ერთ საღამოს, მოულოდნელად

ასე ათი საათი იქნებოდა, დედაჩემი ტელეფონზე ლაპარაკობდა, მე ჩემს ოთახში ფეისბუქს ვსქროლავდი და უცბად დედაჩემის შეშფოთებული კითხვები გავიგონე: “რატომ?” “როგორ მოუვიდა?” “რომელში მიჰყავთ?” და ბოლოს დაამთავრა წინადადებით “კაი, მოვდივარო”. რა მოხდა-მეთქი, ემას (მარტივად რომ ავხსნა ვინაა ემა ვიტყვი რომ ოჯახის ახლობელია) წნევამ აუწია და საავადმყოფოში მიჰყავთო, უნდა წავიდეო. მამაჩემი უკვე იწვა და ადგომა დაეზარა, მე წამოგყვები-მეთქი, მარტო არ გავუშვი, ვერ იტანს მარტო რომ მგზავრობს. ვიფიქრე ასე ერთ საათში უკვე სახლში ვიქნები-მეთქი.

11-ის წუთებზე აი იმ საავადმყოფოში ვიყავით, 300-არაგველთან რომაა. ემა სხვა ოთახში ჰყავთ, ექიმი სინჯავდა, ლაპარაკობდა, ხომ ყველანი აქ ხართო, არადა სახლში რომ მივედი არაფერი მჭირდაო, საჭმელი უნდა მეჭამა და ცუდად გავხდიო, არა წნევა არ გამიზომავსო, რამდენჯერმე ვთქვი რომ ცუდად ვარ და არ დამიჯერესო, ბოლოს ძმის საფლავი დავიფიცე და მერე დამიჯერესო, მარცხენა ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებო, არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნებაო ეუბნებოდნენ. საათნახევარი ისე გავიდა არაფერი უთქვამთ, ინსულტიაო, მაგას ჩვენც მივხვდით. ტომოგრაფიაა საჭიროო, რომელიც ზედა სართულზეაო და ცოტა ხანში გადავიყვანთო. ასე 12-ისკენ საკაცით გამოიყვანეს, ხრიალებდა და გათიშული იყო, რეანიმაციაში აგვყავსო, თქვენც ამოდით და იქ გაიგებთ სიტუაციასო, არა ამ კიბით ვერ ახვალთ, საავადმყოფოს გვერდითა ამოსასვლელით ამოდითო. ავედით. არ მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ რეანიმაციის მოსაცდელი სადარბაზოში იყო. ჯუჯღუნა, სწერვა და ბოროტი ექიმი იყო. გასაგებია რომ მნახველები გაღიზიანებენ, მაგრამ მათ მდგომარეობაში ხომ უნდა შეხვიდე? არ იციან რა სჭირს მათი ოჯახის წევრს, არ იციან რატომ ხრიალებდა ადამიანი რომელიც 1 საათის წინ ლაპარაკობდა და არ იციან რატომ გადმოიყვანეს რეანიმაციაში. დამძიმდაო, ძალიან რთული სიტუაციააო, ტომოგრაფია სჭირდებაო, არა ეხლა ვერ ავიყვანთ ზევით, ჯერ სპეციალური აპარატი გვჭირდება რომლის საშუალებითაც ისუნთქებსო, სასწრაფოს მანქანამ უნდა მოიტანოსო, ჩვენ რატომ არ გვაქვსო? ესო ევროპა ხომ არ გგონიათო და დიდი რკინის კარი მიიჯახუნა. ნუ, რას ვიზამდით, უნდა დავლოდებოდით სასუნთ აპარატს, რომელსაც ხზ როდის მოიტანდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ამასთანავე სიტუაცია ძალიან მძიმე იყო.

მოიტანეს, ოთხი კაცი გვჭირდება რომ გადაყვანაში დაგვეხმაროსო. გადაუღეს ტომოგრაფია. ერთი კაცი დარჩეს მეოთხეზე, სურათი წამოიღოსო, ასე 40-50 წუთში იქნება ალბათო. სურათს რომ ჩამოიტანთ მერე ქვევიდან ექიმს უნდა დავუძახოთო. სიტუაცია? სიტუაცია ძალიან მძიმეაო. არც უნდა მეკითხებოდეთ, აპარატზეა შეერთებული და რეანიმაციაშია თქვენ რა გგონიათო? ხომ ვთქვი, სწერვა და უჟმური იყოთქო.

ორი კაცი შემოვიდესო, ექიმი მოვიდაო. ტვინში სისხლია ჩაქცეული, ორივე მხარესო, შეშუპებულია ტვინიო, არა ოპერაციას ვერ გავაკეთებო. სხვა საავადმყოფოში გადაიყვანთ? აზრი არ აქვსო, შეხედეთ სურათს სულ სისხლითაა დაფარულიო. რა უნდა ქნათ? არ ვიცი, დაელოდეთო, 1%-ია იმის შანსი რომ გადარჩესო. ეხლა სახლში წადით და დილით მოდითო.

4 საათი იქნებოდა სახლში რომ მივედი.

დილით? დილით ექიმმა ზუსტად იგივე გაიმეორა. შანსი არანაირიო, მხოლოდ იმიტომაა ცოცხალი რომ აპარატზეა შეერთებულიო. ღამე 700 ლარი ღირს აქ გაჩერებაო, არა, ოპერაციას ვერანაირად ვერ გავაკეთებ, თანაც გულის მანკი აქვს და ნარკოზს ვერ გაუძლებსო. რა უნდა ვქნათ? მე ვერ გამოვრთავ აპარატიდანო, თქვენ უნდა გადაწყვითო.

ოჯახის წევრები უკვე მეორე დღეა რეანიმაციის მოსაცდელში არიან, ნერვიულობენ ტირიან და არ იციან რა ქნან. მუდმივად ორი დღის წინანდელ საღამოს იხსენებს მისი ქმარი. ერთად მოვედითო, რძალი საჭმელს ამზადებდა და ველოდებოდითო, უცბად თქვა ცუდად ვარო, თავი მტკივაო, ჯერო ყურადღება არ მივაქციეთო, მერე ცუდად გახდაო, სახე მოეღრიცაო და ძმას იფიცებოდაო, მარცხენა ხელ-ფეხი გაუშეშდაო, სასწრაფოს დავურეკეთ და აქ მოგვიყვანესო. ფაქტობრივად აი ასე მოულოდნელად დაარტყა გულმა და ეხლა გადარჩენის შანსი 0-ია, თითქმი,ს და აპარატიდან გამორთვაც ძალიან რთულია.

ძალიან დიდი ბოროტებაა სიკვდილი.

10 thoughts on “ერთ საღამოს, მოულოდნელად

  1. Mari

    ვოცნებობ, ისე მოვკვდე, რომ ექიმების ხელში ჩავარდნა არ დამჭირდეს.
    ვწუხვარ შენი ახლობლის გამო😦

    Reply
  2. თამრი

    ბოროტება ინგოროყვას ექიმებში მოხვედრაა. ამ ზაფხულს მომაკვდავი ბებია გამომატანეს, არაფერი მოუვა, კარგად იქნება, 1 ვკირაში დრენაჟს თუ ჩაუდგამთო. საღამოს ჩამაკვდა ხელებში. თან მანამდე არც არაფერი აჭამეს და არც საჭმელი შეგვატანინეს მთელი დღე. ყველაზე საზიზღარი ადგილია თბილისში, აი ყველაზე საზიზღარი მაგ მხრივ.

    სიკვდილი კიდევ ნამდვილად ბოროტებაა.

    Reply
  3. natia121

    საწყალი:/ მე ბათუმძში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი ხელი ვიღრზე, სასწრაფომ წამიყვანა. ტკივილისგან გული მიმდიოდა და წამივიდა. ათჯერ ვუტხარი იქამდე რამე მომეცით მეთქი და დამიკიდეს. არადა დედაჩემიც ექიმია და სულ მაგათ მხარეს ვარ ხოლმე, მაგრამ ხან გადადიან ზღვარს.

    Reply
      1. presgeo

        ექიმის საქციელმა და საოპერაციოს მდებარეობამ ..

  4. LiLaC

    ძალიან განვიცდი ხოლმე ექიმებზე ასეთ ისტორიებს რომ ვისმენ. ჩემი მშობლებიც ექიმები არიან და დარწმუნებული ვარ ასეთ უგულობას არასოდეს გამოიჩენენ. ზოგიერთი, ალბათ, მართლაც ასეთი უხეშია, ზოგი კი, შეიძლება, სტრესული სამსახურის გამო გაუხეშდა. წარმოიდგინე რა საშინელებაა ყოველდღიურად ამდენი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი შენს თვალწინ და გარკვეულწილად შენი პასუხისმგებლობის ქვეშ რომ წყდება. თუმცა ეს არ ამართლებთ, რა თქმა უნდა.
    სიკვდილი კი მართლაც დიდი ტკივილია. რაც არ უნდა მოხუცი იყოს ადამიანი, მის ახლობლებს და თავად მას მაინც არასოდეს მობეზრდება სიცოცხლე. ბაბუაჩემი ბოლოს ცუდად რომ იყო, ბებიაჩემს უკითხავს – გეშინიაო? და კი არ მეშინია, მენანებაო, უპასუხია😦
    რაც არ უნდა იყოს, მას მაინც ვერსად დავემალებით (უჩინმაჩინის მოსასხამი თუ არ ვიპოვეთ სადმე). უბრალოდ კარგი იქნებოდა ახალგაზრდა სიცოცხლეები არ წყდებოდეს, ადამიანები ერთმანეთს არ კლავდნენ და განუკურნებელი სენით არ იტანჯებოდნენ.
    ჰოდა, რა ამის პასუხია, მაგრამ მიხარია შენი დაბრუნება ბლოგზე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ყველაზე დიდი და გაუგონარი ბოროტებაა:/ ბოროტება რომელსაც ვერასოდეს ვერ ვუპოვი გამართლებას, განსაკუთრებით მტკივა გული ამ ყველაფერზე მას შემდეგ რაც მარიამი გარდაიცვალა.

      პ.ს მეც მიხარია ბლოგზე დაბრუნება❤ ძალიან სასიამოვნოა წერა და ყველაფრის თქმა რაც გინდა რომ თქვა :3

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s