მოსაწყენი და უსაქმური წელი

მიყვარს ჩემს ბლოგზე შემობოდიალება, dashboard-ში და ვიჯეტებში ქექვა. მინდა ხოლმე რაღაც შევცვალო, ან ვიჯეტებს შევუცვალო ადგილი, ან თემა შევცვალო ან პოსტი მაინც დავწერო. მაგრამ საბოლოო ჯამში ხელუხლებელს ვტოვებ ხოლმე აქაურობას. რაც დრო გადის უფრო და უფრო იშვიათად ვწერ და გული მწყდება. თითქოს ბევრი მაქვს მოსაყოლი, გასაზიარებელი მაგრამ მირჩევნია ერთ სტატუსად ფეისბუქზე დავწერო და ვიყო ბედნიერი. იმ მომენტში ყველაზე ახლოს, ყველაზე სწრაფი ფეისბუქია.

ჩემს ნიუს ფიდს ვათვალიერებდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი დაქორწინდა, ზოგს შვილიც კი ეყოლა და მე ვინმემ ქორწინება რომ მიხსენოს ეგრევე მბურძგლავს. ამას წინათ, ლექციაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა მკითხა გათხოვილი ხარო? ჩემს თითზე ერთი უწყინარი ბეჭედი შეამჩნია და ე.წ “კალიცო” ეგონა. და ისეთი ტონით ვუთხარი არა-მეთქი თითქოს ვინმემ რამეში დამადანაშაულა და თავს ვიმართლებდი.

facebook-ზე საინტერესო რამ დაამატეს საახალწლოდ – See Your 2013 Year in Review და ჩემსას რომ გადავხედე გული დამეწვა. ოცი დიდი ამბიდან ყველაზე სასიამოვნო და კარგი ვიზიტი სტამბულში იყო. ძალიან მოსაწყენი და უსაქმური წელი მქონდა:/

 

 

5 thoughts on “მოსაწყენი და უსაქმური წელი

  1. LiLaC

    მე კიდევ პირიქით, ძალიან მრავალფეროვანი წელი მქონდა…

    Reply
      1. LiLaC

        ჰოდა მომავალ წელს შენც იმავეს გისურვებ ^^ და კიდევ იმას, რომ უფრო ბევრი წერო😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s