თურქეთის და თურქების მიმართ სიძულვილი

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს გვერდით ცხოვრობს X ოჯახი. ეს ოჯახი მუდმივად ცდილობს, რომ შეგავიწროვოთ, ხან ერთი ოთახი წაგართვათ, ხან მეორე. თქვენ არ ნებდებით და იბრძვით საკუთარი სახლის დასაცავად. წართმეულ ოთახს იბრუნებთ, თუმცა დროებით, იმიტომ რომ X ოჯახი ისევ გართმევთ ამ ოთახს. მოკლედ, არ გასვენებთ და სულ თქვენს წვალებაშია. რა თქმა უნდა ეს ოჯახი შეგძულდებათ, დაწყევლით, შეაჩვენებთ, შავ წიგნში შეიტანთ, ანათემას გადასცემთ და ა.შ.
დრო გავა, წლები, ძალიან ბევრი წელი. იმ სახლებში სხვა ადამიანები იცხვორებენ. Xოჯახის  სახლს მათი შთამომავლობა დაიკავებს, შევიწროვებული ოჯახის სახლს სხვა შთამომავლობა და ასე. მაგრამ, X ოჯახის შთამომავლობა აღარ ერჩის მეზობელს. აღარც მისი ტერიტორიების წართმევას ცდილობს, აღარც ოთახი უნდა, აღარც საძინებელი და აღარც სამზარეულო. თავისთვისაა, განაგრძნობს გამრავლებას და კარგად ყოფნას და არ აწუხებს მეზობლებს. ბუნებრივია ამ დროს ოდესღაც შევიწროვებული ოჯახის შთამომავლობა X-ოჯახის მიმართ ზიზღს და სიძულვილს აღარ გრძნობს, იმიტომ რომ არაფერს უშავებს, კიბეებზე გამარჯობას ეუბნება და დილაობით ღიმილითაც კი ხვდება.

ხოდა, თუ ეს ასეთი ბუნებრივია ოჯახების მაგალითზე, მაშინ ვერ გამიგია ქართველების 95%-ს რატომ სძულს თურქები. თურქებზე საუბრისას რატომ იხსენებენ მუდმივად XIV-XV საუკუნეებს, როდესაც ოსმალეთი გვებრძოდა და ცდილობდა ჩვენი ტერიტორიები მიესაკუთრებინა. რატომ საუბრობენ დღევანდელ თურქებზე ისე, თითქოს ისევ ის ხალხია, ვინც ოდესღაც ჩვენს წინაპარს ავიწროვებდა, რატომ ეზიზღებათ და აღიქვამენ მტრად? იდეაში არც გვებრძვის და არც არაფერი, თავისთვის არის. თავისთვის განაგრძობს განვითარებას და დღეს იმ ბინძურმა და სუნიანმა და აყროლებულმა თურქებმა, როგორც უმეტესობა მოიხსენიებს, განვითარების იმ დონეს მიაღწიეს რომელიც ჩვენ არ გვაქვს.
ავტობუსში ბილეთს იღებენ და სხვისი მითითება არ სჭირდებათ, ქუჩები სუფთაა, მუზეუმები, მეტროები და ქუჩები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ადამიანის უფლებებიც კი უფრო მეტადაა დაცული. პროსტა ეხლა გამოერიათ ერთი, რომელიც ცდილობს ეს ყველაფერი წაშალოს, მაგრამ არ გამოსდის.
ამ ყველაფრის ფონზე რატომ ცდილობს ქართველების უმეტესობა რომ ზევიდან შეხედოს ნებისმიერ თურქს? რატომ მიაჩნია თავი უფრო განვითარებულად? რატომ გონია რომ 21-ე საუკუნის თურქი და XV-საუკუნის თურქი ერთი და იგივეა?

გაუგებარია ჩემთვის თურქეთის და თურქების მიმართ სიძულვილი.

 

20 thoughts on “თურქეთის და თურქების მიმართ სიძულვილი

  1. sjinoridze

    ეგ რომ იგრზნო უნდა გქონდეს საკმარისი შეხება, ანუ დღეის მონაცემებით უნდა იმუსაო მათთან და მიხვდები რატომაც…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჯერ ერთი, ის რომ კონკრეტული დამსაქმებელი ცუდია, არ ნიშნავს რომ ზოგადად ხალხი ცუდია.
      და მეორეც, საქართველოშიც ძალიან ბევრი ვიცი ისეთი დამსაქმებელი/კომპანია რომელსაც მონები ჰყავს და არა თანამშრომლები. ასე, რომ ეგ არგუმენტი არ მიიღება.

      Reply
      1. sjinoridze

        შეხება უნდა გქონდეს, რომ გაიგო, ასე ვერ აღწერ. არგუმენტის მიღება არ მიღებაც შენი ნებაა. . . ფაქტია ჯიუტი, მე კი არა. ძალიან მალე მიხხვდები რისი თქმაც მინდა . . .

  2. ქეთოს ბლოგი

    პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ მეზობლების შევიწროვება მხოლოდ მათი ოთახების დაკავებით არ ხდება, უფრო შეურაცხმყოფელი მეთოდებიც არსებობს, მაგ, შენი ოდესღაც “სუნიანი” მეზობლის შთამომავალი გამდიდრდა და იმიტომ რომ შენ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ხარ, გიყენებს და შენი შრომის სანაცვლოდ დღეში 10 ლარის ნაცვლად 5 ლარს გაძლევს, შენც თანახმა ხარ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს, უფრო დრამატიზებაც აღარ მინდა. კონკრეტულად თურქეთის შემთხვევაში კი ჩვენი მეზობელი თავის კულტურას გვახვევს თავს( მე პირადად არ მგონია რომ თურქული სერიალები შემთხვევით მოხვდა ქართულ ტელასივრცეში). ამით თურქების მიმართ სიძულვილისკენ არავის მოვუწოდებ, უბრალოდ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ისე კი მომხრე ვარ ყველა ერის და მათი კულტურის პატივისცემისა, თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა, მათ შორის არც სტუმარ-მასპინძლობა იმის იმედით რომ მის თვალში კაი ტიპები გამოვჩნდებით და საკუთარ ეგოს დავიკმაყოფილებთ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქეთო, სემიძლია უამრავი დამსაქმებელი დაგისახალო საქართველოში რომელიც ასევე არაფრად აგდებს შენს შრომას და მონად ხარ, იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს. ეს არგუმენტი არ მიიღება. და ამ შემთხვევაში დამნაშავე დასაქმებულია, იმიტომ რომ არ იცავს თავის უფლებებს.
      რაც შეეხება კულტურის თავზე მოხვევას, მოდი რა, მაშინ სხვა ქვეყნის სერიალებზე რატომ არ ლაპარაკობთ? მოდით სხვა ქვეყნების ფილმებს ნუ ვნახავთ, მოდით ინტერნეტი გავთიშოთ, მოდი ყველა ცივილიზაცია მოვსპოთ იმიტომ რომ სხვა ქვეყნებიდან მათი კულტურის გაცნობა ხდება!

      Reply
      1. ქეთოს ბლოგი

        მე არ ვამბობ რომ საქართველოში არ ხდება ასე, მაგრამ რასაც შენიანისგან აიტან, შეიძლება სხვისგან ვერ მოითმინო, თუმცა იქ სამუშაოდ წასულები ბევრ შეურაცხყოფას ითმენენ და ბოლოს ეს ნაციის სიძულვილში გადადის. მე პირადად, არც სხვა სერიალების მომხრე ვარ, რაც შეეხება ინტერნეტს, აქ არჩევანის საშუალება გაქვს, რასაც გინდა იმას უყურებ, ტელევიზია კი ძალიან ბევრ ადგილას განტვირთვის ერთადერთი საშუალებაა და იქაც ან სერიალები გადის ან იმით ულაყებენ ტვინს ხალხს ვის როგორი სექსი მოსწონს. არასწორი ინტერპრეტაცია იყო ჩემი სიტყვების, კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ყველა ადამიანი პატივს უნდა სცემდეს ზოგადად მეორე ადამიანს და სხვა ქვეყნის კულტურას, თუმცა არა საკუთარის ხარჯზე. აქვე იმასაც დავამატებ რომ ბათუმიც თურქებითაა სავსე, თუმცა ამ ყველაფერში მე ქართველებს უფრო ვადანაშაულებ, 90-იანების მერე აზრზე ვერ მოვედით, მუდმივად უფლებას ვაძლევთ სხვებს გამოგვიყენონ, ისე კი ყველა პროფესორია და მაინც საკუთარი თავი ვერ გვირჩენია, 25-30 წლის კაცები დედების მიერ თურქეთიდან და საბერძნეთიდან გამოგზავნილი ფულის იმედზე ცხოვრობენ.

      2. siyvarulovna Post author

        ვოტ, მივედით დასკვნამდე რომ პრობლემა ჩვენშია და არა თურქებში, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ რაღაცა და არა თურქებმა, რომ ჩვენი პრობლემის და ჩვენი კულტურის და ჩვენი ქცევის გამო სხვა ერი არ უნდა გვძულდეს.

  3. spleet

    ამ ყველაფრის ფონზე უფრო გაუგებარია, რატომ აქვთ უმეტესობას რუსეთთან მიმართბაში ლოიალური დამოკიდებულება და ამ დროს თურქები სძულთ.
    ლოგიკას ვერ ვხედავ უბრალოდ, თუმცა ერია არაა, რომელიც ქართველს ეყვარება და იტყვის, რომ მოსწონს.

    Reply
  4. ქუჩის მწერალი

    ცუდი შედარებაა, ბინის წართმევისას არავინ მოდის და არ გკლავს და გაუპატიურებს… მაგრამ, მიზეზი ისტორია არაა, უბრალოდ გვძულს თურქები მათი კანის ფერის, ტრადიციებისა და განსხვავებული კულტურის გამო, რომელსაც ქართული ვერ ეგუება. ასევეა თათრების შემთხვევაშიც.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და რახან ვერ ეგუება მაგიტომ უნდა გვძულდეს? თურქეთში ნამყოფი ხარ? და კანის ფერი სხვანაირი აქვთ? აგერ საქართველოში, კახელებიც კი იმერლებზე შავები არიან და მაშინ ისინი რატომ არ გვძულს? კულტურა აქვთ შესაძული? მაინც რატომ? რითი ვართ ჩვენ უკეთესები?

      Reply
      1. ქუჩის მწერალი

        კაცო, მე კი არ მძულს ვინმე :დ მე სულ ფეხებზე მკიდია თურქიც და სომეხიც, მანამ ჩემი უფლებების შეზღუდვას არ დაიწყებენ ჩემსავე ტერიტორიაზე, მაგრამ არის ხალხი, ვისაც აქვს მიზეზი ისინი სძულდეს. მე მხოლოდ ზოგად
        სიტუაციაზე ვთქვი.

      2. siyvarulovna Post author

        ხოდა რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომელიც მთელ ერს შეგაძულებს. შეიძლება გძულდეს კონკრეტული ადამიანი და არა ყველა.

  5. ქეთოს ბლოგი

    იცით რა, ზოგადად ცუდად იყო საკითხი დასმული, არამგონია ქართველებს თურქები სძულდეთ, უბრალოდ რიგი მიზეზების გამო ანტიპათიით ვართ განწყობილი, პირიქით გიჟდებიან თურქეთის კულტურაზე სერიალების სახით. საერთოდ კი ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი მახსენდება ” როცა დამნაშავის ძიებას დაიწყებ, დიდი დრო არ დაგჭირდება თუ სარკეს მოიტან და ჩაიხედავ – იქ იპოვი დამნაშავეს შენი ყველა უბედურებისა”, თუმცა ისიც გავიხსენოთ “რასაც დასთეს იმას მოიმკიო”, რა ვიცი, იქნებ თურქები იმას იმკიან რაც საუკუნეების განმავლობაში თესეს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თურქები რეალურად არაფერს არ იმკიან. ჩვენზე მეტად განვითარებულები არიან, ჩვენზე მეტად ულხინთ და ა.შ🙂

      Reply
  6. przysiad ze sztanga

    Hello there, I discovered your blog via Google whilst looking for a comparable matter, your website got here up, it seems
    to be great. I’ve bookmarked it in my google bookmarks.

    Hi there, simply was aware of your weblog via Google, and located
    that it’s truly informative. I am going to watch out for brussels.
    I will be grateful for those who proceed this in future. Lots of folks shall be benefited out
    of your writing. Cheers!

    Reply
  7. ronnie coleman

    Can I simply say what a comfort to find somebody that truly knows what they’re talking about over the internet.
    You definitely realize how to bring a problem to light and make it important.
    A lot more people need to check this out and understand this side of your story.
    I was surprised that you are not more popular since you surely have the gift.

    Reply
  8. ჯაჯოჯუ

    მოგცლიათ რა!!!

    თურქების მეტი სალაპარაკო თემა დაილია?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, სალაპარაკო თემას რა დალევს. თუმცა, მე რაც მაწუხებდა კონრეტულ მომენტში, იმაზე დავწერე🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s