ამსტერდამი – First step – Visa

თუ გადაწყვიტეთ, რომ ამსტერდამში მიდიხართ, ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ შენგენის ვიზა გჭირდებათ🙂

დარწმუნებილი ვარ თქვენც ჩემსავით მოიქცევით, დაგუგლავთ და იპოვით საბუთების ნუსხას და ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, რომელიც რა თქმა უნდა გამოგადგებათ. თუმცა, გადავწყვიტე რომ ჩემი გამოცდილება მაინც დავწერო.

ვიზისთვის გჭირდებათ:
1. პასპორტი – საზღვარგარეთის პასპორტის დამზადებას 10 სამუშაო დღე და 104 ლარი სჭირდება. 100 ლარი პასპორტის, 3 ლარი სურათის და 1 ლარიც ბანკის საკომისიო.
2. პასპორტის მთავარი გვერდის ასლი. თუ ნამყოფი ხართ სხვა ქვეყნებში, ასევე დაგჭირდებათ პასპორტის გვერდების ასლი ( ცარიელი გვერდების არა).
3. პირადობის მოწმობის ასლი.
4. ცნობა უნივერსიტეტიდან – გაითვალისწინეთ, რომ ცნობა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. თუმცა, თუ თქვენც ჩემსავით თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, გეტყვიან, რომ ცნობას არ გასცემენ ინგლისურად, ბრძანებაა ასეთიო და ქართულად მოგცემენ. მოგიწევთ ამ ცნობის გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, რაც დაახლოებით 15 ლარი დაგიჯდებათ.
5. ცნობა სამსახურიდან – უნივერსიტეტისგან განსხვავებით ცნობას სამსახურიდან ინგლისურ ენაზე მარტივად იძლევიან. ცნობაში მითითებული უნდა იყოს თქვენი თანამდებობა და ხელფასი.
6. ამონაწერი ბანკიდან – ოპერატორი გააფრთხილეთ, რომ ამონაწერი ინგლისურად გინდათ და მალევე გაგიკეთებენ. საქართველოს ბანკში ჩემი ამონაწერი ორ წუთში მზად იყო, თიბისიში დაახლოებით 20-25 წუთი ველოდე, რომ ინგლისურ ენაზე ყოფილიყო. ცნობა ბოლო 3 თვის უნდა იყოს.
7. 2 ფოტო სურათი – ფოტოსურათი აუცილებლად უნდა იყოს ბიომეტრიული. სიმართლე გითხრათ 2 სურათი რაში სჭირდებათ არ ვიცი. ერთს იტოვებენ და მეორეს გატანენ -_-
8. სამოგზაურო დაზღვევა – ნიდერლანდების სამეფოს მოთხოვნა აქვს, დაზღვევა უნდა იყოს 15 დღით იმაზე მეტი ვიდრე თქვენ აპირებთ დარჩენას. მე 1 თვიანი დაზღვევა გავაკეთე, ალდაგში. დაზღვევა საკმაოდ კარგია და ბევრ პუნქტს მოიცავს. 39 ლარი და 40 თეთრი დამიჯდა 1 თვიანი, 50 000 ევროიანი დაზღვევა. საკმაოდ იაფია მგონი.
9. დაზღვევის ასლი – თავიდან მეგონა მთლიანი დაზღვევის (დაზღევევის პირობების ჩათვლით) იყო საჭირო. თუმცა, აღმოჩნდა რომ მხოლოდ პირველი გვერდია საჭირო.
10. სასტუმროს ჯავშანი – საბუთების შესატანად რომ ვემზადებოდი, გამაფრთხილეს booking.com-ის ჯავშანი შეიძლება არ მიიღონო. მაგრამ მიიღეს ^_^ შეეცადეთ პირველივე სასტუმრო, რომელიც შეგხვდებათ არ დაჯავშნოთ. გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური მონაცემები და იმის მიხედვით დაჯავშნეთ. ბუქინგ.ქომის ჯავშანი შეგიძლიათ ვიზის მიღების შემდეგ გააუქმოთ და სხვა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტი მოძებნოთ airbnb.com-ზე. airbnb-ის ჯავშანს ნუ მიიტანთ საბუთებთან ერთად🙂
11. ბილეთების ჯავშანი – ჰომ, ყველაზე ბევრს ბილეთების ჯავშანზე ვნერვიულობდი. ჩვენ გასაში დავჯავშნეთ. გასაში შეგიძლიათ გააკეთოთ 48 საათიანი უფასო ჯავშანი, ან კიდევ 2 კვირიანი ფასიანი ჯავშანი 1 ბილეთი 6 ევრო. იდეაში საბუთების მიღების დროს 48 საათიანიც შეაქვთ და ორ კვირიანიც. ორ კვირიანი გავაკეთეთ. 8-ში გასდიოდა ვადა, პასუხები 12-ში უნდა გაგვეგო. რა თქმა უნდა ჯავშანი ორივე გზის უნდა იყოს.
12. სავიზო განაცხადის ფორმა – ფორმა უნდა შეავსოთ ინგლისურ ენაზე და დაკვირვებით. თუმცა, ის რაც ფორმაში უნდა ჩაწეროთ, ცალ-ცალკე, სხვა საბუთებთან ერთად, ისედაც მიგაქვთ. სავიზო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე 

იმ შემთხვევაში თუ სხვა გაფინანსებთ, მაშინ ასევე დაგჭირდებათ:
1. დამფინანსებლის განცხადება – განცხადებაში უნდა იყოს ნათქვამი ვინ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) აფინანსებს. უნდა იყოს ნათქვამი რომ გაიღებს ყველა მის ხარჯს – საცხოვრებელი, კვება, მგზავრობა, დაზღვევა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები. განცხადება უნდა გადაათარგმნინოთ ინგლისურ ენაზე და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს, რაც დამატებით 15 ლარია.
2. დამფინანსებლის ამონაწერი ბანკიდან  – რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე და რა თქმა უნდა ბოლო 3 თვის.
3. დამფინანსებლის ცნობა სამსახურიდან – ინგლისურ ენაზე. და თუ დამფინანსებელი ინდ.მეწარმეა, მაშინ საგადასახდო ამონაწერი, რომელიც ასევე უნდა თარგმნოთ და დაამოწმებინოთ ნოტარიუსს (ეგეც 15 ლარი).
4. მე ჩავწერე, რომ დედაჩემი მაფინანსებს. ამიტომ დამატებით საბუთად დაბადების მოწმობის ასლი ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მივიტანე ( + 15 ლარი), მითხრეს აუცილებელი არაა, თუმცა დამატებით საბუთად ჩავდებთო.

და ბოლოს, თუ თქვენ ამსტერდამში აპირებთ წასვლას, საბუთები უნდა შეიტანოთ გაერთიანებული ვიზების ცენტრში, რომლის მომსახურებაც 57 ლარი ღირს. სულ მთლიანად ვიზა 142 ლარი დაგიჯდებათ. იხდით იქვე, ნაღდი ანგარიშწორებით.

საბუთების შესატანად ჩაწერა შეგიძლიათ ტელეფონითაც და იქვე მისვლითაც. ჩვენ 27 მაისს ვიყავით ჩაწერილები.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როდესაც ყველა საბუთი მოგროვებული გაქვთ. მართალია რამდენჯერმე გადავამოწმე და ცოტა პანიკა მქონდა, რამე ხომ არ მაკლია-მეთქი, თუმცა საბოლოოდ ვგრძნობდი, რომ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგი ვიზისკენ, როდესაც ყველა საბუთი წესრიგში მქონდა!

ხო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ თავისუფლად შეგიძლიათ მიწეროთ ვიზა გლობალს შემდეგ მეილზე –  info.nlge@vfshelpline.com  მალევე და ამომწურავად გიპასუხებენ.

collage

27 მაისს, დილის 10-საათზე ჩაწერილები, 10-ის ნახევარზე მივედით. რიგი ელექტრონული იყო, გრილოდა და მოსაცდელი დარბაზიც პრინციპში კომფორტული იყო. ტელეფონზე უხეშად საუბრის შემდეგ, მოლოდინი გვქონდა რომ ავი ქოფაკები დაგვხვდებოდნენ. თუმცა, რეალურად იყო ის მომსახურება, რასაც მიჩვეულები ვართ.

საბუთები წესრიგში გაქვთო, პასუხს 12 ივნისისთვის დაელოდეთ, მესიჯები მოგივათო.

დღეს დილით მესიჯის ხმამ გამაღვიძა. ვიზის პასუხები უკვე იყო! 1 კვირით ადრე. 11 საათი არ იყო ჯერ და უნდა დავლოდებოდი 3-ის ნახევრამდე. საბუთების გაცემა 3-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე ხდება. ფაქტობრივად ეკლებზე ვიჯექი.

2014-06-05 13.59.08

3-ის ნახევარზე რიგში ჩავდექით, დალუქული კონვერტი მოგვაწოდეს და აქვე შეამოწმეთ, დარბაზში დასხედით და გახსენითო.

ვიზა მოგვცეს! თვენახევარი🙂 31 ივლისიდან 11 აგვისტომდე გვქონდა შეტანილი და 29 ივლისიდან 12 სექტემბარამდე მოგვცეს.

ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული ვარ ^_^

10374006_1413964338886209_5170383141071169696_n

22 thoughts on “ამსტერდამი – First step – Visa

  1. knuti

    ჯავშვანი რა უბედურებაა და დაჯავშვნა?😀
    საბუთა”თ”?😀

    Reply
  2. tami

    გილოცავ,ველოდები პოსტებს თავბრუდამხვევი მოგზაურობიდან.

    Reply
      1. tami

        მალე გადის დრო,განსაკუთრებით ზაფხულში.

  3. Mari

    კიდევ გილოცავ. ისე, მეც უნდა ავიღო პასპორტ და ეგდოს. იქნებ რა დროს დამჭრდეს ვიზა :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდ აიღე, ეგდოს რა ხელს გიშლის :დ წყალს ეგ არ გთხოვს და პურს :დ

      Reply
  4. MrsMarch

    გილოცავ ნათ! ❤ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი დღეები გელოდება წინ და სიმართლე გითხრა მშურს კიდეც შენი :დ

    კარგია, რომ ასე დაწვრილებით წერ ხოლმე პოსტებში საკუთარ გამოცდილებაზე, დარწმუნებული ვარ წასვლის მსურველებს გამოადგებათ და ამიტომაც მომწონს შენი ბლოგი “პრაქტიკული” პოსტებით🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ერთს უკვე გამოადგა და დილიდან გაჯგიმული დავდივარ :დ

      Reply
  5. Kate

    წარმატებები ნათ. მგონი ეს შენი პირველი გასვლაა ხო? ნუ თურქეთს არ ვგულისხმობ.
    ხოდა, გისურვებ ძალიან ბევრ სასიამოვნო შთაბეჭდილებას,
    მიხარია შენი ამბავი.

    ისე, კარგა გვარიანად ადრე აგიღია ვიზა. მე 28 მაისს ვიყავი შესული და 4 ივლისს ღამე მივფრინავ. ერთი სული მაქვს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვიზას თუ არ მომცემდნენ მერე სხვა რამე უნდა დამეგეგმა და მაგიტომ შევედი ადრე ^_^
      მადლობა და კარგ დასვენებას გისურვებ!

      Reply
      1. Kate

        აააა, გასაგებია.
        დიდი მადლობა, შენც ასევე❤
        რა ქალაქებია, შემახსენე.

      2. siyvarulovna Post author

        ამსტერდამი და პრაღა. გვინდა ასევე ჰააგა, როტრდამი ა დრეზდენი. თუმცა ფული რამდენად გვექნება არ ვიცი:/

      3. Kate

        აუ რა კარგი ქალაქებია. ამსტერდამი მეც მაინტერესებს ისე.
        ვინები მიდიხართ? შენ და მანჩო ხო?

      4. Kate

        ააა. მშვენიერი. მოკლედ, აბა თქვენ იცით :*

  6. Pingback: ამსტერდამი – second step – ავიაბილეთები და საცხოვრებელი ადგილი | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s