კვირა #23, წიგნის ფესტივალი

New Post-ის ფანჯარას რომ ვხსნიდი ცხოვრებაში პირველად ვიცოდი პოსტისთვის რა უნდა დამერქმია. კვირა #მერაღაცამდენე. და ეს კვირა ამ წლის მერამდენე კვირაა არ ვიცი და სანამ არ დავგუგლავ იქამდე ვერც დამარქმევ სათაურს.

ამ კვირაში ბევრი კარგი რამ მოხდა ^_^

ჯერ ერთი, რომ წიგნების ფესტივალი დაიწყო და მორჩა კიდეც. ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები წიგნის ფესტივალს, და არასდროს არ მაქვს იმდენი ფული რომ წიგნების ყიდვის შემდეგ ვიყო ბედნიერი. ყოველთვის შურიანი და ბოღმიანი თვალებით ვუყურებ მათ, ვისაც გატენილი აქვთ პარკები. მართალია არ მაქვს ბევრი დრო და წიგნს მხოლოდ ძილის წინ ვკითხულობ, მაგრამ წიგნის ყიდვის პროცესი არანაკლებ სასიამოვნოა ჩემთვის.

მოკლედ, ფესტივალზე გახსნის დღეს ვიყავი. 11-საათზე იხსნებოდა, ასე 12-იყო ალბათ რომ მივედი და უკვე იმდენი ხალხი იყო რამდენიმე სტენდთან უბრალოდ ვერ მივაღწიე. ყველაზე მოთხოვნადი დიოგენეს, სულაკაურის და პალიტრას სტენდები იყო.  სამივე გამომცემლობას კარგი ფასდაკლებები ჰქონდა. მაგრამ:
1. დიოგენეს სტენდთან ოფიციალურად ვერ მიაღწევდი. ძალიან პატარა სტენდი ჰქონდათ, ხალხი უამრავი, წიგნები მაგიდაზე დაყრილი და ვერ აარჩევდი. თან, მე როცა მივედი კატალოგიც აღარ ჰქონდათ იმ მომენტისთვის. საბედნიეროდ მე ვიცოდი რაც მინდოდა და 30 წუთიანი დგომის შემდეგ კონსულტანტმა მომაქცია ყურადღება. მაგრამ, იმას, ვინც არ იცოდა რა უნდოდა და უბრალოდ იქვე, ადგილზევე უნდა ამოერჩია წიგნი, ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა რამის შერჩევა.
2. სულაკაურმა წიგნის ფესტივალისთვის დადო კატალოგი, და გამოაცხადა რომ ფესტივალზე ამ ფასებით იქნება წიგნებიო. თუმცა, ადგილზე მისულმა ხალხმა აღმოაჩინა რომ კატალოგის ფასებით არ არის წიგნები. უბრალოდ 25% აკლდება. 25%-დაკლებული წიგნები კი კატალოგის ფასზე ძვირი გამოდიოდა. მოკლედ, შეცდომაში შეიყვანეს მომხმარებელი. ასევე, სულაკაურის გამომცემლობას ჰქონდა რამდენიმე კარგი წიგნი საკმაოდ იაფად. იყო 1-2-3-4-5 ლარიანი წიგნები, სადაც აუცილებლად იპოვიდი გემრიელ ლუკმას. თუმცა, ხალხი ბევრი იყო, სტნდამდე მისვლა ჭირდა.
ისე, სულაკაურის სტენდიდან წიგნის მოპარვა ძალიან მარტივი იყო -_- კონსულტანტები კი იყვნენ, მაგრამ იმდენ ხალხში ყველას ყურადღებას ფიზიკურად ვერ მიაქცევ. შესაბამისად, მე რომ ქურდი ვყოფილიყავი ძალიან მარტივად მოვიპარავდი რამდენიმე კარგ წიგნს.
3. პალიტრას გამომცემლობას აქვს ძალიან ცუდი ჩვევა. უნდა მიხვიდე გამყიდველთან, უნდა უთხრა რა გინდა მოგცემენ. მაგიდაზე უწყვიათ წიგნები, რომლებზეც ხელს არ გაკიდინებენ რომ გადახვედო. დაჟინებული მზერით უნდა მიხვდე რა წიგნია და რისთვისაა ან სახლში კარგად უნდა შეისწავლო პალიტრას გამოცემული წიგნები და ისე მიხვიდე. პალიტრას კარგი ფასდაკლება ჰქონდა, რაც მართალია მართალია.
4. ხალხი იყო ძალიან ბევრი. სივრცე არის ძალიან პატარა. გამომცემლობები იყო ძალიან ცოტა. წიგნის ფესტივალისთვის ფასდაკლებები არის ძალიან დაბალი. ამ ფესტივალის გაკეთება ძალიან კარგადაც შეიძლება, იმჰო. თუმცა, იმისიც კმაყოფილი ვარ რაც არის.
5. ყულაბა უნდა ვიყიდო და საგანგებოდ შევაგროვო ფული შემდეგი წიგნის ფესტივალისთვის ^_^
6. მართალია წიგნის ფესტივალი იყო, მაგრამ მე ბლოკნოტი მაინც ვიყიდე და ბედნიერი ვარ😀

ჩემი წიგნები და ბლოკნოტი, დაახლოებით 27 ლარი დამიჯდა ყველაფერი

ჩემი წიგნები და ბლოკნოტი, დაახლოებით 27 ლარი დამიჯდა ყველაფერი

კიდევ ბევრი უნდა მომეყოლა იმაზე რომ flea market-ი იმართება აგერ უკვე მეოთხედ და რომ ძალიან მომწონს, და კიდევ უფრო ბევრი უნდა დამეწერა ლისის ტბაზე, სიმწვანეზე, სიგრილეზე და მეგობრებზე. მაგრამ ამჯერად გადავიფიქრე🙂

P.S 23-ე კვირა ყოფილა, წესით, თუ სწორად დავთვალე😀

 

8 thoughts on “კვირა #23, წიგნის ფესტივალი

  1. უსახელო ბლოგი

    მეც ზუსტად ასეთი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი წიგნის ფეტივალიდან🙂 მხოლოდ მესამე დღეს მოვახერხე მისვლა და ვიმედოვნებდი რომ ხალხის შემცირებული ნაკადი დამხვდა დამხვდებოდა უკვე, თუმცა, სულ ტყუილად🙂 პავილიონი ნამდვილად პატარა იყო იმ მასშტაბის გამოფენისთვის, სტენდები ლამის ერთმანეთზე იყო მიწყობილი. წიგნების შერჩევის შესაძლებლობაზე საუბარიც ზედმეტია, მართლა ზუსტად უნდა გცოდნოდა რისი ყიდვა გინდოდა (არადა, რა ჯობია ამდენ წიგნს გემრიელად რომ გადაათვალიერებ და სასურველებს ამოარჩევ…) აურზაური და ქაოსი ფესტივალს ნაკლებად ამსგავსებდა იქაურობას. …და კიდევ, გამაოცა კონსულტანტების უხეშობამ. აღარ მახსოვს ზუსტად რომელი სტენდი იყო, ერთ-ერთ ასაკოვან ქალბატონს ისე საოცრად „შეუღრინეს“ კონსულტანტმა გოგოებმა, რომ მათ ნაცვლად შემრცხვა, არადა, მხოლოდ იმის გამო, რომ მყიდველმა სრული კატალოგი მოითხოვა… მეორეგან, მე თვითონ ისე მეჩხუბნენ, როცა ერთ-ერთი წიგნის ფასი ვიკითხე ფასდაკლებამდე, რომ რა უნდა მომხდარიყო მათთან რაიმე რომ შემეძინა კიდევ… ერთადერთი, ვინც გულწრფელად მომეწონა, იყო „წიგნები ბათუმში“. რუსული და რუსულად ნათარგმნი ლიტერატურის უდიდესი არჩევანი ჰქონდათ, არც ის დაუშლიათ მე თვითონ ამომერჩია და გადამფურცლა კიდეც და როდესაც დახმარება ვთხოვე, ორი ადამიანი თან გადაყვა, ყველაფერი მომიძებნეს და არც უჟმური სახეები მიუღიათ, როცა მათ მიერ გადმოლაგებული ყველა წიგნი ვერ შევიძინე. ღიმილით დამემშვიდობენენ და მეც მესიამოვნა რაღაცნაირად მათთან ურთიერთობა. საერთო ჯამში კი, იმედები გამიცრუვდა, მირჩევნია ჩვეულებრივ დღეებში მაღაზიები დავიარო ისევ და მშვიდად ავარჩიო მოწონებული წიგნები🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე წიგნები ბათუმში-ს ჰყავს გენიალური ხალხი❤ აი, ხომ საოცრად დაღლილები იყვნენ და ხომ საოცრად ცხელოდა იქ, მაგრამ მაინც მუდმიად ღიმილით ხვდებოდნენ ხალხს და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს იძლეოდნენ.

      Reply
      1. უსახელო ბლოგი

        კი, გეთანხმები, სასიამოვნო ადამიანები იყვნენ ნამდვილად. იმ სიცხეში, დაღლილები და გასავათებულები, მაინც დაუზარებლად და ღიმილით ესაუბრებოდნენ ყველას. კარგები არაინ🙂

  2. Kate

    მე საერთოდ ვერ მივედი.
    ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მუდმივად ხდება ერთი და იგივე. ჯერ იწყება ფესტივალი და მერე მერიცხება ხელფასი -_- ნუ გადანახული ფული ნამდვილად არასოდეს მაქვს მთელი რიგი მიზეზების-და გამო.
    მეორე ის, რომ მართლა ძაააააალიან პატარა ადგილია ამდენი გამომცემლობა და სტენდი იქით იყოს და კლიენტისთვის. თორემ გამომცემლობა ცოტაა ხოლმე. და ყოველ წელს საშინელი სიცხე. პლუს, წყალი და საჭირო ოთახის პრობლემაც ემატება. წელს რამდენად ნორმალიზებული იყო ეს საკითხი, ვერ გეტყვი.

    ხშირად დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ იმ წიგნებს ასეილებენ, რაც ისედაც დასეილებულია თავიანთ მაღაზიებში.

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ყოველთვის სასწაული ფასები აქვთ ხოლმე. არასოდეს დავდივარ მათ სათაო ოფისში. პირველად ვიყავი წელს და ისიც ორჰან პამუკის ბილეთის გამო, სადაც ჩემი საყვარელი მწერლის – აკა მორჩილაძის ძველი წიგნი შევიძინე.. გამყიდველებზე და პერსონალზე ცუდს ვერ და არ ვიტყვი. არ მიყვარს ტყუილად შარის მოდება. კი გასაგებია, ხარისხი და დიზაინი, ჰაი-ჰუი. მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი წიგნის შინაარსამდე მიდის და არა იქამდე, წითლად არის გაფერადებული ყდა თუ სტაფილოსფრად. მოხუცების საყვარელი ფრაზა რომ ვთქვა: სულ არ იყო ჩვენს დროს ბსგ, მაგრამ რამეფრად გვქონდა წიგნები და ვკითხულობდით😀
    აი ახლა მე მაგალითად ნეტიდან ამობეჭდილი და ჩემით აკინძული წიგნი მიდევს მუხლებზე.😀

    “დიოგენე” არის ჩემი განსაკუთრებული სიყვარულის განსაკუთრებული ობიექტი❤. დავიწყოთ იმით, რომ ფასები აქვს ყოველთვის მისაღები და გამყიდველები მუდამ კეთილგანწყობილები. ძალიან მიყვარს მათ მაღაზიაში მისვლა და ყოველთვის განსხვავებული გარემო მხვდება . ხშირად მგონია, რომ ძალიან ახლობლურ გარემოში მივდივარ. გარდა ამისა დაგროვების ბარათი მაქვს და ქულების დაგროვების შედეგად შესაბამისი ოდენობის თუ ღირებულების წიგნი მომდის ამ ქულების სანაცვლოდ.
    "დიოგენე"-ში რამდენიმე თვის წინ ვიყავი და 4-5 წიგნი ვიყიდე ქულების დაგროვებით და შესაბამისად, იაფადაც გამოვედი. გარდა ამისა, რაც ძალიან მიყვარს მის მაღაზიაში არის სიმყუდროვე, სადაც შემიძლია მშვიდად ვიჯდე მთელი დღე და წიგნი ვიკითხო. გარდა ამისა, ხშირად იმართება კინო-ჩვენებები (რომლებზეც მე მ უ დ მ ი ვ ა დ ვაპირებ სიარულს, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიე. არადა სულ გადის კარგი ფილმები) შესაბამისაც, არ მჭირდება ფესტივალი იმისათვის, რომ "დიოგენე"-ს წიგნი ვიყიდო.

    ყველაზე მეტად რაც მინდოდა, რუსულენოვანი წიგნების სტენდია. შარშან ვიყიდე ბეგბედერი 7 ლარად. და ბოლო 7 ლარი რომ არა, კიდევ ვიყიდდი სხვა წიგნებსაც.😦

    "პროსპერო"-ს არც კი უნდა ჩაუარო. ყოველ შემთხვევაში წინა წლების გამოცდილებამ მასწავლა, რომ ასე უნდა მოვიქცე. ასტრონომიული ფასები. სულ მგონია ხოლმე, რომ "პროსპერო"-ს წიგნების ფურცლები სამეფო ხეების გადამუშავების შედეგად არის დამზადებული ასეთი სიძვირიდან გამომდინარე.

    "სიესტა"-საც არაუშავს. თუმცა ახლა უცებ არ მახსენდება, შარშან რა ვიყიდე. მგონი არაფერი, ან ვერაფერი. ასე რომ, ჩუმად ვარ. თუმცა, მანამდე რა ვიყიდე, ისიც არ მახსოვს. რა ვერა და ვერ ვიშოვე ის მახსოვს სამაგიეროდ. დათო ქებაძის "ყველა ქალი ჩემია".

    და ერთერთი მთავარი მიზეზი წიგნის ფესტივალზე არ წასვლისა ისაა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული (ანუ როდესაც პირველად ვიყავი წიგნის ფესტივალზე) დღეის მდგომარეობით ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი წიგნი მაქვს ნაყიდი. მთელი ჩემი ოთახი მაქვს სავსე. სამსახურის და სხვა ხელისშემშლელი გარემო ფაქტორების გამო ყოველთვის ვერ ვახერხებ დროის გამონახვას საკითხავად. რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ჩემი ოთახის თაროების წიგნებს უნდა მივხედო და მერე მაღაზიის თაროებისას.

    და კიდევ, ერთი მთავარი პუნქტი წინა პუნქტიდან გამომდინარე: ელექტრონული წიგნების დროა დამდგარი და რავიცი, რავიცი. თან, არაერთი უფასო ელ. ბიბლიოთეკაა. დაჯექი და იკითხე, რამდენიც გინდა. უფრო იაფიც არის და არანაკლებ კომფორტულიც. ამას ვამბობ მე, უქინდლო და უნოუთო ადამიანი. თუმცა, ნაბეჭდ წიგნს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი პლუსები. სენტიმენტალური პლუსები.

    Reply
      1. Kate

        აუ ცვეტში😀

        რომ დავწერე, გავიფიქრე, იქნებ ბარემ ბლოგზე დამედო-მეთქი😀

        ხო მაინც გიყვარვარ?😦 :shy:

      2. siyvarulovna Post author

        კი❤ უფრო მეტადაც! რომ არ დაგეზარა და ამხელა კომენტარი დატოვე❤

      3. Kate

        აუ აი გეფიცები, არ მომერიდა. ფრთები გავშალე თუ რაღაც მსგავსი😀 თანაც, სხვასთანაც მიყვარს კომენტარის დატოვება. მითუმეტეს, კარგ პოსტებზე.
        ❤❤❤ მეც ძალიან!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s