გზა საკურთხევლისკენ

არსებობს წიგნები, რომლებიც ძილის წინ უნდა წაიკითხო. მარტივი, მსუბუქი ენით დაწერილი, ყოველგვარი ზედმეტი ფილოსოფიური შეხედულებებისგან გათავისუფლებული წიგნები – აი ასეთები მიმაჩნია ძილის წინ საკითხავი. რომ წაიკითხავ და მომდევნო 45 წუთი არ გიწევს იფიქრო იმაზე თუ რას ფიქრობდა ავტორი რელიგიაზე, ხალხზე, ბრბოზე, არ ფიქრობდე იმაზე შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი რას იზამდი, არ ფიქრობდე ბევრ ისეთ რაღაცაზე რაზეც წიგნების წაკითხვის მერე ფიქრობ ხოლმე.

ერთი ისტორია შეყვარებულ წყვილზე – ნიკოლას სპარკსის “გზა საკურთხევლისკენ” სწორედ ძილის წინ საკითხავი წიგნია. კარგად წასაკითხი, თხელი და საინტერესო წიგნია. კითხვის პროცესში არ იღლები და სასიამოვნოდ იფურცხლება ყოველი ფურცელი.

ისტორია 17 წლის ბიჭზეა, რომელიც ფაქტობრივად ერთ წელიწადში დაკაცდა, რომელმაც შეიცვალა შეხედულებები და რომელსაც შეუყვარდა. ლენდონი, თუ სწორად მახსოვს მისი სახელი, ჩვეულებრივი ბიჭი იყო. ყოველდღიურად რომ ვხედავთ ხოლმე ქუჩაში, ტრანსპორტში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აი ისეთი. მისი ცხოვრება კი თავდაყირა იმ ადამიანმა დააყენა ვისგანაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა და თანაც ისე შეცვალა რომ ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოიდგენდა. ლენდონი ხომ სწორედ მსგავს ადამიანებს იგდებდა აბუჩად ძმაკაცებთან ერთად.

პრინციპში, კითხვის დაწყებიდან ძალიან მალევე მივხვდი რაც მოხდებოდა. მაგრამ დასრულების შემდეგ მომინდა რომ პოსტი დამეწერა, მომინდა რომ ჩემი გრძნობები გამეზიარებინა და არ გამომივიდა:/

თითქოს ჩვეულებრივი წიგნია, ჩვეულებრივი სასიყვარულო ისტორიით, ჩვეულებრივი რომანი ისეთი დასასრულით როგორიც წარმოგიდგენია. მაგრამ, წიგნის დასრულების შემდეგ ნამდვილად არ ნანობ ძილის წინ დახარჯულ 20-30 წუთს რომელიც ამ წიგნს დაუთმე.

P.S ნიკოლას სპარკსის “დღიური” მაქვს წაკითხული და მაშინ ვთქვი, 15 წლის თინეიჯერი შეყვარებული ადამიანი რომ ვყოფილიყავი აუცილებლად ვიტირებდი-მეთქი. პრინციპში, ვინმეს რომ ეთქვა ორიოდე სიტყვით დამიხასიათე “გზა საკურთხევლისკენო” სწორედ იგივეს ვუპასუხებდი.

8 thoughts on “გზა საკურთხევლისკენ

  1. Pingback: გზა საკურთხევლისკენ - ქართული ბლოგები

    1. siyvarulovna Post author

      დიოგენესია, 10-ლარამდე ღირს (9.9 ლარი). სკეპტიკურად ვუყურებდი სათაურის გამო. მაგრამ, ნამდვილად ღირს წაკითხვა ჭინკავ❤
      არ ინანებ რომ 2-3 საათი მაგ წიგნს შეჭირე. თან, იმენად სწრაფად იკითხება რომ დაღლას ვერც მოასწრებ.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s