Quarry Life Award Georgia

იყო დრო ფეისბუქ ივენთებს ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე, ბევრ მათგანში მონაწილეობასაც ვიღებდი და going-ს ტყუილად არ ვაწკაბებდი. ბოლო დროს ყველა ივენთზე ავტომატურად not going-ს ვაჭერ და მერე ვიწყებ მისი შინაარსის კითხვას, თუ დამაინტერესა maybe ვხვდები, თუ სადმე რამე წასასვლელია ან კონკურსია ვინარჩუნებ ძველ სტატუსს და წარბშეუხრელად ვხურავ ტაბს.

ამასწინათ მეტად საინტერესო ივენთზე მომივიდა მოწვევა –  Quarry Life Award Georgia -ს ახალი კონკურსი აქვს სტუდენტებისთვის და პრინციპში, არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ მკვლევარებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვისაც. პრიზი საკმაოდ სოლიდურია, 1500, 3000, 5000 ან 30 000 ევროს მოგების საშუალება აქვს ნებისმიერ ჩვენგანს. რომ წარმოვიდგინე რას გავაკეთებდი თუნდაც 1500 ევროთი (დღევანდელი კურსით 3600-ლარამდე ) გავიბადრე და დეტალურად გავეცანი კონკურსის პირობებს.

quarry life award

quarry life award

ე.ი სტუდენტებს და მკველევარებს შესაძლებლობა აქვთ გაააგზავნონ ორგვერდიანი საპროექტო წინადადება/იდეა 2014 წლის 1 მარტამდე. საპროექტო იდეა უნდა იყოს ქვემოთ მოცემული თემებიდან ერთ-ერთის შესახებ:

  • აღმოაჩინე ბიომრავალფეროვნება საბადოებზე
    მიზანი: შერჩეული საბადოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დონის გაზრდა.
  • ბიომრავალფეროვნება და რეაბილიტაცია
    მიზანი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერის აღდგენისას  (ბუნების დაცვა, სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, რეკრეაცია, საცხოვრებელი ადგილები …).
  • ბიომრავალფეროვნება და განათლება
    მიზანი: სოციალური ღონისძიებებისთვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიაღისეულის მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებაზე (ღონისძიებები, ტურისტული ბილიკები, თანამშრომლობა სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან).
  • წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ბიომრავალფეროვნების მართვა
    მიზანი: კარიერის ბიომრავალფეროვნების ოპტიმიზცია წიაღისეულის მოპოვების პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მონაწილე უნდა დარეგისტრირდეს ამ ბმულზე. გაეხსნება საკუთარი ანგარიში საიდანაც შეეძლება  გადმოტვირთოს საპროექტო წინადადების ნიმუში, აირჩიოს თემა და მიამაგროს თავის ანგარიშს.

1544395_10152205947423586_1028444360_n

გაგზავნილი იდეებიდან ხუთი საუკეთესო შეთავაზება თითოეული ქვეყნიდან შერჩეული იქნება გარემოსა და საზოგადოებისთვის ღირებულების, ინოვაციური ასპექტების, განხორციელებადობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ მნიშვნელობის და ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის დონის გათვალისწინებით.

შერჩეულ პროექტთა მომზადების უზრუნველსაყოფად, ჰაიდელბერგცემენტი ფინანსურ დახმარებას გაუწევს ავტორებს 2014 წლის მარტიდან სექტემბრამდე სამუშაოებისა და კვლევის დასასრულებლად..

პროექტის საბოლოო ანგარიშები შედეგებისა და დასკვნების მიმოხილვით უნდა იქნეს წარდგენილი სექტემბრის ბოლომდე. განაცხადების დაჯილდოებისთვის განხილვისას ყურადღება მიექცევა როგორც კვლევით ანგარიშს ასევე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე. ყველა მიღებული პროექტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსში ეროვნული პრიზებისთვის 1,500, 3,000 და 5,000 ევროს და საერთაშორისო პრიზებისთვის 10,000 ევრო (ყოველ კატეგორიაში) და 30,000 ევრო გრან პრი საუკეთესო პროექტისთვის.

კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა კონკურსანტმა დაიცვას კომპანიის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს ემუქრება კონკურსიდან დისკვალიფიკაცია.

Imho, საკმაოდ საინტერესო კონკურსია, ამასთანავე შრომატევადიც. ვისაც აინტერესებს საბადოების ეკოლოგიური და საგანმანათლებლო ღირებულებების ზრდა მისთვის მისწრებაა ^_^

დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ მათ ოფიციალურ გვერდს მისამართზე www.quarrylifeaward.ge ან დაუკავშირდით Quarry Life Award–ის თქვენი ქვეყნის ეროვნული კოორდინატორს quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

წარმატებებს გისურვებთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s