ჰააგა, ნიდერლანდები

ამსტერდამიდან ჰააგაში მატარებლით მოსახვედრად დაახლოებით 40-50 წუთი გჭირდებათ. მატარებელი ამსტერდამის ცენტრალური სადგურიდან გადის და საკმაოდ კომფორტულია, აღსანიშნავია, რომ wifi-ც არის და შესაბამისად გზაში ნამდვილად ვერ მოიწყენთ. პრინციპში, გზად უამრავი საინტერესო და ძალიან ლამაზი დასახლებაა, რომელთა თვალიერების შემთხვევაშიც ვერ მოიწყენთ🙂 ბილეთის ფასი 11 ევროა. მე რომ მივდიოდი უკან დასაბრუნებელი ბილეთიც ავიღე და შესაბამისად 23 ევრო (22 ევრო გზა, 1 ევრო მომსახურეობა) დამიჯდე. პრინციპში, ცოტა ძვირია, ყოველშემთხვევაში მე მეძვირა, მაგრამ ნამდვილად ღირს.

Den haagმიუხედავად იმისა, რომ ჰააგა და ამსტერდამი საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან, მაინც რადიკალურად განსხვავებული ქალაქებია. ამსტერდამი ველოსიპედების ქალაქია, ჰააგა არა (მაგრამ სხვა ქალაქებთან შედარებით, სადაც ვიყავი, ჰააგაშიც საკმაოდ ბევრი ველოსიპედია), ამსტერდამში პატარა, 6 სართულიანი, ვიწრო სახლებია, ჰააგაში არა, ამსტერდამში ვიწრო, ქავეფენილიანი ქუჩებია, ჰააგაში არა.
ჰააგაში მდებარეობს სახელმწიფოს მეთაურის, ქვეყნის პარლამენტისა და პრემიერის, პარტიათა რეზიდენციები, ფაქტობრივად, პატარა პოლიტიკური ქალაქია, სადაც ძირითადად სოლიდურად ჩაცმული ადამიანები დადიან. სხვათაშორის, ამსტერდამშიც და ჰააგაშიც ძალიან ბევრს შეხვდებით შარვალ-კოსტუმით რომ მართავენ ველოსიპედს.

რაც მთავარია, ჰააგაში მდებარეობს გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. სასამართლოს მიზანი სახელმწიფოებს შორის დავის გადაწყვეტაა, ის ასევე იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებზე.  ჩემი მიზანი ამ სასამართლოს ნახვა იყო.

სადგურიდან რომ გამოვედით ვცადეთ ხალხისთვის გვეკითხა სასამართლოს ადგილმდებარეობა, რამდენიმე ცდის შემდეგ დავნებდით, არავინ არ იცოდა. ბოლოს გუგლმეფის საშუალებით მივაგენით. ჩემდა სამარცხვინოდ არ ვიცოდი, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლო მშვიდობის სასახლეში იყო. ალბათ მშვიდობის სასახლე, რომ მეკითხა ყველა მიგვასწავლიდა გზას🙂

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

მშვიდობის სასახლე, მზე უადგილო ადგილას იყო და კარგი სურათები ვერ გადავიღე

 

მშვიდობის სასახლე 1913 წელს გაიხსნა, თავდაპირველად აქ განთავსებული იყო საარბიტრაჟო სასამართლო. 1899 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ჰააგის მშვიდობის კონფერენციაზე, შეთანხმდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო სასამართლო და გამოიყო 1.5 მილიონი დოლარი მშვიდობის სასახლის ასაშენებლად.

ძალიან გული დამწყდა, რომ სასამართლო, კიარადა მშვიდობის სასახლე, მხოლოდ გარედან ვნახე. სამწუხაროდ, მაინც და მაინც იმ დღეს არ იყო ტურისტებისთვის ღია. საერთოდაც, როგორც აღმოჩნდა, იმისათვის, რომ სასამართლოში მოხვდე, რამდენიმე დღით ადრე უნდა ჩაეწერო. იმედია სხვა დროს აუცილებლად მოვხვდები შიგნით და ჭიშკართან სელფების გადაღებით არ დავკმაყოფილდები.

ჰააგა საკმაოდ ლამაზი და მშვიდი ქალაქია. მე ვიტყოდი, ძალიან მშვიდიც კი. იმდენად მშვიდი რომ 2 დღეზე მეტხანს ვერ გავჩერდებოდი. ბევრი ვერაფრის ნახვა მოვასწარით, სულ 5 საათით ვიყავით მგონი. მაგრამ რაც ვნახე ძალიან მომეწონა❤

IMG_8286

4 thoughts on “ჰააგა, ნიდერლანდები

  1. Pingback: 2014 | სიყვარულოვნას ბლოგი

  2. Pingback: hhh | მარიშკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s