✔ მარტვილის კანიონი

საქართველოში რომ ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ვერასდროს ვერ ვაბამ თავს. მაგის გამო წლებია ჩემს TO DO ლისტში აგდია სვანეთი, რაჭა, თუშეთი, ვარძია  და კიდევ უამრავი ადგილი, რომელიც მხოლოდ ფოტოებით და გადმოცემით ვიცი.

ასეთი To do ადგილი იყო მარტვილის კანიონიც. ყოველთვის მომწონდა და ყოველთვის ვეტრფოდი შორიდან, ყოველთვის ვამბობდი რომ აუცილებლად წავალ-მეთქი.

ამასწინათ ნიუსფიდში ერთ-ერთ ივენთს ჩემმა რომელიღაცა ფრენდმა going მისცა. ივენთის მიხედვით 12 ივლისს ტური უნდა მოწყობილიყო მარტვილის კანიონში. დაუფიქრებლად დავაჭირე going-ს და დავიწყე დღეების ათვლა.

ერთ დღიანი ექსკურსია იყო და ძალიან, ძალიან დამღლელი. ესეთ შორს მანძილზე ორი დღით უნდა წახვიდე, რომ ადამიანის სახე და ფორმა შეინარჩუნო, ბოლომდე ისიამოვნო კანიონით და იყო ბედნიერი. თუმცა, მარტვილის კანიონი იმდენად ლამაზია და იმდენად მომხიბლავია, წინ რომ 4-5 საათი სავალი გზაა სულ გავიწყდება.

მარტვილის კანიონი

კანიონი შეგიძლია ცურვით დაათვალიერო, ან იქვე ნავი იქირაო. პირველ ჩანჩქერამდე, რომელიც ძალიან პაწაწუნაა 25 ლარად მიგიყვანთ (ნავში 5 კაცი ჯდება), ხოლო მეორე ჩანჩქერთან, რომელიც გაცილებით დიდია და რომლის მიმდებარე ტერიტორიაც გაცილებით ლამაზი, 50 ლარი ჯდება. თუმცა, 40 ლარადაც თავისუფლად წაგიყვანენ. წყალი ძალიან ცივია, იმდენად ცივი, რომ წყლიდან ამოსვლისას კანი მეწვოდა.

კანიონის ბევრი სურათი მინახავს და ბევრჯერ აღვფრთოვანებულვარ, თუმცა, ამჯერად იმ აზრზე ვარ რომ მის სილამაზეს ფოტოები უბრალოდ ვერ გადმოსცემენ. მარტვილის კანიონში აუცილებლად უნდა წახვდიეთ და აუცილებლად საკუთარი თვალებით ნახოთ.

მარტვილის კანიონი

გული დამწყდა, რომ წყალში ბოთლები ეყარა. მენავემ გვითხრა ჩვენ ყოველ დილით ვასუფთავებთო, მაგრამ ზემოთ სოფელია და მაცხოვრებლები ყრიან ამ ნაგავს, შემდეგ წყალს მოაქვსო.

ძალიან ბევრი ხალხი იყო.

იქვე ახლოს დადიანების საბანაო ადგილია. ჩრდილში მოქცეული, საკმაოდ ღრმა, ცივი და სუფთა წყალი ზაფხულის სიცხეში მისწრებაა. თანაც, ხალხი იმაზე ნაკლებია ვიდრე კანიონის მისადგომთან.

იცით მარტვილს მარტვილი რატომ ჰქვია?
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც წარმართი ადამიანები თავიანთ კერპს – ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად და მსხვერპლის შეწირვის დროს ამბობდნენ “მა რჸვილი” ( მეგრულად: მე მოგკალი). საბოლოო ჯამში ამ ადგილს მარტვილი დარქვა და მოწამეთა ეკლესია აშენდა VI-VII საუკუნეებში.

მარტვილის კანიონი

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს TO do ლისტში ერთი ადგილი “მოიპწიჩკა”.

11 thoughts on “✔ მარტვილის კანიონი

  1. ninnaka

    რამდენი ხანია მინდა ვნახო და იწევს და იწევს სამომავლოდ. ერთ დღესაც მეც ასე, უეცრად გადავწყვეტ და წავალ!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საკმაოდ ბევრ ტური ეწყობა სხვათაშორის, ფეისბუქზე ივენთებს მიადევნე თვალყური. ნამდვილად ღირს წასვლა, აი ნამვილად!

      Reply
  2. redheaded-creep

    ძალიან მინდა წასვლა და ვერადავერ მოვახერხე:/ ულამაზესი ადგილია❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან ლამაზია, ძალიან. ეს ფოტოები იმის ნახევარსაც ვერ ამბობენ რაც სინამდვილეშია.

      Reply
  3. LiLaC

    მართლა ძალიან ლამაზი ადგილია… მაგრამ 1 დღიანი ტური ნამდვილად არაა საკმარისი. რადგან სამეგრელოში მიდიოდით, შეიძლებოდა, კიდევ დაგეთვალიერებინათ სხვა ადგილები და 1 ღამით დაბანაკებულიყავით🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვა ადგილების დათვალიერებას თავი რომ დაანებო მარტო მგზავრობა უკვე ძალიან არაკომფორტულია და გავწვალდი:/
      ტური იყო, კონკრეტული ორგანიზაცია აწყობდა თორემ დამოუკიდებლად რომ წავსულიყავი მეგობრებთან ერთად აუცილებლად დავბანაკდებოდი იქ:/

      Reply
  4. Giga

    25 ლარად მიგიყვანთ (ნავში 5 კაცი ჯდება) – ეს ანუ ნიშნავს, 5 ლარი კაცი?🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, მაგას ნიშნავს. მაგრამ 25 ლარად პირველივე ჩანჩქერთან მიგიყვანს და ეგ არაფერია იმასთან შედარებით რაც მეორე ჩანჩქერია❤
      მეორე ჩანჩექერამდე ნავში 50 ლარს იღებენ, ანუ კაცზე 10 ლარი. თუმცა, 40-ლარადაც წავლენ.

      Reply
  5. Gijpoeta

    ჯერ სურათებში რა ლამაზია და იქ მყოფი ალბათ გაგიჟდება ^_^ კარგია ძალიან მომწონს. ალბათ რა ბედნიერება იქნება ასეთ ადგილას ცხოვრება❤ :დ ბუნება თავისას შვება და წერისათვისაც გადასარევია :*

    Reply
  6. გოგა

    კი, მაგრამ რა ქართულით არის დაწერილი?
    სასიამოვნოა, რომ იყავი მარტვილში, მაგრამ საქართველო მხოლოდ ბუნება არ არის.
    ენაც არის.
    დიდი იმედი მაქვს, შემდეგში შთაბეჭდილებებს ბარბარიზმების გარეშე გაგვიზიარებთ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s