შაბათ-კვირა

3 წლის ვიყავი ბაღში რომ მიმიყვანეს. ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ შაბათ-კვირის სიყვარული მახსოვს ძალიან კარგად. პარასკევს ადრე არ მაძინებდნენ, იმიტომ რომ მომდევნო დღე შაბათი იყო და ადრე არ ვიყავი ასადგომი. შაბათს შემეძლო დიდხანს ვყოფილიყავი ლოგინში და შემდეგ დიდხანს ვყოფილიყავი ეზოში. მიყვარდა შაბათ-კვირა და პარასკევს საღამოს იმის შეგრძნება რომ ხვალ შაბათია.

სკოლისთვის კიდევ უფრო ადრე ვდგებოდი. მიუხედავად იმისა რომ 5 წუთის სავალზე მქონდა სკოლა, მაინც 8-საათზე მაღვიძებდა მამაჩემი. მას მიაჩნდა რომ დილის საუზმე უმნიშვნელოვანესი იყო მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის. მერე გავიზარდე, და უკვე თავად ვწყვეტდი საუზმე მინდოდა თუ არა. რა თქმა უნდა არ მინდოდა, ის დრო რაც ჭამაში უნდა დამეხარჯა მერჩივნა მძინებოდა. შესაბამისად ჩემი ძილის დრო ნახევარი საათით გაიზარდა. 12 წელი ვდგებოდი 9-ის ნახევარზე და ყოველი ჩემი ადგომა ტანჯვა-წამებასთან და ბუზღუნთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის ველოდებოდი პარასკევი საღამოს შეგრძნებას, ყოველთვის მოწიწებით ვეტრფოდი შაბათ-კვირას. ორ დღეს, როდესაც შემეძლო გამღვიძებოდა მაშინ, როდესაც მომინდებოდა, და არა მაშინ როდესაც მაღვიძარა დარეკავდა. მიყვარდა შაბათ-კვირა.

მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე და შაბათი დღის სიამტკბილობაც ეგრევე გაქრა. არ მახსოვს სემესტრი, რომ შაბათს სემინარი არ მქონოდა. თან, ძირითადად დილაობით. მერე კვირა დღის სიყვარული დავიწყე. მაგრამ, მიუხედავად მაგისა შაბათ-კვირა მაინც ყველაზე დიდ სიყვარულად რჩებოდა.

ეხლა, ამ საღამოს, მიმაჩნია რომ მთელი ჩემი სიყვარული შაბათ-კვირისადმი იყო მოჩვენებითი. მიმაჩნია, რომ ის, რასაც მაშინ ვგრძნობდი და განვიცდიდი უბრალოდ მირაჟი იყო. მე მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაა შევიყვარე ეს ორი დღე ნამდვილი, წრფელი და უანგარო სიყვარულით. მიყვარს ეს დღეები, იმიტომ რომ სრულიად უსაქმური ვხდები, იმიტომ რომ ამ დღეებს მხოლოდ საკუთარ თავს ვუთმობ, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვასა და საკუთარი თავის გართობაში ვატარებ.

One thought on “შაბათ-კვირა

  1. Pingback: შაბათ-კვირა - ქართული ბლოგები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s