კვირის სიკეთეები

დავიღალე იმით, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ყველაფერს ბექგრაუნდად გასდევს ჩემი ფიქრები რომ სამეცადინო მაქვს, რომ ერთი თვე გავიდა რაც სწავლა დაიწყო და მე არც წიგნი გადამიშლია, არც ვორდის ფაილი გამიხსნია და არც რომელიმე ქეისისთვის გადამივლია თვალი, ვობშემ, უარესი, არც ლექციებზე დავდივარ.
დავიღალე სწავლით😦 უფრო სწორად, საინტერესო საგნებს რომ უინტერესო ლექტორები მიკითხავენ მაგით დავიღალე. ერთი შეხედვით ძალიან საინტერესო საგანი რომაა, სილაბუსიც რომ მოგწონს, მაგრამ ლექციაზე რომ გეყვინთება რას ჰგავს ეგ საქციელი? -_- ხომ შეიძლება რომ რამე შეცვალონ ლექტორებმა, მონოტონური აღარ იყოს ლექცია, ცოტა სხვა სტილში წარმართონ ყველაფერი.
არა, ყველგან ერთი და იგივეა, 10 წუთით დაგვიანება, პროექტორის ძლივს ჩართვა, პრეზენტაციის გახსნა და 2 საათიანი მონოტონური და აუტანელი საუბარი იმაზე, რაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს წესით და რიგით.

დღეს კვირაა, და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში პირველი კვირაა როცა სახლიდან ფეხი არ გამიდგამს. როცა 2 საათამდე ლოგინში ვიწექი და ვკითხულობდი, როცა ხალათი არ გამიხდია და როცა არაფერზე ვფიქრობდი.

განვლილი კვირის სიკეთეები:

#1 ბლოკნოტი ^_^ ჩემთვის რიგით 23-ე ბლოკნოტი, რომელივ ნიკამ ჩამომიტანა და რომელიც ძალიან სათნო და კუსკუსაა❤

1969309_632218173494670_851783454_n

#2 მეფეთა ჯახი.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ გეიმ ოფ თრონსმა ჩემი მეგობრის უმეტესობა ჩაითრია. სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, მეზარება ხოლმე და ამიტომ არც ყურადღება მიმიქცევია და მასობრივ აღტაცებასაც არ ავყევი. მაგრამ, როდესაც გავიგე რომ GOT-ის პირველი წიგნი თარგმნეს, მაინც დავნებდი და თვალი წიგნისკენ მაინც გამექცა. ვიყიდე, წავიკითხე, მერე პირველ სეზონსაც ვუყურე და აგერ უკვე ერთი წელია (თუ სწორად მახოვს) ველოდებოდი გოთ-ის მეორე წიგნის პირველი ნაწილის თარგმნას, რომელსაც როგორც იქნა დაადგა საშველი❤ რა თქმა უნდა ეგრევე ვიყიდე :>

1525245_685900721470611_790164720_n

4 thoughts on “კვირის სიკეთეები

    1. siyvarulovna Post author

      ინგლისურად როგორაა არ ვიცი:/ ანუ, არასდროს დავინტერესებულვარ😀 აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერ წავიკითხავდი და :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s