მეც მჯერა შენი

ახალი წელი რომ განსაკუთრებით მიყვარს უკვე აღვნიშნე. ადამიანები თბილები და ხალისიანები ხდებიან. ბავშვობიდან გვაჯერებენ რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება. სანტა ხან ბალიშის ქვეშ გვიტოვებს საჩუქრებს, ხანაც ნაძვის ხის ქვეშ. დროთა განმავლობაში სანტას მშობლები ცვლიან, ან სულაც მეგობრები და ყველა ერთად ვარწმუნებთ თავებს რომ ამ დღეს ყველა, უკლებლივ ყველა ბედნიერია, იმიტომ რომ ახალი წელია!

თუმცა, 00:00 საათზე, მაშინ როდესაც გარეთ ფეიერვერკია, სახლში შამპანიური იხსნება, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები ჩნდება და ყველა ბედნიერია, სადღაც არსებობენ ბავშვები რომლებიც ახალი წლის ჯადოსნურობას ვერ აღვიქვამენ ისევე როგორც ამას ჩვენ ვახერხებთ. მათ არ ჰყავთ სანტა კლაუსები, მშობლები, ან მეგობრები, ან სულაც ის ადამიანები ვინც ამ ბავშვებს სასწაულს მოუხდენდა და ერთ სანუკვარ სურვილს შეუსრულებდა.

კარფურში, შესასვლელში დიდი მწვანე ნაძვის ხე დგას. ტოტებზე სანტასთვის დაწერილი სურვილებია ჩამოკიდებული. ბავშვები, რომლებსაც არ ჰყავთ პერსონალური სანტა, ახალი წლის ღამეს ოცნებების ასრულებას ჩვენგან ელოდებიან. მათი სურვილები იმდენად მარტივი შესასრულებელია რომ ყველას შეუძლია გახდეს სანტა და ერთი დღით უდიდესი ბედნიერება აჩუქოს რომელიმეს. კოკა-კოლას აქცია “მეც მჯერა შენი”  ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ჯადოსნური აქციაა. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ამ ბავშვების ახალი წელი და გავხდათოს ეს დღე ისეთივე ბედნიერი, როგორიც იქნება ჩვენი.

1470123_604464639606847_293789050_n

P.S მე უკვე გადავდგი ნაბიჯი იმისათვის, რომ სანტა კლაუსი გავხდარიყავი ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s