aray tomorrow და მოტყუებული მომხმარებელი

მოგეხსენებათ ადრე თუ გვიან ყველაფერი ძველდება და გამოცვლას/შეკეთებას/განახლებას საჭიროებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. ის, რაც 5-10 წლის კარგი და გამოსადეგარი იყო დღეს უკვე “ფორმაში” აღარ არის.

სამზარეულოში რამდენიმე წლის წინ ნაყიდი გაზქურა გვიდგას და მე და დედამ გადავწყვიტეთ, რომ დროა გამოვცვალოთ. შუადღისკენ დედამ დამირეკა, არაი თუმოროუში 50% ფასდაკლება ყოფილა საღამოს 6 საათის შემდეგ და შევიაროთ, ვიყიდოთ და განვაახლოთ სამზარეულოო. დავთანხმდი.

7-ის ნახევარი იქნებოდა თამარ მეფის გამზირზე არსებულ არაი თუმოროუს მაღაზიის კართან რიგში რომ ვიდექით. აქეთ-იქიდან ხალხის ჩურჩულს ვუგდებდი ყურს. ზოგს მიქსერის ყიდვა უნდოდა, ზოგს მაცივრის გამოცვლა, ზოგსაც უბრალოდ სიტუაცია აინტერესებდა. თუმცა, ყველა ერთად გამოთქვამდა ეჭვს, რომ ესეც მორიგი “აფიორა” იქნებოდა და რეალურად არათუ 50%-იანი ფასდაკლება, არამედ საერთოდ არანაირი ფასდაკლება არ იქნებოდა.

photo350x272

წითელ ხალიჩას როგორც იქნა მოვწყდით და მაღაზიაშიც შევედით. ასე თუ ისე რაღაცები დავათვალიეთ, თუმცა, ამ თვალიერება-თვალიერებაში აღმოვაჩინეთ რომ 50%-იანი ფასდაკლება რეალურად არანაირი ფასდაკლება არ ყოფილა. ფასები იგივე იყო. როგორც ხდება ხოლმე, უბრალოდ გასწვრივ “ღამის ფასი” ეწერა, ის რაც იდეაში 50%-ით უკვე დაკლებული იყო. ვინაიდან და რადგანაც დიდი ხანია ვგეგმავთ გაზქურის შეძენას მაღაზიებში არსებული ფასი კარგად ვიცოდით და მალევე მივხვდით რომ იმ მოტყუებულებს შორის შევდიოდით, რომლებიც ისევ გარეთ, წითელ ხალიჩაზე იცდიდნენ და ეგონათ, რომ ფასდაკლებით მაინც იყიდდნენ სასურველ ნივთს.

ხელცარიელები დავბრუნდით. არ გამკვირვებია. თუმცა, მაშინვე გამახსენდა მომხმარებელთა შესახებ კანონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. დღეს იმ კანონს, რომ ეარსება, მსგავსი რეკლამა უბრალოდ არაკანონიერად ჩაითვლებოდა და არაი თუმოროუს სერიოზულ პრობლემებს მოუტანდა.

ევრო დირექტივის მიხედვით “კომერციული პრაქტიკა ითვლება შეცდომაში შემყვანად თუ ის შეიცავს არასწორ ინფორმაციას და ამდენად მცდარია ან ყველა შემთხვევაში, საერთო შეფასებით, ატყუებს ან შესაძლოა მოატყუოს ჩვეულებრივი მომხმარებელი და აიძულებს ან შესაძლოა აიძულოს მას ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც მომხმარებელი სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა”.

აღნიშნული დირექტივის მიხედვით არაი თუმოროუს რეკლამა, რომელიც ტელევიზიით გადიოდა და იუწყებოდა, რომ დღეს, საღამოს 6 საათის შემდეგ ყველა არსებულ პროდუქტზე 50%-იანი ფასდაკლება იქნებოდა არის შეცდომაში შემყვანი რეკლამა. ამ რეკლამის საშუალებით 10-დან 1 მომხმარებელი ნამდვილად დაიჯერებდა რომ ფასდაკლება რეალურია, მივიდოდა და იყიდდა ნივთს. რომ არა ეს რეკლამა მომხმარებელი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და არც ხელშეკრულებას დადებდა მაღაზიასთან. ის ვინც დღეს რაიმე ნივთი შეიძინა მაღაზიაში და ეგონა რომ 50% დაზოგა თანხის უბრალოდ მოტყუებული დარჩა.

თუმცა, ჩვენთან არც ევრო დირექტივები მოქმედებს და აღარც მომხმარებელთა შესახებ კანონი გვაქვს. მომხმარებლებს არავინ და არაფერი არ იცავს, რაც წინაპირობაა იმისი რომ მაღაზიები უტიფრად ატყუებენ კლიენტებს და აიძულებენ დადონ ისეთი ხელშეკრულებები რასაც სხვა სიტუაციაში არ დადებდა.

საინტერესოა, რა შეიძლება გაკეთდეს არაი თუმოროუს საწინააღმდეგოდ?

6 thoughts on “aray tomorrow და მოტყუებული მომხმარებელი

  1. polemos0108

    რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს არაის აფერისტობის შესახებ. თუ კლიენტს ეცოდინება, რომ კომპანია იტყუება ალბათ იქ სხვა დროსაც აღარ შევა.

    Reply
  2. Gia Tsertsvadze

    მუხლი 201. ყალბი რეკლამა
    რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
    ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

    სურვილის შემთხვევაში არაისაც და ნებისმიერ სხვა აფერისტსაც აზღვევინებ ადამიანი, უბრალოდ მოსახლეობა მაგარი ინდეფერენტულია ასეთი საკითხებისადმი.

    Reply
  3. ani

    ერთადერთი არ ხართ, მინდა გითხრა🙂
    მეც აღმოვჩნდი დაახლ. 1 წლის წინ თქვენს სიტუაციაში. ახალი ბინისთვის ტექნიკას ვეძებდი და დედამ დამირეკა, ამ წუთას მომივიდა სარეკლამო სმს არაიში 50%-მდე ფასდაკლება ყოფილა და მიდი აუცილებლად, სანამ სულ არ გაყიდულაო. 50%მდე რას ნიშნავს კი იცით, მაგრამ 50 თუ არა, რაიმე სახის ფასდაკლება ხომ მაინც იქნება და ესეც შეღავათია-თქო და წავედი.
    მთლად 50% ფასდაკელბა არა, მაგრამ 1200 ლარიანი მაცივარი 1100 ლარი ღირდა :))))))
    მის შემდეგ, ამ მაღაზიას ახლოსაც არ ვეკარები!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s