WETNWILD

კვირას ფესტივალ WETNWILD-ზე ვიყავი. სიმართლე გითხრათ იმაზე უკეთესს ველოდებოდი ვიდრე დამხვდა.
ფესტივალი თეთრი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. მიუხედავად იმისა რომ ფასი საკმაოდ დაბალი ( 10 ლარი ) იყო, სიტუაცია გაცილებით უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ბალახზე წოლა და ცივ წყალში ბანაობა სხვა ნებისმიერ ტბაზე, მაგალითად ლისის ტბაზეც კი შემიძლია. მართალია აუზის წყალი უფრო სუფთაა ვიდრე ტბის, მაგრამ დიდი განსხვავება ალბათ არ იქნება.

WETNWILD

რამდენიმე შენიშვნა მაქვს:
1. როდესაც კონკრეტულ ქმედებას არქმევ ფესტივალს, უნდა იყოს ორგანიზებული.  აუზში წყლის ჩასხმა, კართან დაცვის დაყენება და ხელზე ბეჭდის დარტყმა ორგანიზებულობა არაა.
2. ფეისბუქ ივენთზე going 500 კაცს ჰქონდა მონიშნული. რა თქმა უნდა 500 კაცი იქ არ მოვიდოდა, მაგრამ შეზლონგების რაოდენობა 20-ზე მეტი ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო.
3. როდესაც აუზში ჩავდიოდი, ნამდვილად არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ შიგნით ვიღაცამ მოფსა, მაგრამ თავისით მეფიქრებოდა. ბიო ტუალეტები არ იდგა და ხალხს სადმე ხომ უნდა მოეფსა?
4. მენიუ საკმაოდ კარგი იყო, ფასებიც ადეკვატური, მაგრამ ვერ შევძელი ტერმინალით გადახდა. შესაბამისად დილიდან საღამომდე წყურვილით ვიხრჩობოდი.
5. ფესტივალი რომ გქვია, შეგიძლია მოიფიქრო საინტერესო აქტივოვებები. მხოლოდ მუსიკა და აუზი დამღლელია. ძალიან ბევრი წყლის თამაშის მოფიქრება და გართობა შეიძლებოდა.

მოკლედ, გული დამწყდა რომ მუსიკის და აუზში წყლის გარდა არაფერი დამხვდა იქ. თუმცა, მე მალევე წამოვედი, 5 საათზე გამოვედი და ვინ იცის, შეიძლება კარგი რამეები ჩემი წასვლის შემდეგ მოხდა ^_^

ძალიან მინდა რომ თბილისში კარგი pool party-ები გვქონდეს და დიდი იმედი მაქვს მომავლისთვის ჩემს შენიშვნებს გაითვალისწინებენ ❤

P.S ფოტოების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე – http://on.fb.me/UfOJgB
P.P.S თეთრი ტბის ტერიტორია ძალიან კარგად არის მოწყობილი. ახლოს რომ ვცხოვრობდე აუცილებლად ვივლიდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s