zurriuss

ჯერ zurriuss.ge იყო და შემდეგ ზურა ბალანჩივაძე.
აბიტურიენტობისას რაღაც ძალების საშუალებით ბევრი დრო მქონდა, სწორედ მაშინ გავაკეთე ბლოგი და ჯერ კიდევ ცოცხალ blogroll-ზე დავრეგისტრირდი. ტოპებში რამდენიმე ბლოგს ყრიდა ხოლმე, + ამას ზურას დომენი ახალი აღებული ჰქონდა და სადაც მაუსი მიუწვდა ყველგან დააკომენტარა – გვესტუმრეთ ახალ მისამართზეო. ასე შემთვევით, ერთი კლიკით მოვხვდი კეისრის ბლოგზე, რამდენიმე პოსტი წავიკითხე, მომეწონა და რიდერში დავამატე. ვაქტიურობდი მასთან, ვალაიქებდი და კომენტარებს ვტოვებდი ხოლმე. ერთხელაც ზურას ყელში ამოუვიდა და მითხრა ნუ შემჭამეო. მის მერე ზურიუს.ჯი-ზე ალბათ სულ რამდენჯერმე დამიტოვია კომენტარი : ) მაგრამ ჩუმად, ჩემთვის თვალყურს მაინც ვადევნებ.

ზურა 2010-წლის 30 ივნისს გავიცანი, სოც.მედია დღეზე, მთაწმინდაზე. ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მოვიდა და მითხრა შენ სიყვარულოვნა არ ხარო? კი-მეთქი. გამიხარდა რომ მიცნო. ჰო, იმ დღეს, პირველად და უკანასკნელად (ვფიცავ!) თვალებზე ძალიან მკრთალად მესვა ვარდისფერი ჩრდილები, ხოდა ჩემდასაუბედუროდ თურმე. დღემდე იმას მახსენებს, შენ რომ გაგიცანი ვარდისფერწენიანი გოგო იყავიო : )))

ზურა მხიარული ბიჭია, ძალიან აქტიური, ხანდახან ზედმეტადაც აქტიური. უყვარს ხმამაღლა საუბარი, სიმღერა და სტვენა. 3 წელზე მეტია ვიცნობ და ზურა ბლოკნოტის და ფანქრის გარეშე ჯერ არ მინახავს. ხშირად, ძალიან მოულოდნელად ჩანთიდან დააძრობს ბლოკნოტს და ფანქარს და ხატვას იწყებს ხოლმე. მისი რამდენიმე კარიკატურა შენახული მაქვს და საგულდაგულოდ ვინახავ : ) ცნობილი ადამიანი რომ გახდება გავყიდი ^_^ მეც ხომ უნდა მივიღო სარგებელი 😀

ზურასთვის ხშირად გვითქვას ტვინს ნუ ტ****ო, მაგრამ ძალიან იშვიათად ითვალისწინებდა ჩვენს აზრს და აგრძელებდა სტვენას. პირველად ზურას ნასტვენს ფბ-ზე მოვუსმინე, ჰარი პოტერის საუნდტრეკს უსტვენდა და გულმა არ გამიძლო ვიდეო არ ჩამერთო. ამ ბიჭში ტალანტი შეინიშნებოდა და სხვებსაც გადავხედე. ოპერისგან შორს ვარ, ზურა ახლოს, შესაბამისად მისი ნასტვენებიდან მხოლოდ იმას ვგებულობდი, რომ ამ ბიჭს სმენა და საოცარი “დიხანია” აქვს. ყველაფერთან ერთად ნიჭიც. რამდენჯერ მიცდია დამესტვინა, მაგრამ უშედეგოდ :/ არ გამომდის. თუმცა ვივარჯიშებ ^_^

ფაქტობრივად მას შემდეგ რაც ზურა გავიცანი ვეუბნებოდი, და არა მარტო მე, რომ ნიჭიერში გასულიყო. მას ყოველთვის ერთი პასუხი ჰქონდა – აუ რავი, არ მინდა რომ პრიკოლებში მოვხვდეო. მეც მანდ ვჩერდებოდი ხოლმე. სექტემბერში ზურამ დამირეკა, ჩვეული მოკითხვის შემდეგ მთხოვა სამშაბათს (დღე მახსოვს, რიცხვი არა : ) ) ნიჭიერში გამომყევიო, შესარჩევ კასტინგზეო და საოცრად გამიხარდა. გამიხარდა რომ მის ნიჭს დააფასებდნენ და რომ ხალხი გაიცნობდა, თანაც გაიცნობდნენ არა როგორც ბულბულს, არამედ ნიჭიერ ადამიანს, რომელიც ხატავს კიდეც ^^ 2 დეკემბერს ზურა ნახევარფინალში მონაწილეობს და ხალხის დახმარება სჭირდება, ნებისმიერი ზარი მისთვის მნიშვნელოვანია. ორშაბათის ჩათვლით შეგიძლიათ დაურეკოთ ნომერზე 0 903 700 007.

1459717_10202430922312256_1002688191_n

 

ზურა იმსახურებს დაფასებას, ზურაც და მისი ნიჭიც : ) თქვენი არ ვიცი, მაგრამ მსგავსი რამ მე ნამდვილად არ მინახავს ნიჭიერის ანალოგ შოუებში.

მიყვარს ზურიუსი, იმიტომ რომ ემოციურია, იმიტომ რომ პირდაპირია. მერე რა რომ ხანდახან მისი ატანა შეუძლებელია 🙂

3 thoughts on “zurriuss

  1. თამრი

    ზურამ მაიძულა, “ნიჭიერი” ცხოვრებაში პირველად მენახა და არ მინანია ნამდვილად ^_^
    წარმატებებს ვუსურვებ მთელი გულით ❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ნიჭიერს სულ ვუყურებდი ^_^ და სულ მინდოდა ზურა გასულიყო, მაგრამ ყოველთვის უარზე იყო , ხოდა წელს ვიმედოვნებ რომ ფინალში მაინც მოხვდება. ყოველშემთხვევაში, I will do my best for this.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s