To Do ✔

პირველად to do list-ი შარშან გავაკეთე და 2013 წელს შესასრულებელი ამბები ჩამოვწერე. ნახევარზე მეტი შევასრულე და პრინციპში უკმაყოფილო არ ვიყავი ჩემი თავისგან. წელსაც, 2014 წლის to do list-ი შევადგინე და ერთ-ერთ to do ამბად სამუშაოს დაწყება ჩავინიშნე. ვერც კი ვიფიქრებდი რომ ამ თასკს ასე უცბად მოვპწიჩკავდი.

to-do

ორგან ვმუშაობ. სახლიდან ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელ საქმეს, უნივერსიტეტშიც დავდივარ და პრინციპში კმაყოფილიც ვარ. მხოლოდ იმაზე ვწუწუნებ რომ საღამოობით იმის დრო აღარ მაქვს მეგობრები ვნახო. თუმცა, მაგისთვის შაბათი დღე გამოვნახე. კვირა სწავლისთვის გადავდე და ვნახოთ როგორ გავართმევ თავს ჩემს ამ გეგმებს.

ისე, როცა მივხვდი რომ ძალიან ცოტა დროღა მრჩებოდა, თავში იმ აზრმა გამიელვა რომ ბლოგზე ვეღარ დავწერდი ისეთი სიხშირით როგორც აქამდე ვწერდი. მერე სინდისმა შემაწუხა და მუჯლუგუნის რტყმით ისიც შემახსენა რომ ბლოგზე კაია ხანია აღარ ვწერ. ალაგ-ალაგ მშვიდობაში გამოვჩნდები ხოლმე. რაღაცას მივაჩხლაფორთებ და სინდისდამშვიდებული ვიძინებ ხოლმე.

ხოდა, გადავწყვიტე რომ თუ დრო სამსახურისთვის, უნივერსიტეტისთვის, მეცადინეობისთვის და მეგობრებისთვის გამოვნახე, მაშინ კვირაში ნახევარიოდე საათის გამონახვა ბლოგისთვის არ გამიჭირდება. მინდა რომ ისევ ვწერო ჩემზე და ჩემს სისულეებზე.

P.S კიდევ რამოდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი თასქები მაქვს შესასრულებელი 2014 წელს და ვიმედოვნებ წლის ბოლო ყველა თუარა 99% მაინც მოიპწიჩკება.

3 thoughts on “To Do ✔

  1. Pingback: To Do ✔ - ქართული ბლოგები

    1. siyvarulovna Post author

      კი, სოც.მედია🙂
      არქი ჯგუფი, პალიტრა ტვ და განოს და კოტეს შოუ.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s