keep your memories offline

GPC-იმ ცოტა ხნის წინ მობილური ტელეფონებისთვის (Android, IOS) მშვენიერი აპლიკაცია გამოუშვა და ორიგინალური სახელი APPთიაქიც დაარქვა. მისი გადმოწერა Google play-დან შეგიძლიათ ამ ლინკზე.  აღნიშნულ აპლიკაციაში ნახავთ ყველაფერს, რომელი აფთიაქია თქვენთან ახლოს, რომელი წამალი რა ღირს, ნებისმიერ ინფორმაციას მათ პროდუქციაზე და დაგროვებით ბარათზე. მოკლედ, იმ კითხვებზე გაგცემთ პასუხს რომლისთვისაც ან აფთიაქში უნდა წასულიყავით, ან დაგეგუგლათ 🙂

gpc-mobile-app-6-0-s-307x512

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფუნქცია ფოტოების ბეჭდვაა. აპლიკაციის საშუალებით ატვირთავთ ფოტოს, მიუთითებთ რომელ აფთიაქში გსურთ რომ დაბეჭდილი ფოტოები მიიღოთ და ერთ სამუშაო დღეში თქვენი ფოტოები დაბეჭდილი დაგხვდებათ თქვენივე მითითებულ აფთიაქში. ორი ზომის, 9X13-ზე და 10X15-ზე ფოტოები იბეჭდება. თქვენივე სურვილით ირჩევთ ზომას და ხარისხს, გლუვი გინდათ თუ პრიალა. მოკლედ, კარგი და სასიამოვნო აპლიკაციაა ვისაც ფოტოების ბეჭდვა დღემდე გიყვართ.

აი, მე მაგალითად, ხშირად არა, მაგრამ წელიწადში რამდენჯერმე ვბეჭდავ ხოლმე. ვაგროვებ ჩემთვის საინტერესო ფოტოებს ფაილში “დასაბეჭდები” და მერე, როცა თავს მოვაბამ, ვბეჭდავ. ალბათ, უფრო ხშირად დავბეჭდავდი მისვლა, დატოვება, ლოდინი, და წამოღება რომ არ მეზარებოდეს. ხოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული აპლიკაცია ჩემთვისაა ^_^ GPC-ის აფთიაქი უნივერსიტეტთანაც ახლოს მაქვს და სახლთანაც.

ისე, საინტერესოა რამდენი თქვენგანი ბეჭდავს დღემდე და რამდენი ინახავს ალბომში ბლოკნოტში, ან ბუხრის თავზე ამობეჭდილ ფოტოებს ^_^ საერთოდ, გახსოვთ ბოლოს როდის ამობეჭდეთ ფოტოები?

P.S პოსტის სათაურისთვის მადლობა თამარას.

P.P.S ჯიპისის ფოტო და შატო მუხრანის ღვინო ❤

1377544_559678517415303_1362656331_n

Advertisements

2 thoughts on “keep your memories offline

  1. LiLaC

    რამდენი ხანია ფოტოები არ დამიბეჭდავს… და ცუდია, რადგან ძალიან ბევრი დავკარგე – ზოგი ვინდოუსის გადაყენებისას, ზოგი ფლეშკასთან ერთად და ასე 😦 გული მწყდება, რომ ვეღარასოდეს აღვადგენ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე საყვარელ ფოტოებს ვბეჭდავ ხოლმე და ბლოკნოტში, მცირეოდენ წარწერებთან ერთად ვაკრავ :3

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s