ბავშვობის ოცნება

სკოლიდან რომ მოვდიოდი ყველანაირად ვცდილობდი დრო გამეწელა ხოლმე. იმ დროს რუსთავი 2-ზე პირველი საათიდან 3 საათამდე ფილმი გადიოდა, ხოდა მეც წამოვწვებოდი პულტით ხელში და ფრიად დაინტერესებული სახით ვუყურებდი სხვადასხვა ფილმებს.

ამ ფილმების ყურებისას ბევრი რამე მომინდებოდა ხოლმე, მაგალითად 2-3 წუთში მესწავლა მთელი წიგნი, რამდენიმე წამში გამევლო საოცრად გრძელი მანძილი, სახლში მქონოდა აუზი, ვარჯიშის და დიეტის შედეგი ისეთივე სწრაფი ყოფილიყო როგორც ფილმებში და ა.შ. ერთ-ერთი სურვილი დაცვის ყოლა იყო.

ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება პირადი დაცვა რომ მყოლოდა. თუ იმის ფუფუნება მექნებოდა, რომ საკუთარი პირადი დაცვა მეყოლებოდა, რა თქმა უნდა სახლსაც დაიცავდა. თუ სახლს დაცვა ეყოლებოდა, ე.ი სახლი დიდი და ლამაზი იქნებოდა.

მოფიქრებული მქონდა სახლს როგორ მოვაწყობდი.
დიდი, 5 სართულიანი სახლი ქალაქგარეთ იდგებოდა და უზარმაზარი მწვანე ეზო ექნებოდა. 4 სართული მიწის ზემოთ იქნებოდა, 1 მიწის ქვემოთ. მიწის ქვემოთ სართულზე დახურული აუზის და საუნის განთავსებას ვგეგმავდი. აუზი რა თქმა უნდა დიდი და ღრმა უნდა ყოფილიყო, ტემპერატურა ზამთრისთვის შესაფერისი, რადგანაც დახურული აუზით სარგებლობას მხოლოდ ზამთარში ვაპირებდი. პირველ სართულზე დიდი მისაღები, სამზარეულო, სასადილო და მოსამსახურეების მოსასვენებლი ოთახები იქნებოდა. მეორე სართულზე რამდენიმე საძინებელი და ყველა საძინებელს თავისი აბაზანა და ტუალეტი ექნებოდა. მესამე სართული მინდოდა რომ დიიდ სავარჯიშო ოთახად მექცია. უზარმაზარი ოთახი, დიდი სარკეებით, ბევრი ტრენაჟორებით და დიდი სივრცით არობიკისთვის. რა თქმა უნდა ამავე სართულზე იქნებოდა საშხაპე და გამოსაცვლელი ოთახი. სულ ბოლო სართული მინდოდა რომ მწვანე ყოფილიყო, ბევრი მცენარეებით, დეკორატიული ხეებით, ჰამაკებით და საქანელებით.

ეზო უზარმაზარი, უკანა ეზოში დიდი აუზი. შემოღობილი რკინის მაღალი ღობით იქნებოდა რომ ქვემოდან ჭიანჭველა არ შემძვრალიყო და ზემოდან ჩიტი არ გამოფრენილიყო. ყოველ 3 მეტრში ერთი დაცვა იდგებოდა და ერთმანეთს 3 საათში ერთხელ შეცვლიდნენ ხოლმე. დაცვა მთავარი კომპონენტი იყო ჩემს ოცნებაში. ჭიშკართან ყველა ადამიანს გააჩერებდნენ, ჰკითხავდნენ ვინ იყო, რისთვის მოდიოდა, ჩაიწერდნენ მანქანის ნომრებს და დაიტოვებდნენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ყოველი შემთხვევისთვის. თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდებოდა დაცვის პოლიციის ყველა წევრი ჩემს სახლში გაჩნდებოდა, სათვალთვალო კამერებს გადაჩხრიკავდნენ და ყველაფერს იზამდნენ რომ “გაუთვალისწინებელი შემთხვევა” მოგვარებულიყო.

ამ ყველაფერთან ერთად ერთი პირადი მცველი მეყოლებოდა. ეს პირადი მცველი რა თქმა უნდა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდებოდა. ხანდახან ჩუმად გამაპარებდა ხოლმე სახლიდან, ხელს შემიწყობდა, რომ ბიჭებს შევხვედროდი. აუცილებლად მაღალი, ნავარჯიშები ტანით და სიმპატიური უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა გარუჯული. ჩემზე რამდენიმე წლით დიდი, იმდენით რომ სასაუბრო თემა ყოველთვის გვქონოდა და მეგობრობაში ასაკს ხელი არ შეეშალა.

მე მიყვარს ჩემი ოცნება და არც ეხლა ვიტყოდი უარს დიდ სახლზე, რომელსაც საუკეთესო დაცვა ეყოლებოდა და ჩემს პირად მცველზე, რომელიც ყველაზე სიმპატიური იქნებოდა :3

 

11 thoughts on “ბავშვობის ოცნება

  1. Gijpoeta

    ნამდვილად კარგი ოცნება გქონია. ჩემი ოცნება სულ სხვანაირია დღეს, მაგრამ ბავშვობის ოცნება რადიკალურად განსხვავებული მქონდა, დღევანდელ ოცნებასთან შედარებით. მიხარია, რომ ეს ბლოგი აღმოვაჩინე და წარმატებები მინდა გისურვო შენი ოცნების ასრულებაში. ჩემი ოცნება კი დიდ მწერლად ქცევაა, მაგრამ არ მინდა ეს მხოლოდ ოცნებად დამრჩეს და აქედანვე ვიწყებ ამისთვის მზადებას :)))

    Reply
  2. Gijpoeta

    კარგად წერ მინდა აღვნიშნო. თვალწინ დამიდგა ის სახლი, რომელზეც ოცნებობ.❤

    Reply
  3. Kate

    და ბოლოს ეგ დაცვა შეგიყვარდებოდა😛

    აუ ვიცი მგონი ეგ ფილმი. პოლონურია თუ რაღაც, ხომ?

    Reply
      1. Kate

        კი კი ფილმია.
        ოღონდ სახელი არ მახსოვს.
        რომ გავიხსენებ, მოგწერ აუცილებლად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s