ამსტერდამი, ნიდერლანდები

სხიპჰოლის აროპორტიდან ამსტერდამის ცენტრალურ სადგურამდე მეტროს უნდა გაყვეთ. რომელიც 5 ევრო ( 4 ევრო ბილეთი, 1 ევრო მომსახურეობა) ღირს. ცენტრალური სადგურიდან დანიშნულების ადგილამდე შეგიძლიათ ფეხით, ან ტრამვაით მიხვიდეთ, რომლის ღირებულებაც 2.80 ევროა ( 60 წუთის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენოთ ბილეთი).

ამსტერდამი ზღაპარია.
გგონია დედამიწაზე არ არსებობს, ცალკე, დამოუკიდებელი სამყაროა და დამოუკიდებლად არსებობს. გგონია გარშემო ყველაფერი ჩაკეტილია და მხოლოდ ამსტერდამია, პატარა, 6 სართულიანი სახლები, ხის დარაბებით, ფანჯრებზე ყვავილებით და უამრავი ველოსიპედიანი ხალხი.
ხიდები, მდინარე, ბედნიერი სახეები, უამრავი ტურისტი და ქუჩებში ბოდიალის გარდა არაფერი რომ არ აკეთო მაინც ბედნიერი იქნები.
ძალიან წყნარი და მშვიდი ქალაქია, ოღონდ ყველგან მარიხუანის სუნია, ქოფი შოფებთან კიდევ უფრო🙂

IMG_7993

✔ ამსტერდამის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი ზოოპარკია. შესვლა 20 ევრო ღირს და მზად უნდა იყოთ, რომ ასე 4-5 საათი დაუთმოთ. უზარმაზარ ტერიტორიაზე უამრავი რამ არის სანახავი.

ზოოპარკის რუკა :)

ზოოპარკის რუკა🙂

ვოილერები ყველა ცხოველისთვის ცალ-ცალკეა შექმნილი და ყველა ცხოველს თუ ფრინველს თავისი ადეკვატური გარემო აქვს. ორ ერთნაირ ვოლიერს იქ ვერ ნახავთ. ყველაზე ძალიან რამაც გამაოცა ის იყო, რომ ვოლიერები ღიაა. რა თქმა უნდა ცხოველების ნაწილი (მაგ: ლომები, მგლები) ჩაკეტილ გალიაში არიან, მაგრამ უმეტესობა ღიაა და პრინციპში, რომ მოინდომონ თავისუფლად გამოვლენ და გაერევიან დამთვარიელებში, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ გამოდიან.

IMG_8163

✔ რედ ლაით დისთრიქთზე გოგოები კიარა ანგელოზები დგანან🙂 უმეტესობა მათგანი ძალიან კარგად გამოიყურება და ვიტრინიდან გეკეკლუცება. მსურველს შუძლია პირდაპირ ვიტრინაში შევიდეს, რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი ფულის გადახდის სანაცვლოდ. სამწუხაროდ დისთრიქთზე ფოტოების გადაღება აკრძალულია და არ მომეცა საშუალება დამეფიქსირებინა ის ყველაფერი რაც იქ ხდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ამსტერდამი საკმაოდ მშვიდი ქალაქია და ღამით ხალხი დიდად არ ჩოჩქოლობს, რედლაითზე ყოველთვის ბევრი ხალხი და ჩოჩქოლია, იქვე შეიძლება კოკაინის შოვნაც. ვიღაც ადამიანები გვერდზე ჩაგივლიან და გიჩურჩულებენ რომ კოკაინი აქვთ. ალბათ ბევრი კოკაინის და მოსაწევის ბრალია, რომ ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში სასწრაფოს ხმა კაი ხანს ისმოდა.

✔ ბევრისგან მსმენია სექს მუზეუმი მასთ სიი ადგილიაო. იაფი ღირს შესვლა, სულ რაღაც 4 ევრო და ალბათ ეგ გახდა საფუძველი რომ მაინც შევედი. თავიდანვე დიდად არ მაინტერესებდა და ბოლოს მივხვდი კიდეც რომ მივქარე. ეგეთი უინტერესო და მოსაწყენი ადგილი ამსტერდამში ძალიან ცოტაა. პრინციპში, გემოვნების ამბავია, ბევრს მოსწონს🙂

sex museum

✔ The Dungeon-ს შემთხვევვით მოვკარით თვალი ტრამვაით შინ რომ ვბრუნდებოდით. საშინელებათა ოთახი გვეგონა. პრინციპში, სულ ცოტათი აღმოჩნდა კიდეც. საშიში ნაკლებადაა იქაურობა, სამაგიეროდ ვიზუალური გაფორმებაა გადასარევი! 1 საათის განმავლობაში გაჩვენებენ ესპანურ იკვიზიციას, რომელიც ჰოლანდიას შეეხო.  როგორი იარაღები არსებობდა საწამებლად, როგორ ასამართლებდნენ ხალხს, როგორ და რატომ წვავდნენ ჯადოქრებს კოცონზე, რა ხდებოდა იმ პერიოდში გემზე და ა.შ. 22 ევრო ღირდა შესვლა, პრინციპში ძვირია. თუმცა არ ვნანობ რომ მანდ ვიყავი.

the dungeon amsterdam

ამსტერდამი ჩემი ოცნების ქალაქი იყო წლების განმავლობაში და ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. თითქოს ჯერ ისევ არ მჯერა, რომ იქ ვიყავი, რომ პატარა ქვაფენილიან ქუჩებზე დავბოდიალობდი, რომ ხიდიდან ხიდზე ყოველი გადასვლისას ვფიქრობდი, რომ ზღაპარში ვიყავი.

P.S ძალიან მარტივი გასარჩევია ვინ ადგილობრივია და ვინ ტურისტი🙂 თუ ველოსიპედზე დაინახავთ ადამიანს, რომელიც ორივე ან თუნდაც ერთი ხელით ჩაფრენილია საჭეს და მხოლოდ პირდაპირ უყურება და ყველა წვრილმანზე ასიგნალებს ე.ი ტურისტია, ხოლო ადამიანი რომელიც თან ველოსიპედზე ზის, თან ყავას სვამს, თან სიგარეტს ეწევა და თან ტელეფონზე ლაპარაკობს ე.ი ადგილობრივია. ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია და მათთვის უზარმაზარი პარკინგი არსებობს.

amsterdam

5 thoughts on “ამსტერდამი, ნიდერლანდები

  1. Pingback: 2014 | სიყვარულოვნას ბლოგი

  2. Pingback: აბიტურიენტობიდან იურისტობამდე | სიყვარულოვნას ბლოგი

  3. Pingback: hhh | მარიშკას ბლოგი

  4. Pingback: stokholmi | tamarkarelidze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s