თეთრი ღამეები

თქვენ იცით როგორი შეგრძნებაა როდესაც სამსახურიდან გვიან გამოდიხარ და ღამის 12 საათამდე მაინც გაქვს დრო რომ იშოპინგოთ? აქამდე მეც არ ვიცოდი.
არ ცოდნის “გასაპრავებლად” ორი მიზეზი მქონდა:
1. არ ვმუშაობდი;
2. ღამის 12 საათამდე არც-ერთი მაღაზია არ ფუნქციონირებდა.

თუმცა, დღეს აღმოვაჩინე რომ რუსთაველის 42-ნომერში მდებარე შოპინგ გალერეა 26,27 და 28 დეკემბერს ღამის 12 საათამდე იფუნქციონირებს! 

2013-12-26 19.51.12

მას შემდეგ რაც დედაჩემის გამყიდველი წავიდა, მე მიწევს გამყიდველის ფუნქციების შეთავსება და მუშაობა. საღამოს 7-ის მერე ვთავისუფლდები ხოლმე. მთელი დღის განმავლობაში ჩემს თავს საშინელი საგიჟეთი, აუტანელი მომხმარებლები და ნერვების შლა ხდება. ამის მერე საახალწლო შოპინგი იცით როგორი დასვენებაა? სასწაული!
წინასაახალწლო შოპინგი ჩვეულებრივი შოპინგი არაა, მითუმეტეს რუსთაველის 42-ნომერში მდებარე შოპინგ გალერეაში. ყველა მაღაზია საახალწლოდაა მორთული, გალერეაში სანტას ფორმაში გამოწყობილი ადამიანები დაფუსფუსებენ და საახალწლო, ბედნიერი განწყობა მოაქვთ.

2013-12-26 19.42.07
გარდა იმისა რომ გალერეაში სასიამოვნო გარემო და სიტუაციაა არაჩვეულებრივი ფასდაკლებებიცაა. დღეს ოთხივე სართული მოვიარე, “დავსმოტრე” და სასურველ ნივთებს თვალი დავადგი. აბსოლუტურად ყველა მაღაზიაშია ფასდაკლება და ეს ყოველივე მშვენიერია განწყობის შესაქმნელად.

2013-12-26 19.37.34

თუ ბავშვთან ერთად მოგიწიათ შოპინგი და თქვენი შვილი არ გაცდით ყველა მაღაზიის მოვლას, დათვალიერებას და სასურველი ნივთების თუ ტანსაცმლის ყიდვას და ტირილს იწყებს, შეგიძლიათ იქვე მყოფ თოვლის ბაბუასთან მიიყვანოთ. თოვლის ბაბუა სავარძელში მოკალათებული, ბუხრის გვერდზე ბავშვებს ელის და მათ განწყობაზეც პერსონალურად ზრუნავს. ამ ყოველივეს შემდეგ, დარწმუნებული ვარ თქვენი შვილი აღარ გაგიჯიუტდებათ და გალერიის ათვისების საშუალებას მოგცემთ ^_^

2013-12-26 19.38.07

მოკლედ და კონკრეტულად, რატომ უნდა ეწვიოთ მაინც და მაინც რუსთაველის 42-ში მდებარე შოპინგ გალერეას?

• თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ღამის 12 საათამდე, დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ ისიამოვნოთ შოპინგით.
• განიტვირთოთ სანახაობრივი შოუებითა და დაიმუხტოთ წინასაახალწლო განწყობით.
• შეარჩიოთ ქართველი დიზაინერების კოლექციიდან განსხვავებული საახალწლო დრეს კოდი, პირადად მათგან მიიღოთ რჩევები და შეიძინოთ დიდი ფასდაკლებით.
• გაიკეთოთ მაკიაჟი და მიიღოთ პროფესიული მაკიაჟის რჩევები მაკისა და ლუტეციასაგან.
• ცენტრში მოწყობილია საახალწლო შესაფუთი კუთხე.
• ასევე მიმდინარეობს საახალწლო აქსესუარების ვაჭრობა +1 დონეზე.
• შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ტიციანის“ უგემრიელესი შოკოლადი, რომელიც ადგილობრივად მზადდებ, ასევე გლინტვეინი, ხილი შოკოლადში და მრავალი საახალწლო ნუგბარი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს საახალწლო განწყობას.
• გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის. სანტა კლაუსი და პროფესიონალი ფოტოგრაფები იზრუნებენ თქვენი გაწყობის ამაღლებასა და ემოციების დაფიქსირებაზე.
• 27 დეკემბერს სპეციალურად თქვენთვის დაუკრავს გიგი ვანდერი.

2013-12-26 19.35.55

ბედნიერ საახალწლო შოპინგს გისურვებთ! მერე რა რომ თვის ბოლოა, გალერეაში ფასდაკლებებია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s