გუშინ საღამოს შინ დაბრუნებისას

გუშინ საღამოს ცოტა გვიან მომიწია სახლში დაბრუნება. წერეთლიდან ჩემს სახლამდე ასე 7-8 წუთის სავალი გზაა. თოვდა, ყინავდა და მეც ნელა მოვდიოდი რომ ფეხი არ ამსრიალებოდა. ქუჩაში ჩემს გარდა არავინ იყო, მაგრამ უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა, ინსტიქტურად მივბრუნდი რომ დამენახა ვინ იყო და შემდეგ ჩემი გზა გავაგრძელე. უცნობმა, რომელიც დაახლოებით 60-წლამდე იქნებოდა საუბარი გამიბა. მახსოვსო, თოვლის დროს ბავშვები გუნდაობდნენ ხოლმეო, ამ დროს ეზოში ერთი ყიჟინა და ამბები იყო ხოლმე და ეხლა კიდევ ჩვენს გარდა არავინააო. თავიდან დავიბენი და არ ვიცოდი რა მექნა, თავში მაშინვე სამი ვარიანტი გაჩნდა:
1. ნაბიჯისთვის ამეჩქარებინა და ჯანდაბას თუ ფეხი ამისრიალდებოდა და კისერს მოვიტეხდი;
2. ყურადღება არ მიმექცია ამ კაცისთვის, ჩამეთვალა რომ ცოტა ვერაა და იგნორით მეპასუხა;
3. სანამ ჩემს სახლს მივაღწევდი საუბარი გამება.
მესამე ვარიანტი ვარჩიე და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ვუპასუხე. ვუთხარი რომ მეც ბევრჯერ ჩავსულვარ ეზოში შუაღამისს საგუნდაოდ, ციგითაც კი, ბევრჯერ გადავსულვარ გამოფენაზე, მიგორავია თოვლში და ლოყები გამწითლებია, ფეხის თითები ტკივილამდე გამყინვია და ხელები ვეღარ მიგრძვნია.
შენც გახსოვსო ხო? დანანებით მკითხა. ეხლა კომპიუტერთან სხედანო, აღარც თოვლი უხარიათ და აღარც მზეო. თითქოს ამ ქვეყნად არ არსებობენო. გული იმაზე მწყდება რომ ბავშვობას ისპობენ, მერე რა რომ ბევრ რამეს სწავლობენ კიდეცო.
სცივათ და სახლში თბილად ყოფნა ურჩევნიათ-მეთქი, ვცადე გამემართლებინა ბავშვების საქციელი. მერე რაო, შენ არ გციოდა ხოლმეო?
აღარ ვიცოდი რა მეპასუხა. გულის სიღრმეში ვეთანხმებოდი, გულის სიღრმეში ძალიან მწყდებოდა გული იმის გამო რომ ბავშვებისთვის თოვლი არაფერია, რომ გუნდაობა არ უნდათ თუნდაც იმიტომ რომ გაიყინებიან, რომ კომპიუტერს ვერ ცვლიან 1 საათიან გარეთ ყოფნაში. საშინლად მომინდა რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი და მეგუნდავა, იქამდე სანამ არ დავიღლებოდი, სანამ სახე არ ამიწთლდებოდა და სანამ ყინვისგან ყველაფერი არ ამტკივდებოდა. მაგრამ სახლში კომპიუტერი მელოდებოდა და მოხუცს დავემშვიდობე, სადარბაზოში ფეხები დავიბერტყე და ლიფტს დავუწყე ლოდინი.

8 thoughts on “გუშინ საღამოს შინ დაბრუნებისას

  1. tina

    )) წელს, რომ გუნდაობა არ მომინდა, მივხვდი გავიზარდე.. თურმე კომპის ბრალი ყოფილა

    Reply
  2. karamelka

    ამ ბოლო დროს ისეთ სენტიმენტალურ პოსტებს წერ რომ ტირილი მინდება:/

    Reply
  3. Marie

    პირველი თოვლის დროს ეზოში ჩავდიოდით მთელი სამეგობრო😐 წელს არ მიგუნდავია და იმის წინაც და დიდი ხანია საერთოდ😦

    Reply
  4. LiLaC

    მეც მწდება ხოლმე გული ამაზე. პატარა რომ ვიყავი ჩემი ქუჩა ისეთი ხმაურიანი და სიცოცხლით სავსე იყო ხოლმე. მთელ დღეებს გარეთ ვატარებდით, როცა მეცადინეობას მოვრჩებოდით. რომ მოსაღამოვდებოდა, ისმოდა ხოლმე – დე, ხუთი წუთიც, დე, ათი წუთიც🙂 კონცერტებს ვატარებდით, ბილეთებს ვყიდდით ხოლმე 20 და 50 თეთრად. ზამთარში, ჩვენი დაღმართი რომ მოიყინებოდა, ციგის მაგივრად ფიცარს ვიყენებდით სასრიალოდ.
    ეხლა ისეთი სიჩუმეა ხოლმე. ხანდახან რომ მოვკრავ ბავშვებს თვალს, მიხარია.
    თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მათ ყოველთვის ეზოში ჩასვლა და ერთად თამაში უფრო ეყვარებათ, ვიდრე კომპიუტერთან ჯდომა.
    მშობლებზეა დამოკიდებული, ალბათ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მთლად მშობლებზეც არაა დამოკიდებული:/
      მე და ჩემი და სულ გარეთ ვიყავით ხოლმე, ჩემს ძმას კიდევ ეზოში ვერ გააგდებ ძალიანაც რომ გინდოდეს😦
      ფლეისთეიშენიდან პენწიუმამდეა მისი სამოძრაო ადგილი:/

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s