თბილისიდან შორს

ყაზბეგში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, რამდენიმე დღე გავჩერდით და დილაობით ამოსული მზე ყველაზე ლამაზი იყო!

5 წლის შემდეგ გუშინ ისევ წავედი ყაზბეგში. მართალია წვიმდა, ნისლი იყო და ციოდა, მაგრამ მაინც აღფრთოვანებული ვარ. ზუსტად იგივენაირდ აღვფრთოვანდი როგორც 5 წლის წინ. როგორც 5 წლის წინ ვიდექი გერგეთზე და ვიყურებოდი დაბლა და აღტაცებას ვერ გამოვხატავდი ზუსტად ეგრე ვიყავი გუშინაც. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. როგორ უნდა გადმოსცე ფოტოებით ის ყველაფერი, რაც იქ ხდება და ის გარემო და ის სიმშვიდე არ მესმის.

1901443_649510311765456_733167183388226131_n

ლამაზია იქაურობა, სიმშვიდეა და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გაექცე ყოველდღიურობას.
თუმცა, მე როგორც თბილისის აურზაურს მიჩვეული ადამიანი იქ დიდხანს ვერ ვიცხოვრებდი, 1 კვირის მერე ის მთები და მყინვარიც და სილამაზეც მომბეზრდებოდა და დეპრესიას ამკიდებდა -_-

ხოდა, რაღაც მომენტში მიხარია, რომ საქართველო პატარაა, რომ ორიოდე საათში შეგიძლია ყაზბეგში წახვიდე და უბრალოდ დაისვენო და განიტვირთო.

P.S არ მესმის ადამიანების, რომლებიც იძახიან რომ ჩვენ ბუნება არ გვაქვს.

P.P.S გუშინდელი ტური ყაზბეგში დისქავერ ჯორჯიას ორგანიზებით განხორციელდა და მომავალშიც ძალიან ბევრ და საინტერესო ტურებს გეგმავენ. ასე რომ არ გამოგრჩეთ ^_^

6 thoughts on “თბილისიდან შორს

  1. თამო=))

    საერთოდ მთაში დასვენებას ზღვაზე მირჩევნია, მაგრამ აი ყაზბეგზე რა მემართება, ვერ აღვწერ! პირველად ისეთი პატარა წამიყვანეს, რომ ბუნდოვნადაც არ მახსოვს. მეორეჯერ წასვლისასაც პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი დეტალურად მახსოვს! ერთ–ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში!!!❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ამ, მე ვერ გეტყვი რომელი მირჩევნია. ორივეს თავისი ხიბლი აქვს. მთაში ისვენებ, იცლები ყველაფრისგან და ვსო. ზღვაზე დასვენება რასაც ქვია დასვენებით ვერ ისვენებ.
      მე დიდხანს ვერ ვძლებ მთაში. 3-4 დღე, კაი ჯანდაბას 1 კვირა და მერე სულ ცუდ ხასიათზე ვარ და სულ ვწუუწნებ და აუტანელი ვხდები.
      ზღვა კიდევ მიყვარს, ძალიან! შემიძლია 1 თვე ვიყო და ერთი თვის მანძილზე დილიდან საღამომდე სანაპიროზე ვიყო, ვიცურაო, წიგნი ვიკითხო და მზის ჩასვლას ვუყურო.

      Reply
  2. მარი !

    ბუნება ნამდვილად გვაქვს,თუმცა არა საუკეთესო და განუმეორებელი,როგორც პატრიოტები ღაღადებენ . ბევრად უფრო ლამაზი ადგილებია დედამიწაზე ))))
    მე მივდივარ ყაზბეგში 2 დღიან ექსკურსიაზე,კლასთან ერთად ,გამოცდების შემდეგ. ყველა ამბობს,რომ ძალიან კარგი ადგილია,აგერ შენც🙂
    ხოდა იმედია მომეწონება❤

    Reply
  3. MrsMarch

    არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა წასვლა…. ფოტოებს, პოსტებს ან თუნდაც შეფასებებს რომ ვაწყდები კიდევ უფრო მინდება😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და შენ წარმოიდგინე ვერც-ერთი ფოტო და ვერც-ერთი შეფასება ვერ აღწერს იმას რაც სინამდვილეშია❤
      ძალიან ლამაზია იქაურობა, აი ძალიან❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s