2013

ვიცი შემაჯამაბელი პოსტი ძალიან დამიგვიანდა და 2013-ის მაგივრად 2014-ის პირველ კვირაზე უნდა ვწერდე. მაგრამ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო უთქვამთ ^_^

ამასწინათ, მეგობარს ვკითხე, 2013-დან პოზიტიური რა დაგამახსოვრდა-მეთქი და როდესაც კითხვა შემომიბრუნა ძალიან მარტივად ჩამოვთვალე რამდენიმე მოვლენა/პერიოდი რაც 2013 წელს კარგ წლად აქცევს.

1. ბაკურიანი
იანვრის ბოლოსკენ ბაკურიანში მოვხვდი. ბევრ უცხო ადამიანთან ერთად, თუმცა რამდენიმე ჩემი ნაცნობი და თემოც იქ იყო. ბაკურიანში ბოლოს ვგონებ 10 წლის წინ ვიყავი, შესაბამისად მონატრებულ თოლთან, 25-იანებთან და თხილამურებთან შეხვედრა მეტად გულასაჩუყებელი ამბავი იყო. ბაკურიანში გატარებული 3 დღე, უფრო სწორად კი, 10 წლის მერე თხილამურებით სრიალი 2013 წლის ერთ-ერთი პოზიტიური ნაწილია.

2. თერჯოლა
თერჯოლაში თითქმის 2 კვირა ვიყავი. 2 კვირის განმავლობაში ერთხელ არ დამიწუწუნია, რომ თბილისში მინდოდა, რომ ცივილიზაცია მომენატრა, რომ მომბეზრდა ერთ ადგილზე ყოფნა. ბევრი ხალხი, სასიამოვნო შაბათ-კვირ-ები, ბევრი სასმელი და არარსებული მდინარის საპოვნელად წასვლა : ))

3. სტამბული
შემიძლია დაუღალავად და გაუჩერებლად ვილაპარაკო სტამბულზე. 2013-წლის პოზიტივი კიარა მთელი 22 წლის პოზიტივია სტამბული. მიყვარს ეს ქალაქი, თავისი ხედებით, უამრავი ხალხით, მუდამ ცოცხალი ისტიკლალით, ტაქსიმით, ტრამვაით და მეტროთი რომელიც მიწის ზემოთ დადის.

4. Biaff
ბათუმის საავტორო ფილმის ფესტივალი უკვე მესამე წელია ერთ-ერთ დიდ პოზიტივს წარმოადგენს. შემოდგომის ზღვა, ბევრი მეგობარი, მზიანი დღეები, აპოლო, ფილმები – ზოგი ცუდი და ზოგიც კარგი, რედისონიდან აპოლოში და პირიქით სირბილი. ბევრი რეჟისორი, სხვადასხვა ღონისძიებები, ღია ცის ქვეშ გაკეთებული კონოთეატრი, ღამის ზღვა ლუდთან ერთად, ნახევრად ცარიელი ბათუმი და ღამით ბათუმის ქუჩები – როგორ შეიძლება ეს ყველაფერი პოზიტივი არ იყოს და ამ ყველაფერმა არ გაგაბედნიეროდ ❤

დიდ პოზიტივებად ესენი გამახსენდა. მთელი წლის განმავლობაში იყო პატარ-პატარა პოზიტივებიც და things I’m happy about – ები. თუმცა ყველას განხსენება და ჩამოთვლა იმდენად რთულია რომ არც კი მიფიქრია მათ ჩამოწერაზე ^_^

მიხარია რომ 2013 წლის ცუდი მოგონება არ მახსენდება, მიხარია რომ 2013 წელს ცუდი თითქმის არაფერი მომხდარა. კარგი, მშვიდი და წარმატებული წელი იყო.

მინდა რომ 2014 იმაზე უფრო კარგი იყოს ვიდრე 2013, და იმაზე უფრო მეტად დატვირთული პოზიტივებით ვიდრე 2013 იყო ^_^

6 thoughts on “2013

  1. Mari

    ყველასთვის კარგი წელი იყო 2013. უფრო კარგ 2014 წელს გისურვებ :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ცუდი არ შემხვედრია ჯერ ^_^
      კარგი თუარა ჩვეულებრივი, არაფრით გამორცეული წელი მაინც იყო :>

      Reply
  2. islandglocke

    ჩემთვისაც შესანიშნავი წელი იყო ყველანაირად, მინდა რომ 2014-ც აღსავსე იყოს სიურპრიზებით, ამაღელვებელი მომენტებით, მოგაზურობებით, სასიამოვნო ხალხით, მინდა “ცხენმა გამაქროლოს” უფრო საინტერესო ცხოვრებისაკენ 🙂

    Reply
  3. Ibi

    ჩემთვისაც ძალიან კარგი წელი იყო და მინდა, რომ 2014 უკეთესი იყოს. შენც იგივეს გისურვებ ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s