To me you are perfect

ტელეფონი წელიწადნახევრის წინ ვიყიდე, თუმცა მხოლოდ გუშინ გავისიგრძეგანე, რომ ძალიან ჭედავს. ფიქრობს დიდხანს, ხან საერთოდ არაფერზე არ რეაგირებს. ვიწექი და ვფიქრობდი, ახალი ვიყიდო თუ ბოლომდე გამოვცადო ჩემი ნერვები-მეთქი. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი facebook-ზე სხვადასხვა გვერდებს ჩამოვუარე, იქნება იყოს რამე ისეთი რაც თვალს მომჭრის და საბოლოოდ გადამაწყვეტინებს მობილურის შეცვლას-მეთქი.

ასე და ამგვარად LG-ის ფეისბუქ გვერდზე აღმოვჩნდი, სადაც საინტერესო ფოტო კონკურსი დამხვდა.

LG_G2_in_hand

 

წესები მარტივია:

✔competitionlg@post.com – ზე უნდა გაგზავნოთ ფოტო, რომელიც უკეთ ასახავს LG G2 ის სლოგანს  “To me You Are Perfect” ( ჩემთვის შენ სრულყოფილი ხარ).

✔ფოტოზე შეიძლება იყოს ასახული ნებისმიერი რამ, მთავარია პასუხობდე სლოგანს To me you are perfect. თუ თქვენთვის სრულყოფილი რომელიმე წიგნია, შეგიძლიათ გაუგზავნოთ იმ წიგნის ფოტო, რომელსაც სრულყოფილად მიიჩნევთ🙂 თუ თქვენთვის რომელიმე X ადამიანია სრულყოფილი, მისი ფოტოს გაგზავნაც შეგიძლიათ ^_^

✔კონკურსი ორი ტურისგან შედგება. პირველ ტურში საჭიროა ლაიქების მოგროვება. ხოლო მეორე ტურში ერთ ფოტოს ჟიური აარჩევს, ხოლო ორი ლაიქებით გამოვლინდება.

პრიზები გადასარევია ^_^ სწორედ პრიზების გამო დავინტერესდი ამ კონკურსით🙂

ე.ი 1 ადგილი: LG G2 32GB
2 ადგილი LG G2 16 GB
3 ადგილი LG G PRO Lite

ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რა არის ჩემთვის სრულყოფილი?
თქვენ რის ფოტოს გააგზავნიდით?

პ.ს ფოტოების მიღება 10 დღეს გაგრძელდება, ასე რომ დიდხანს ნუ იფიქრებთ ♥

14 thoughts on “To me you are perfect

      1. LiLaC

        like-ების კონკურსი რომ არ იყოს, გადავიღებდი ))

      2. LiLaC

        არა, აი, შენ მოგაწოდე იდეა და არც მე დაგზარდები ერთ ლაქის😀

      1. redheaded-creep

        ნამდვილად შეიძლება ადამიანის სურათიც იყოს? იქ ვერსად წავიკითხე?:/

      2. siyvarulovna Post author

        მთავარია სლოგანს პასუხებდეს. და ვინაიდან წესებში შეზღუდვა არ არის, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რომ შეიძლება. თუმცა, ფეიჯზე იკითხე, უფრო კომპეტენტური პირი გიპასუხებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s