C ჰეპატიტი

-გოგო, გაიგე კახას C ჰეპატიტი რომ ჰქონია?
– უი, ეგ რა მითხარი! ბავშვები მოარიდე, მაინც, რა იცი რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს ხომ იცი ..”

დღეს, როდესაც ორი ქალბატონის საუბარს ყური მოვკარი, მივხვდი რომ სტერეოტიპეპს, რომლებიც მყარადაა დანერგილი, მაინც ვერაფერი დაამსხვევს. ერთადერთი ხსნა განათლებაა, რომელიც ასე აკლიათ. თუმცა, უხვად არის შემთხვევები, როდესაც არ გისმენენ, როდესაც ჯიუტად დგანან თავის პოზიციაზე და როდესაც C ჰეპატიტი აუცილებლად გადადის ჩახუტებით.

ხანდახან მგონია, რომ აი ეს ესაა რაღაც გაიგო, მისმენდა, მიყურებდა, თავს მიქნევდა, კითხვებს მისვამდა, მაგრამ მაინც მაინც ჰგონია რომ სხვადასხვა ვირუსული დაავადებები მხოლოდ ცუდ, გარყვნილ ხალხს ემართებათ, მაგალითად ნარკომანებს და ბოზებს.

როდესაც ვიწყებ ახსნას, რომ იცით C ჰეპატიტი ვირუსული დაავადება, რომლის გადადებისაც  მხოლოდ 3 გზა არსებობს ( სისხლის გზა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ვერტიკალური გადაცემა), მაჩერებენ და აგრძელებენ  “ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ, მაშინ ნარკომანები რატომ არიან ყოველთვის?”. ის, რომ 200 000 ადამიანიდან 70% ნარკომომხმარებელია, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ნიშნავს, რომ C ჰეპატიტი ნარკომანების დაავადება და არამც და არამც არ დაემართებათ მათ. ისეთივე სასაცილოა ეს, როგორც ის რომ შიდსი ჰომოსექსუალების გამო გაჩნდა და მათ გაავრცელეს. რახან პირველი ადამიანი, ვისაც შიდსი აღმოუჩინეს იყო ჰომოსექსუალი არ ნიშნავს, რომ აივ ინფექცია მას გაუჩნდა და მერე მან გაავრცელა. რთულია, ხალხის ამ ყველაფერში დარწმუნება, უფრო რთულია მაშინ როდესაც არც უნდათ. 

სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ C ჰეპატიტი (და აივ-ინფექციაც) მხოლოდ ცუდი ქცევის ადამიანებს ემართებათ, ხალხი გადადის დისკრიმინაციაზე.

რა არის სტიგმა-დისკრიმინაცია?
“სტიგმა – უპატივცემულობაა”. ცხადია, ამის შემდეგ იბადება კითხვა – რა არის და როგორ ვლინდება დისკრიმინაცია? როგორია სტიგმა-დისკრიმინაციის წარმოქმნისა და გამყარებს ჯაჭვი? სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოცენებისთვის აუცილებელი პირობაა:

  • საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე;
  • არაკომპეტენტურობის გამო დუმილი;
  • ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება;
  • შიში იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია;
  • დასტიგმვა, ანუ სოციალური დამღის დამჩნევა საზოგადოების ამ ნაწილზე;
  • საზოგადოების ამ ნაწილის დისკრიმინაცია, ანუ გარიყვა.

დისკრიმინაცია – ეს არის სტიგმა, რომელიც მოქმედებად გადაიქცა. პირს რომელსაც აქვს C ჰეპატიტი, შეიძლება გარიყულ იქნას მეგობრული თავშეყრებისგან, არ არის გამორიცხული დაითხოვონ სამსახურიდან ან შეუქმნან მძიმე სამუშაო პირობები, მოერიდონ მასთან ყველანაირ კონტაქტს და დატოვონ თავის პრობლემასთან მარტო. იმსიათვის რომ ავიცილოდ C ჰეპატიტით დაავადებულთა დისკრიმინაცია აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა.

იცით ყველაზე საწყენი რა არის? ის, რომ ყველაზე დისკრიმინაციულები იურიდიულის და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ადამიანები, რომლებმაც ერთი შეხედვით ყველაფერი იციან C ჰეპატიტზე და ადამიანები, რომლებისთვისაც ყველა თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

1391996_704629586233418_1196885450_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s