ავტოგრაფიანი პირველი წიგნი

ჩემი დისგან სმს მომივიდა, ფამუქი ჩამოდის და გეხვეწები მოსაწვევი მეც გამიჩითეო. მისგან გავიგე პირველად, რომ ორჰან ფამუქი უნდა ჩამოსულიყო. სულაკაურის გამომცემლობის და free uni-ს ერთობლივი ძალისხმევით ორჰან ფამუქი თბილისში ჩამოდიოდა. სახლში მოსულმა, სულაკაურის გვერდზე გავარკვიე, რომ ფამუქთან შეხვედრა 13 მარტს, რუსთაველის თეატრში იქნებოდა, მოსაწვევბი კი 5 მარტს, გამომცემლობის ოფისიდან გაიცემოდა. 5 მარტს ვმუშაობდი და ვერ გავედი, მოსაწვევებიც გათავდა. ყურები ჩამოვყარე, შემშურდა ბევრის ვინც მოახერხა და მოსაწვევს დაეპატრონა.

ორჰან ფამუქის ლექციაზე მოსაწვევი

თუმცა, საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ 12 მარტს, free uni-ს დიღმის კამპუსში ორჰან ფამუქის ლექციას დავესწარი. ხალხი ბევრი იყო, ყველა ტელეფონით/ციფრულით შეიარაღებული და ორჰან ფამუქს გამოჩენისთანავე სურათების გადაღება დაუწყეს, ფამუქმაც თავისი ფოტოაპარატი ამოიღო და ჩვენ, ხალხს გვიღებდა სურათებს. შემდეგ თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა და გამოგვიცხადა, ახლა უფრო ყურადღებით მომისმენთო. იმ დროის განმავლობაში, როდესაც მე ფამუქს ვუსმენდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – ფამუქი, იმაზე მეტად პოზიტიური და იუმორით აღსავსე ადამიანი ყოფილა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.

ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი

რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, და ბოლოს მივხვდი რომ მისი წიგნები კონკრეტული ადამიანების ისტორიებით კი არ არის საინტერესო, არამედ იმით რასაც ამ ადამიანების მიღმა ყვება, წერს და გადმოსცემს. იმით რაც შინაარსის გარეთაა. არასდროს დამიმალავს, რომ წიგნები შინაარსის გამო მაინტერესებდა, მაინტერესებდა X ადამიანს რა მოუვიდოდა, როდესაც Y მოკვდებოდა და ა.შ. ხოდა, ფამუქის წიგნებში ეს ყველაზე ნაკლებსაინტერესოა. აი მაგალითად, უმანკოებს მუზეუმის წაკითხვის შემდეგ ორი ემოცია დამრჩა:
I. შინაარსი იყო ძალიან უინტერესო, ბანალური და ჩვეულებრივი სასიყვარულო რომანი;
II. უმანკოების მუზეუმით გავიცანი სტამბული, კითხვის დროს წარმოვიდგენდი როგორ დავბოდიალობდი ბეიოღლუზე, წვრილ თუ განიერ ქუჩებზე, წარმოვიდგენდი როგორ ვიჯექი ზღვის პირას და ვუყურებდი გემებს. უმანკოების მუზეუმმა სტამბული შემაყვარა და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე შარშან სტამბულში ვიყავი.  სწორედ უმანკოების მუზეუმზე დავატოვინე ავტოგრაფი, წიგნზე რომელიც სტამბულში, მუზეუმშია ნამყოფი🙂

ავტოგრაფი

ავტოგრაფი

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული და საინტერესო კვირა იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კვირა მეგობრებით დასრულდა ♥

P.S უმანკოების მუზეუმი ჩემი პირველი ავტოგრაფიანი წიგნია და ძალიან გამიხარდება თუ სხვა წიგნებზეც გაჩნდება ავტოგრაფები ^_^

8 thoughts on “ავტოგრაფიანი პირველი წიგნი

  1. თაკოს ბლოგი

    1. რომელი წიგნი წავიკითხო ფამუქის? მინდა წაკითხვა ყველაზე კარგი რომელი აქვს
    2. საბოლოოდ როგორ იშოვე მოსაწვევი? დ;

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თაკო, ვერ გირჩევ ასე. ყველა წიგნი სხვადასხვა რამეზეა. მხატვრობა თუ გიყვარს მაშინ მე წითელი მქვია, თუ პოლიტიკა + რელიგია გაინტერესებს მაშინ თოვლი. თუ სასიყვარულო რომანები მაშინ უმანკოების მუზეუმი, თუ ადამიანების ურთიერთობები მაშინ მდუმარე სახლი. სხვები მე არ წამიკითხავს ჯერ🙂

      Reply
  2. Pingback: ავტოგრაფიანი პირველი წიგნი - ქართული ბლოგები

  3. Ibi

    მეც ერთი მაქვს, ოღონდ დათო ტურაშვილის ავტოგრაფით😀

    Reply
      1. Ibi

        მე 2 თუ 3 წიგნის გარდა ყველა. ჯინსების თაობა ყველაზე ნაკლებად მიყვარს

  4. LiLaC

    “პირველი ავტოგრაფიანი წიგნი” უფრო სწორია, მგონი..
    (პოსტზე no comment😀 )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თავიდან ეგრე დავარქვი :დ მერე რატომღაც ჩავთვალე რომ ისე უფრო სწორი იყო :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s