X ფაქტორი, ჟიურის წევრები და მონაწილეები

X ფაქტორის დაწყებისთანავე ფეისბუქზე უკმაყოფილო შეძახილები მომრავლდა. უმრავლესობა ჟიურს აძაგებდა, განსაკუთრებით გიორგი გაბუნიას. ფაქტობრივად, სწორედ ეს უკმაყოფილება გახდა იმის საფუძველი, რომ აღნიშნული პროექტის ყურება დამეწყო, ოღონდ იუთუბზე.

  • ჟიური

ჟიურიში 4 კაცი ზის, სტეფანე, სოფო, თამთა და გიორგი. პირველი უკმაყოფილების ტალღა სტეფანეს ხვდა წილად. ამან ვინ უნდა შეაფასოს თვითონ საშინელი მომღერალიაო. პროექტი რომ დაიწყო ყველა თამთაზე გადაერთო და უცბად ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც თამთას აქებდა და ამბობდა რომ ეს გოგო გადასარევიაო. ალბათ იმიტომ რომ საბერძნეთში მოღვაწეობს. ჩვენთან ხომ მასეა, თუ ვინმე საქართველოში მოღვაწეობს ცუდია, თუ ვინმე საზღვარგარეთაა კარგი. არ ვამბობ, რომ თამთა ცუდია, მაგრამ ეგ ტენდეცია რომ შეიმჩნევა ვფიქრობ რომ უდაოა.
პირველი გადაცემის გასვლის შემდეგ ფეისბუქზე ძალიან ბევრი ფეიჯი და უკმაყოფილება გაჩნდა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურია, ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებს და ა.შ. რთულია შეეწინააღმდეგო. გიორგი ხშირად უსვამს ხაზსს ადამიანების ისეთ ნაკლოვანებას რომელიც იდეაში X ფაქტორის ყურებისას და ადამიანის მოსმენისას არ უნდა შეიმჩნიო. გარდა ამისა მისი კომენტარები დამამცირებელია და ძირითადად ხაზს ადამიანის გარეგნობას უსვამს, რაც ალბათ დამეთანხმებით, არაეთიკურია. თუმცა, დარბაზში მჯდომი ხალხი კი ხალისობს.

10271510_233027473572676_8004681038323655521_n
რაღა დაგიმალოთ და სტეფანეს და გიორგის კინკლაობა ძალიან მახალისებს. წარმოიგინეთ პროექტში მხოლოდ შემდეგი კომენტარები, რომ ყოფილიყო: “იცით, თქვენ ნამდვილად გაქვთ X ფაქტორი და შემდეგ ტურში გელოდებით”, “იცით, თქვენ ვერ მღერით და ვერ გადახვედით შემდეგ ტურში”… ხომ იქნებოდა მოსაწყენი? იქნებოდა. ჩემთვის ყოველშემთხვევაში იქნებოდა.
პროექტის ყურებისას მხოლოდ მონაწილეებს არ ვაქცევ ყურადღებას, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ უშუალოდ შოუს კეთების პროცესს, წამყვანებს და მათ ურთიერთობას, კომენტარებს და ა.შ.
დავუშვათ რომ გაბუნიას სწერვობა თითიდან გამოწოვილი და დადგმულია, დავუშვათ, რომ სტეფანეს და გაბუნიას წინასწარ ეუბნებიან რატომ და რა თემაზე უნდა იკინკლაონ, მერე რა ?! შოუა! და იმჰო, რუსთავი2-ს ეხერხება შოუს კეთება!
რატომღაც ძალიან ჩაგრავენ სოფოს. არც კარგს ამბობენ, არც ცუდს და საერთოდ, მგონია რომ ხალხი ვერ ამჩნევს. აბა როგორ უნდა შეამჩნიო სწერვა გიორგის, უგემოვნო სტეფანეს და ულამაზესი თამთას გვერდზე ადამიანი რომელიც “დაჟე” საზღვარგარეთაც არ მოღვაწეობს! არადა მე მომწონს სოფო, ლამაზია, სმენა აქვს, გემოვნებიანია, ადეკვატურად აფასებს მონაწილეებს და ა.შ

ამ ოთხის გარდა არიან თანაწამყვანები გეგა და ია. სიმართლე გითხრათ, იას შოუში ჩართვა და მისი თანაწამყვანად დანიშნვნა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. არაფერს არ ამბობს, არაფერს არ აკეთებს და უბრალოდ გეგას გვერდზე დგას.
გეგა მომწონს, ძალიან. ერთადერთია რომლის ნახვაც არასდროს მომბეზრდება პროექტებში 🙂

10154409_233041113571312_8119894169760214480_n

  • მონაწილეები

ბლოგზე 4 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არა ერთხელ აღმიშნავს, რომ მუსიკასთან მწყრალად ვარ. სმენა არ მაქვს, არც ხმა და საერთოდ, მე და მუსიკა ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მხოლოდ სარბენ ბილიკზე. სწორედ ამიტომ ფეისბუქზე სტატუსებს, რომ არც-ერთი მონაწილე არ ვარგა, ვაიგნორებ ხოლმე. მე ჩემი გემოვნება მაქვს მეგობრებო და შეიძლება თქვენსავით ვერ აღვიქვამ ამა თუ იმ ადამიანის კარგ ან ცუდ ნამღერს, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია ვისაც აქვს სმენა, ხმა და შანსი გახდეს კარგი მომღერალი. უმეტესობა მათგანს პროფესიონალებთან სჭირდებათ სამუშაოები, რომ დაიხვეწნონ და გახდნენ სცენისთვის შესაფერისები. მაგრამ, მონაწილეებზე წერიას ერთი მონაწილე მინდა გამოვყო – გიორგი ქისტაური.

გიორგის დიდი ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან ძერსკობა რომ უნდოდა 🙂 ფრენდებში მყავს და შესაბამისად ყოველთვის ვადევნებდი თვალს ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად ლანძღავდნენ გიორგის და უპერსპექტივო ადამიანს ეძახდნენ. X ფაქტორის სცენაზე გამოჩენისას, პირველი სტატუსი რომელიც გიორგიზე შემხვდა იყო ის, რომ ამიერიდან ვწყვეტ შენს დაცინვას და ვაღიარებ შენს მონაცემებსო (როგორც ჩანს ავტორმა წაშალა ეს სტატუსი, იმიტომ რომ ვეძებდი და ვეღარ ვიპოვე რომ დამესქრინა :/ ). ხოდა, მეგობრებო, ეს სტატუსი სხვა თუ არაფერი, იმის კარგი მაგალითია როგორ შეიძლება შეიცვალოს რიგითი მოკვდავის დამოკიდებულება კონკრეტული პირის მიმართ გარკვეულ პროექტში მონაწილეობის შემდეგ.
თანაც, X ფაქტორის მსგავსი პროექტები არის უდიდესი შანსი, რომ აღმოაჩინო ვარსკვლავები! თუმცა, რამდენად აქვთ გასაქანი საქართველოში ეგ უკვე ცალკე საკითხია.
ვფიქრობ, მეთანხმებით, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, რომლებსაც ეხერხებათ სიმღერა და რომლებსაც მსუბუქი მუჯლუგუნი სჭირდებათ, რომ ცაზე ვარსკვლავებს შეეთამაშნონ 🙂

61362_202788603263230_984276830_n

გუშინ პირველი ტური დასრულდა და საბოლოო მონაწილეები შეირჩნენ. 200 კონკურსანტიდან მეორე ეტაპისთვის მხოლოდ 40 შეირჩა. 10 მონაწილე გოგოების კატეგორიიდან, 10 – ბიჭების კატეგორიიდან, 10- მომღერალი 25 წელს ზემოთ და ათიც მუსიკალური ჯგუფი.  გუშინ ფეისბუქზე სტატუსს მოვკარი თვალი, რომელიც იუწყებოდა რომ გაუგებარია როგორ აარჩიეს 40 მონაწილეო. მარტივია – აარჩიეს ისინი, რომლებიც საუკეთესოები იყვნენ. თქვენც იცით და მეც, რომ 200 გადასულიდან ბევრი სცენისთვის შესაფერისი მონაცემების მქონე არ იყო. ალბათ რთული იქნებოდა ეთერში 40 მონაწილის შერჩევის პროცესის სრული ჩვენება.
თუმცა, ჩემთვის პირადად გაუგებარი აღმოჩნდა რა პრინციპით გადაანაწილეს მენტორები. რატომ ხვდა თამთას 25 წელს ზემოთ ადამიანები, გოგოებს სტეფანე და ბიჭებს გიორგი?! ერთადერთი სწორი მენტორი მგონი სოფოა. სოფო თავად არის ბენდის მონაწილე, იცის პატარ-ატარა ნიუანსები, რაც მუსიკალურ ჯგუფებს სჭირდებათ და იმჰო, ძალიან კარგი მენტორიც იქნება.
მე რატომღაც მეგონა, რომ გოგოებთან გიორგი იქნებოდა, ბიჭებთან თამთა და 25 წელს ზემოთ მომღერლებს სტეფანე დარჩებოდათ 🙂
თუმცა, მენტორების ასეთი გადანაწილება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შოუს. სტეფანეს არ გაუჭირდება გოგოებთან ურთიერთობა. მაგრამ ძალიან საინტერესოა როგორ გაართმევს გიორგი თავს თავის დავალებას და რამდენად გაუადვილდება თამთას 25 წელს ზემოთ ასაკის მომღერლებთან ურთიერთობა.
ძალიან მაინტერესებს როგორ გააგრძელებენ ჟიურის წევრები მენტორობას, ვინ დარჩება კონკურსში და იქნებიან თუ არა ღირსეულები შერჩეული მონაწილეები!

P.s მე ვიცი ვისაც უნდა ვუგულშემატკივრო, თქვენ?

 

21 thoughts on “X ფაქტორი, ჟიურის წევრები და მონაწილეები

  1. spleet

    მომეწონა პოსტი და ჩემს აზრსაც დავაფიქრსირებ იმიტომ რომ მომწონს მე ეგ პროექტი და მისი ბრიტანული ვერსია ხომ საერთოდ. მოკლედ, გიორგი გაბუნია მარტივად რომ ვთქვათ ხალხს ამცირებს და ჩემთვის უსიამოვნოა ამის ეთერში ყურება. სტეფანეზე ამ პროექტის შემდეგ შემეცვალა წარმოდგენა დადებითისკენ. თამთა და სოფო მშვენიერი ვინმეები არიან, ამ პროექტის ორი საუკეთესო ნაწილი 🙂 ჩემი აზრით, გეგა უნდა ყოფილყო ჟიურიში გიორგის ნაცვლად, ხშირად ის უფრო კარგ კომენტარებს აკეთებს ვიდრე თვითონ ჟიური. იას გახსნა უჭირს.
    არც მე მომეწონა კატეგორიების გადანაწილება და დაგეთანხმები, რომ სოფოს სწორად შეხვდა ჯგუფები.
    არის რამდენიმე დეტალი რომლის არ გათვალისწინების გამო პროექტი ისეთვივე კარგი ვერააა როგორიც მისი ბრიტაული და ამერიკული ვერსიები, თუმცა საქართველოს მაშტაბისთვის რ2-მა ყველაფერის მშვენივრად განხორციელება შეძლო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რუსთავი 2-ს ეხერხება შოუს კეთება, რაც მართალია მართალია ^_^
      გეგა ძალიან მომწონს, გონებამახვილი და იუმორის გრძნობით აღსავსეა. ისეთ კომენტარებს აკეთებს რომ ადამიანებს არ ამცირებს რასაც ვერ ვიტყვით გიორგი გაბუნიაზე. თუმცა, შეხედე ეხლა სხვა თვალით. გიორგი გაბუნიას ყველა რეპლიკა ძალიან დიდ ჟრიამულს იწვევს დარბაზში, ხალხი ერთობა, იცინის და უყვარდებათ გიორგი. მასაზეა გათვლილი მისი ხუმრობები. თუმცა, იგივე მასა ვერ ხვდება რომ მსგავსი დაცინვები სულ აღარ გაუსწორდებათ როდესაც მათ ეტყვიან იგივე რამეს.

      საერთო ჟამში მე მომწონს პროექტი ^_^ და შემდეგ ორშაბათს ველოდები.

      Reply
      1. spleet

        მეც ველოდები და ბიჭებში და გოგოებში უკვე მყავს ფავორიტები 🙂 დანარჩენ კატეგორიას ორშაბათს გადავხედავ 🙂

  2. Administrator

    გაბუნიას კომენტარებს მგონი კომენტარი არც უნდა. სტეფანე უფრო კორექტული და ნაკლებად გამაღიზიანებელია. გოგოებში თამთაზე რომ ატყდა ამბავი… თამთა გოდუაძე ვითომ პატიოსანი (ამ ჩემს ფეხებს თუ არც არის 😀 ) ეს ცალკე ონლაინ შოუ გამოვიდა :დ რომელმაც თავის მხრივ ხ ფაქტორიც გაარეკლამა :)) დანარჩენზე ნელთბილად ვარ და რაც შეეხება ვარსკვლავებს… საქართველო ვერასოდეს შექმნის შოუდან ვარსკვლავებს იმ უბრალო ფაქტის გამო რომ აქ გასაქანი არ არის. ბაზარი არ არის. და ძალიან უგემოვნო ან პეროიანი მსმენელია უმეტესობა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ის რომ გასაქანი არ აქვთ არ ნიშნავს რომ არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ შანსი იყვნენ ვარსკვლავები.
      აღნიშნული პროექტები უბრალოდ გვეხმარება ამ ვარსკვლავების აღმოჩენაში, თუმცა განვიტარების პერსპექტივა აქ უკვე აღარ აქვთ. ლუკა აიღე, საქართველოს ვარსკვლავის, უდაო ვარსკვლავია! და რომ არა პროექტი მის შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა.

      Reply
  3. Administrator

    ნიჭიერი ადამიანი იმდენი გვყავს იცოცხლე… მაგრამ (1) უნარიანები არ არიან, ანუ როგორ გაყიდონ თავიანთი ნიჭი არ იციან და (2) სანამ მარშუტკებში არ დაიდარდოსა და რუსულ პაპსა მუსიკას მოუსმენენ, არც არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ აქ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ძალიან სამწუხაროა, რომ უბრალოდ უნდა დაიკარგნონ ასეთი ადამიანები :/

      Reply
  4. redheaded-creep

    ჩემთბის გიორგი გაბუნია ძალიან გამაღიზიანებელია, სტეფანე როგორც მომღერალი ვერაა საუკეთესო, მაგარამ კარგი მასწავლებელია, თამთა საყვარელია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სოფო მომწონს, გემოვნებიანი, ლამაზი და საერთოდ კარგი მუსიკოსი და შემფასებელია. კონკურსანტებს რაც შეეხება, ბევრი მომეწონა, ამიტომ ჯერ ერთი ფავორიტი არ მყავს, გიორგი ქისტაური არ მიმაჩნია უძლიერეს კონურსანტად, მაგრამ მგონი ბევრი შეუძლია, მის ვიდეოებზე ყოველთვის ვხალისობდი, ერთი სიტყვის კარგი ბავშვია. აი მარიამ კახელიშვილი რომ ისევ ასეთი პროექთით ცდილობს წარმატების მიღწევას არ მომწონს. მისი ბრალი კი არაა, სამწუხაროდ საქართველოში სხვა გასაქანია არაა, მაგრამ მაინც მგონია რომ აქ აღარ უნდა მოსულიყო. :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გიორგი ქისტაურზე ბეეევრად კარგი მომღერლებიც გამოვიდნენ მანდ 🙂 ასე რომ მე მას არ ვგულშემატკივრობ 🙂 კახელიშვილი არ მომოწნს, კარგი ხმა, აქვს, ძალიან ძლიერი მომღერალია, მაგრამ, რასაც ვუყურებ და ა.შ როგორც ადამიანი არ მომწონს + ამას, ნიჭიერის მერე თუ ვერაფერს მიაღწია ევროვიზიის და საშინელი სიმღერის გარდა, ვერც ეხლა მიაღწევს.

      Reply
      1. redheaded-creep

        დაახლოებით მაგის თქმა მინდოდა :დ ოღონდ გარეგნობას და ადამიანობას არ ვეხები ხოლმე, როგორიც უნდა ისეთი იყოს, მე ალბათ უფრო ჟანრობრივად არ მომწონს მისი ნამღერი, ვერც ინდივიდუალიზმს ვხედავ…

  5. Annie

    კარგი სტატიაა ნამდვილად,გეთანხმები ყველაფერში 🙂
    ყოჩაღ !

    Reply
  6. თეო თეო

    piradad chemi cudi damokidebuleba proeqtis mimart gamoiwvia iman rom gadasuli bavshvebi ar achvenes romlebsac vityvi rom imatze bevrad kargi monacemebi hqondat vidre vinc ateulshi moxvda )))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თეო, მათი ნახვის შესაძლებლობა ორშაბათს მოგვეცემა. თუმცა გეთანხმები, ნამვილად საინტერესო იყო ვინ გადაიყვანეს.

      Reply
  7. karamelka

    გეგაც დიდს ვერაფერს აკეთებს, ბევრად ჯობდა ნიჭიერის ჟიურიში როცა იჯდა (ხო მანდ იყო?) . გეგას და იას დუეტი ვერ შედგა რა, რაც უნდა კარგი იყოს წამყვანი ცალკე, შეიძლება წყვილში ვერ იმუშაოს და ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა პროექტმა (ბევრი მაგალითი გვქონდა ასეთი წამყავნების).

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იამ ვერ აუწყო ფეხი თორემ იმჰო, გეგა მშვენივრად იმუშავებდა დუეტში. ყველაზე მაგრები მაინც ვანო და თიკა არიან ❤

      Reply
      1. karamelka

        კიი, ვანოს და თიკას ვერავინ შეცვლის მგონი :დ

  8. tekliko123

    absoliturad dagetanxmebi imashi, rom giorgi gabunia, gegastan shedarebit, xalxs amcirebs da tavisi “gamonatqvamebit” mat sheuracxyofas ayenebs. dzalian momwons sofo da tamta, romlebic dzalian adekvaturi , lamazi, da rac mtavaria, tavisi saqmis profesionalia, rasac aseve vityvi tamtaze. stefanes kide araushavs, rac aris, aris. rac sheexeba monawileebs, dagetanxmebi, rom ramdenime iseti gadaiyvanes, romlebic ar imsaxurebdnen. rac sheexeba wamyvanebs, aqac dagetanxmebi, rom ia ar unda yofiliyo wamyvani, radgan titqmis chumad aris da xmas ar igebs. gega ki, ra tqma unda, mayurebels arasdros ar mobezrdeba, radgan aris koreqtuli,adekvaturi, aqvs iumoris grdznoba da ambobs imas rasac fiqrobs. xolo rac sheexeba mentorebs, me vfiqrob, rom stefanes da sofos sworad shexvdat kategoriebi, gabunias 25 wels zemot unda shexvedroda, xolo tamtas-bichebi. mtlianobashi sheni statia dzalian momewona da amit vigrdzeni, rom shen nebismier ragacaze tavisuflad shegidzlia chamoayalibo sakutari azri.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s