეცადნონ ორგანიზატორები ლუდზე რიგი ყოველთვის იქნება. თანაც, იმისათვის რომ რიგი როგორმე შეემცირებინათ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ლუდის გაყიდვა კუპონებით ყოფილიყო, რათა ბარში გოგონებს დრო არ დაეკარგათ ხურდის ძებნაზე ანდა დაბრუნებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა ეს იმის საწინდარი არ არის რომ როგორც კი მიხვალ ლუდს ეგრევე მოგცემენ, რიგში დგომა ყოველთვის მოგიწევთ.

ვგონებ, წელს ყველაზე კარგი კონცერტი იყო. ხალხის უმეტესობა ამბობდა რომ შინის, ან ზურგის, ან სვანსიხის ან ვინმე მსგავსის მოსასმენად იყო მოსული. ხალხის ნაწილი სცენასთან ძალიან ახლოს იდგა და ცეკვავდა, ერთობოდა და იდეალურად გაჰყავდა დრო.

მეორე ნაწილი კი სცენისგან მოშორებით, ჩემსავით, თივაზე ან მაგიდასთან იჯდა მეგობრებთან ერთად, ლუდს სვამდა, სიგარეტს ეწეოდა და ჭორაობდა.

ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის არაჩვეულებრივი ვიქენდი იყო. ბევრი მეგობარი, ბევრი ნაცნობი, ბევრი ლუდი, ბევრი გართობა, კარგი მუსიკა და მეტი ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ შაბათ-კვირა იყოს კარგი და არაჩვეულებრივი.

ერთადერთი მინუსი ფესტივალზე ტუალეტების რაოდენობა და სისუფთავეა. მართალია სისუფთავის შენარჩუნება რთულია როდესაც ამდენი ადამიანი სარგებლობს, მაგრამ რაოდენობის გაზრდა ნამდვილად შესაძლებელია.

ბიერფესტზე ბევრი კონკურსი და თამაშები იყო, სამწუხაროდ მე ერთადერთით დავინტერესდი, ბლოგერები ეჯიბრებოდნენ ლუდის სწრაფად სმაში და ქეითალუკარდ-მარიე-ადო-რგაშვილის გუნდმა მოიგო, თუმცა თავზე ლუდის დასხმის ფასად : ))

bloggers

 

P.S ლუდის ფესტივალი წელს საკმაოდ ბევრ ქალაქში ჩატარდება და ვისაც გული სწყდებოდა აბა თქვენ იცით : )

11 thoughts on “Tbilisi Beer Fest 2013

  1. Mari

    შარშან მშვენივრად გავერთე. წელს 15 წუთში გული შემიწუხდა. თქვენი ნახვა კი გამიხარდა❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეორე დღეს უფრო ცოტა ხალხი იყო და კი, ჩემთვისაც მეორე დღე სჯობდა

      Reply
  2. karamelka

    თელავში როდის იქნება ნეტა??:/ კაროჩე მანდ ვიყავი სულით და გულით :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იქნება, როდის არ ვიცი ოღონდ.
      რომელიმე შაბათ-კვირას რა :

      Reply
  3. ent

    ვაჰ საინტერესო მიმოხილვა იყო, ისე ბლომად ჩხუბებიც ყოფილა :დ :დ ნუ მამენტ სადაც სიმთვრალეა იქ მოსული პონტია :დ ლუდს ბევრი აქებდა საკმაოდ ახლობლები

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მოსული პონტი არაა არსად ჩხუბი :დ მგონი :დდ
      არ ვიცი, მე პირადად არ მინახავს ჩხუბები:/

      Reply
  4. ვაიბი

    აუ თეთრაძის და პაატაშვილის ვიდეო-პოსტები რომ გენახა სულ გადაირეოდი, გააფარჩაკეს ფესტივალი , ტივნი წაიღეს, არაფერი მოსწონდათ. მე სვანსიხის მოსმენა მინდოდა, ვკვდებოდი ისე, მაგრამ მეორე დღეს ჩამოვედი ქობულეთიდან და პირდაპირ ბეერფესტზე მოვედი, ვერავინ ვნახე მაგ ორი გამფარჩაკებლის გარდა, ზურგით ვისიამოვნე და ბოლოს მეტროში ნაცემი გრიგოლი და ცანცარა ნუცი ვნახე :დ წინა წელს ჩემთვის უფრო მაგარი იყო ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s