Strawberry Fields

პირველად ტიკ-ტაკი როდის გავსინჯე არ მახსოვს, მაგრამ ტიკ-ტაკთან დაკავშირებული პირველი მოგონება მახსოვს. ჩემს სოფელში ტრანსპორტი არ დადის, შესაბამისად თუ დვალთაში მოხვედრა გსურთ, ან იქიდან გაღწევა, უკეთეს ვარიანტში მანქანა უნდა გყავდეთ, უარეს შემთხვევაში რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო ფეხით და მიაღწიო ადგილს სადაც ტრანსპორტი შეინიშნება. ეგეთი ადგილი ჩემს ბავშვობაში გვერდით მდებარე სოფელი თონეთი იყო. თონეთამდე მთებია გასავლელი, თანაც გარშემო რომ ტყეა და იმ ტყეში რომ სხვადასხვა ჯიშის და რჯულის ცხოველები ცხოვრობენ ეგეც გასათვალისწინებელი ფაქტორია. მახსოვს სიცხე მქონდა და ბებიას და ბაბუას ამ გზით მივყავდი თბილისში. 3-4 წლის ბავშვისთვის მთებზე სიარული, თანაც რამდენიმე კილომეტრის, საკმაოდ დამღლელია. სწორედ ამიტომ, ბებიამ გადაწყვიტა, რომ რამდენჯერაც დავიღლებოდი იმდენჯერ ტიკ-ტაკის ერთი მარცვალი მოეცა. მეც 10 წუთში ერთხელ ვიტყოდი დავიღალე-მეთქი, ძალის და ენერგიის მოსამატებლად ტიკ-ტაკი მომეცით-მეთქი და ბებიაც მაძლევდა. პატარა თეთრი რაღაცები იყო, საოცარი გემოსი, თან ზაფხულში, მზის გულზე ტიკ-ტაკის მიერ მონიჭებული სიგრილე ძალიან მსიამოვნებდა. როგორ ჩავაღწიე თბილისამდე არ მახსოვს, მხოლოდ სოფლიდან თონეთამდე მიმავალი გზა და ჩემი ტიკ-ტაკი მახსოვს, რომელიც გზის გაგრძელებაში მეხმარებოდა ხოლმე. ან მეგონა რომ მეხმარებოდა  :)

სწორედ მაგ დღეს გადავწყვიტე რომ ძალიან მიყვარს ტიკ-ტაკი, ოღონდ ის, მეორე, ტკბილი.

ამ წლამდე საქართველოში არსებობდა მხოლოდ ორი ტიკ-ტაკი, ფორთოხლის და პიტნის არომატით. რამდენიმე თვის წინ შემოვიდა ახალი ორფეროვანი არომატი – Cherry Passion. არჩევანის წინაშე რომ ვდგებოდი, უპირატესობას ტკბილს ვანიჭებდი ხოლმე, როგორც ყველაზე მსუნაგი ადამიანი.

მაგრამ, ამას წინათ ტიკ-ტაკის ფეისბუქ გვერდზე  აღმოვაჩინე ახალი ტიკ-ტაკი, მარწყვის გემოთი, რომელიც ერთდროულად ტკბილიცაა და თან სიგრილის მომტანიც. ფოტოს ნახვისას ნერწყვები მომადგა და ჩავილაპარაკე შენ მაინც ჩემი გახდები-მეთქი.

Strawberry Fields

Strawberry Fields

ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა. ამასწინათ აღმაშენებელზე რამდენიმე პრომო გოგონას მოვკარი თვალი, რომლებიც ტიკ-ტაკს, მარწყვის არომატიანს, არიგებდნენ. სასწრაფოდ მივაჭერი მათთან და ახალი გემოს გასასინჯად მოვემზადე.

ხომ არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ფაქტი მოლოდინს არ ამართლებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო, ახალი ტიკ-ტაკი იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდებოდი. ერთდროულად ტკბილიცაა, გემრიელიც, და გრილიც. საუკეთესო ვარიანტია.

tik-tak strawberry fields

მართალია მთელი ამდენი წელი ჩემთვის მხოლოდ ორი ტიკ-ტაკი არსებობდა: მწარე და ტკბილი, მაგრამ ახლა წარმატებით დაემატა კიდევ ორი ხილის არომატი Cherry Passion და Strawberry Fields.   ძალიან მოხარული ვარ, რომ აწი ხილის გემოიანი ნუგბარის დიდი არჩევანი მექნება.

strawberry fields

3 thoughts on “Strawberry Fields

  1. Ti_ko

    უნდა გავსინჯო აუცილებლად :)) მეც მიყვარდა ტკბილი ტიკ-ტაკი, ოღონდ კაი ხანია არ მიყიდია, გაიხსენებდა კაცი ბავშვობას..

    Reply
  2. ვაიბი

    ნათია, ტიკ-ტაკი რომ ტიკ-ტაკია, იმაზეც კი ისეთ რამეს წერ, პირდაპირ მაკვირვებ ^^ აწი ტიკ-ტაკი ჩემთვის შენთან ასოცირდება🙂 მეც ორსულივით მომინდა ახლა და აუცილებლად გავსინჯავ.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s