Timha 08.10.2013

გადავწყვიტე რომ Timha-ს პოსტებს დავუბრუნდე. Things I’m Happy About. მარტივად რომ ავხსნა, Timha-ს აზრი მდგომარეობას იმაში, რომ ყოველდღე უნდა იპოვო რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ და ა.შ. უწინ, დიდი მონდომებით ვწერდი ხოლმე, მაგრამ მოხდა ისე რომ დავანებე თავი.

მოკლედ, დღევანდელი timha #1
hunger games

კაჭკაჭჯაფარა რამდენიმე დღეა გამოვიდა. მაგრამ, მე მაინც ბიბლუსის მაღაზია მიყვარს და ველოდები როდის შეიტანენ ხოლმე იქ. მიყვარს იმიტომ, რომ უნივერსიტეტის პირდაპირაა და ძალიან მოსახერხებელია და კიდევ იმიტომ, რომ მათი დაგროვებითი ბარათი მაქვს.
დღეს წიგნის ყიდვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სიყვარულში. ფურცლები ხარისხიანი, დიზაინი კარგი, თარგმანი გადასარევი, ფასი ხელმისაწვდომი. მოკლედ, მიყვარს ეს გამომცემლობა. უბრალოდ, კაჭკაჭჯაფას რუსთაველის ბიბლუსში მივაკვლიე ძლივს. სხვაგან უბრალოდ აღარ ჰქონდათ.

Timha #2

Notebookთუკი ისეთ ადგილას ვარ, სადაც ლამაზი ბლოკნოტებია და მე ცოტაოდენი ფული მაქვს. იმ ბლოკნოტებიდან რომელიღაცა ჩემი საკუთრება ხდება.
არ ვიცი როდიდან დავიწყე, მაგრამ ფაქტია ბლოკნოტებზე ვგიჟდები. მიყვარს როდესაც მიდევს უჯრაში, ვათვალიერებ და გაბრწყინებული თვალებით ვუყურებ ხოლმე : ) შიგნით რაიმეს ჩასაწერად მენანება :დ ჰოდა, დღეს ბიბლუსში ის, ის იყო უნდა გამოვსულიყავი რომ თვალი მოვკარი ამ პაწუკა და ძალიან ლამაზ ბლოკნოტს. მათ დაგროვებით ბარათზე საკმარისი თანხა აღმომაჩნდა და წიგნს ესეც გამოვაყოლე.

თამამად შემიძლია ვთქვა რომ წარმატებული დღე მქონდა.
წიგნი ვიყიდე.
ბლოკნოტი ვიყიდე.
დასაპლომბი კბილი დავიპლომბე.
მეგობარი ვნახე, რომელსაც წელიწადში ორჯერ ვნახულობ ხოლმე.

სასიამოვნო დღე იყო.

14 thoughts on “Timha 08.10.2013

  1. Mari

    ამ სერიის პოსტებს რომ ვკითხულობ, მგონია, რომ მთავარია ფული გქონდეს ადამიანს და რითაც გინდა, იმით გაიხარებ თავს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ცადე ცადე ^_^ ნამდვილად კარგია ბლოგისთვისაც და შენთვისაც როცა დღის ბოლოს იცი რომ ერთი კარგი რამე მაინც მოხდა.

      Reply
  2. LiLaC

    ეჰ, მეც მინდა ერთი კაი ტიმჰა, თორემ დეპრესია შემომეჩვია 😀 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თან ამის წერას რომ იწყებ ხანდახან ცდილობ რომ სპეციალურად გააკეთო რამე პოზიტიური ან დაინახო ყველაფერი კარგი რომ დაწერო :დ და გახარებს ეგ :დ

      Reply
  3. პერწკლი

    დაპლომბილ კბილში ადამიანი ბედნიერებას ხედავდეს, პირველად ვნახე, მარტო ეგ მეყოფოდა ყველაზე უბედური რომ ვყოფილიყავი -_- :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე რას ამბობ :დ
      საჭმელი რომ აღარ გამეჩხირება იმ კბილში, ყავის და წყლის დალევისას რომ აღარ ამაკივლებს და თან საოცრად კარგი სტომატოლოგი რომ გყავს როგორ არ უნდა დაინახო ბედნიერება :დ

      Reply
      1. Kate

        ახლა წარმოიდგინე ჩემთვის რამხელა დიდი ბედნიერებაა, როდესაც 8 ოქტომბერს 4 სიბრძნის კბილი ამოვიღე 😀

    2. siyvarulovna Post author

      ვაიმე რას ამბობ :დ
      საჭმელი რომ აღარ გამეჩხირება იმ კბილში, ყავის და წყლის დალევისას რომ აღარ ამაკივლებს და თან საოცრად კარგი სტომატოლოგი რომ გყავს როგორ არ უნდა დაინახო ბედნიერება :დ

      Reply
  4. Kate

    კარგი ტიმჰაებია.
    ხოდა ბლოკნოტებზე მეც ეგრე ვარ. აი არ ვიცი რა მემართება, როდესაც ვხედავ. ბავშვობიდან ეგრე ვარ.

    Reply
    1. Kate

      თუ სადმე შემოგხვდა დიდი ზომის (დიდი ანუ სტანდარტული) ლამაზი ბლოკნოტი, მითხარი რა.

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ქეთ, ბლოკნოტებს ძირითადად ბიბლუსში ვყიდულობ ხოლმე.
        გუდვილში, ქავთარაძეზე რომაა ბიბლუსი მანდ აქვთ კარგები და ვაჟას გუდვილში კიდევ.
        ანუ,მაგ ორ ბიბლუსში რამდენჯერაც ვიყავი იმდენჯერ კარგები ჰქონდათ.
        დანარჩენ ბიბლუსებში ალაგ-ალაგ გამოერევა ხოლმე.

      2. Kate

        უი დიდი მადლობა.
        ისე მეც შენნაირად ვარ ხოლმე. შიგნით რამის ჩაწერა მენანება ხოლმე. მივალ მანდ და ვიყიდი. ბლოკნოტი არასოდესაა ზედმეტი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s