რამდენიმე საათი გაფრენამდე

დღეს რომ დრო ნელა გადის ასე ალბათ არასდროს გასულა.
6 საათია, რამდენიმე საათიც და ამსტერდამისკენ გაფრინდება ჩემი თვითმფრინავი.

პირველად როდის ან რატომ მომინდა ამსტერდამში წასვლა არ ვიცი. მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ ამ ქალაქში აუცილებლად წავალ-მეთქი. თუმცა, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა საუბარი დავიწყეთ ამსტერდამზე და ინტერნეტში რაღაცეები მოქექვა, რატომღაც მეგონა რომ თავს ვერ მოვაბამდით და ვერ წავიდოდი. ხოდა, დაჯერებაც მიჭირს რომ სულ რამდენიმე საათი და მე უკვე ამსტერდამში ვიქნები.

პრაღა შორიდან მომწონდა, პატარა ლამაზი ქალაქია. მინდოდა ჩეხეთშიც წასვლა, თუმცა, ამჯერზე არ ვგეგმავდი. ფაქტობრივად შემთხვევით გამოვიდა, და ეგეც იმის ბრალია, რომ ვიზა იმაზე დიდხნიანი მომცეს ვიდრე შეტანილი მქონდა. ერთი გასროლით ორ კურდღელს ვიჭერ, თუ როგორ არის ეგ? 😀

პანიკა მაქვს ჩართული. მგონია რაღაც მრჩება. მხოლოდ ხელბარგით მივდივარ (შიდა ფრენების დროს ბარგი ფასიანია და მაგდენი ფული არ მაქვს) და ჩემი ჩანთა რამდენჯერმე ავწონე იმაში დასარწმუნებლად რომ 8 კგ-ს არ აღემატება. სულ რაღაც 6.2 გამოვიდა.
ტვინში მილიონჯერ გადავავლე თვალი ნივთებს რომლებიც ჩავდე და მაინც მგონია, რომ რამე მავიწყდება.
მთავარია პასპორტი, პირადობა და ფული თან მაქვს. დანარჩენს ალბათ ეშველება 🙂

P.S ბოლო დროს ჩამოვარდნილმა თვითმფრინავებმა ცოტა დამძაბა. თუმცა, ჩემს თავს მაინც იმას ვახსენებ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია და მსხვერპლის რაოდენობით ბოლო ადგილზე დგას. ასე, რომ ყველაფერი კარგად იქნება ^_^

6 thoughts on “რამდენიმე საათი გაფრენამდე

  1. Zeppelin97

    თეთრი შურით მშურს შენი 🙂 ამსტერდამი ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა მას შემდეგ, რაც ” the fault in our stars” წავიკითხე. მშვიდობიან ფრენას და არაჩვეულებრივი დროის გატარებას გისურვებ ❤ ოღონდ რომ ჩამოხვალ ერთი გემრიელი პოსტი უნდა მიუძღვნა შენს მოგზაურობას. დეტალურ აღწერას ველოდები 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობა ❤
      პოსტს კი აუცილებლად დავწერ. უფრო სწორად პოსტებს. ეჭვი მაქვს ერთი პოსტი უბრალოდ არ ეყოფა 2 კვირას 😀
      სტამბულსი 5 დღე ვიყავი და 5 პოსტი დავწერე :დ

      Reply
  2. Salomé Kanário Ust

    შენ მაგივრადაც მიხარია, უფრო სწორად, შენი განწყობა გადმომედო ❤
    ბედნიერი ვარ ^^

    Reply
  3. Kate

    ნუ ნერვიულობ.
    მშვიდად იყავი. ყველაფერი კარგად იქნება.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s