წინასაახალწლო განწყობა

მიყვარს ახალი წელი.
არ ვიცი რატომ, მაგრამ პირველ იანვარს განსაკუთრებული შფოთვით ვხვდები ხოლმე. ვცქმუტავ და პატარა ბავშვივით მიხარია ფეიერვერკი, მიხარია საშინელი ხმაური 5 წუთით ადრე რომ იწყება. მიყვარს ის სიხარული რაც ამ დროს ჩემს ოჯახშია ხოლმე. საჩუქრების გაცვლაც მიყვარს, მათი ნახვა და აღფრთოვანება.
მაგრამ, სანამ ახალი წელი მოვა დეკემბრიდან წინასაახალწლო განწყობა შემოპარებას იწყებს ხოლმე. აქამდე ჯერ ქალაქი ირთვებოდა ხოლმე, მერე სხვადასხვა ოფისები და საბოლოო ჯამში თბილისში, ღამით იგრძობოდა რომ რამდენიმე დღეში ახალი წელი დგებოდა.
წელს მხოლოდ რუსთაველზე კიდია ჭაღები, მხოლოდ თავისუფლების მოედანზე დგას ნაძვის ხე. წელს საახალწლო განწყობა თბილისში არ არის. ჯანდაბას, იყოს ის ჭაღები მხოლოდ რუსთაველზე, აანთონ მაინც?! სხვადასხვა კომპანიების ოფისებიც არ ჩანან დიდად მოწადინებულები და სიმბოლურად ე.წ “წვიმა” შემოუგდიათ ლოგოზე და ფანჯრაზე სანტას თავი მიუკრავთ. წელს ფორმაში მხოლოდ ჯეოსელია. აქამდეც ხშირად დავრჩენილვარ ჯეოსელის ოფისების მორთულობით ბედნიერი, მაგრამ წელს ყველაზე გამორჩეულია. სირცხვილია, და სამწუხაროც, რომ საქართველოში, წინასაახალწლოდ მხოლოდ ჯეოსელის ოფისებია მორთული და მხოლოდ ისინი ცდილობენ საახალწლო მუხტი შემოიტანონ ხალხში.

მგონია რომ ახალ წელს ყველა ბედნიერია. ცოტათი მაინც. თუნდაც იმიტომ რომ თავს ათას პირობას აძლევენ, მაგალითად: ამ წლიდან კარგად ვისწავლი, ამ წლიდან დიეტაზე ვარ, ამ წელს დასასვენებლად საფრანგეთში/იტალიაში წავალ და ა.შ. და რაც მთავარია, ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ ამ პირობებს შეასრულებენ. მათ ბედნიერებას ხელს ქალაქში შექმნილი გარემო უწყობს ხოლმე, მაგრამ წელს რატომღაც ყველაფერი სხვანაირადაა. 15 დეკემბერია, 15 დღე დარჩა და თბილისში საახალწლო განწყობა საერთოდ არ არის.

ლოპოტაზე განსაკუთრებული მზადებაა დაწყებული საახალწლოდ :3

ლოპოტაზე განსაკუთრებული მზადებაა დაწყებული საახალწლოდ :3

P.S საშინლად მეზარება ნაძვის ხის დადგმა😦 არადა მიყვარს.

4 thoughts on “წინასაახალწლო განწყობა

  1. Dato Trapaidze

    ვაა, ბლოგზე გათოვდააა… შუქი არ ჩაგიქრონ აქ, ფრთხილად იყავი🙂 ყვეეელა ნატვრა აგიხდეეეს😉

    Reply
  2. HAG

    ახალი წელი ძალიან მიყვარს❤ მთელი წელი ველოდები ხოლმე, და როგორცკი გადაივლის, ახალიც და ძველიც, მერე 3 თვით ადრე ვიწყებ დაბადების დღის ლოდინს და მერე ისევ ახალი წლისას ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s