პრაღა, ჩეხეთი

ამსტერდამში 1 კვირიანი ვოიაჟის შემდეგ პრაღას მივადექით. ფრენა იმაზე ნახევარი საათით ნაკლები გაგრძელდა ვიდრე დაგეგმილი იყო.
პირველი რაც პრაღაში გადამხდა ის იყო, რომ აეროპორტის გასასვლელთან სრულიად მარტო დავრჩი. აეროპორტიდან გამოვედი, ავტობუსში ავედი, ბარგი მოვათავსე და განრიგის სანახავად დაბლა ჩამოვედი, მაინტერესებდა რომელ საათზე გავიდოდა. საბოლოო ჯამში სანამ მე განრიგს ვნახულობდი ავტობუსმა წრიპინი ატეხა, კარებები დახურა და ცოცხალი თავით აღარ გამიღო. საბედნიეროდ მახსოვდა ნომერი და ვიცოდი, რომ ბოლო გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავი. თემო და კობა იქ მელოდებოდნენ🙂

pragueპრაღაში მე ევრო მქონდა წაღებული და აროპორტში ძალიან მცირე ნაწილი, მგზავრობისთვის რაც დამჭირდებოდა, ის გადავახურდავე. ძალიან ცუდი კურსი აქვთ აეროპორტში, 1 ევროდ 23 კრონა (ჩეხური ფული) მოგივათ. ძალიან გამაოცა მომსახურე პერსონალმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი გადამეხურდავებინა, ჯერ მკითხა რამდენი ხნით რჩები მხოლოდ 20 ევროს რომ ახურდავებო, ისაო ესაო, ბოლოს ისიც მითხრა ტაქსისთვისაც კი არ გეყოფაო, ვუთხარი ავტობუსით მივდივარ-მეთქი და შემეშვა. პრაღაში რთულია ფულის გადახურდავება, ან ძალიან ცუდი კურსია, ან კიდევ უსაშველოდ მაღალ საკომისოს იღებენ. თუმცა არის ერთი კარგი ადგილი, არაბების სავალუტო პუნქტი, სადაც ხელსაყრელად დაახურდავებთ და საკომისიოსაც არ წაგართმევენ.  მე რომ გადავახურდავე 1 ევროდ 27 კრონა (თუ 26?) მომივიდა.

აეროპორტშივე შეგიძლიათ იყიდოთ ავტობუსის ბილეთი, რომელიც 32 კრონა ღირს და მისი გამოყენება 90 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ. ბილეთი მოქმედებს ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით და შემდეგ უკვე მეტროთი მივედით. სხვათაშორის მეტროს სადგურები თბილისში ბევრად უკეთესია, ნუ თუ იმას არ გავითვალისწინებთ, რომ პრაღაში სადგურების უმეტესობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია.

კობა პრაღაში თავს ისე გრძნობს როგორც თევზი წყალში🙂 შესაბამისად, ჩვენი ბინის მოძებნა სულაც არ იყო რთული.

პრაღა ძალიან ლამაზი ქალაქია, დღისითაც და ღამითაც. თუმცა, ის რაც პრაღაში მომეწონა ძალიან მცირე, პატარა მოედანია, ძველი ქალაქი. სწორედ ამიტომ 6 დღე პრაღაში ძალიან ბევრია. ჩემი აზრით სრულიად საკმარისია 3-4 დღის გატარება, ვინაიდან და რადგანაც ამ 3-4 დღეში ყველაფრის დათვალიერებას მოასწრებთ.

prague

პრაღის ციხე-სიმაგრე მგონი ყველა წერტილიდან ჩანს. სანამ იქამდე ავიდოდი ვფიქრობდი, რომ საკმაოდ მაღლა იყო, თუმცა ასვლა არ გამჭირვებია. შორიდან ულამაზესია, ახლოდანაც ლამაზი იქნებოდა 4-5 სართულიანი, საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები რომ არ ფარავდეს. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ძალიან მაღიზიანებდა ეგ შენობები. ან ვის მოუვიდა თავში მაგის აშენება, ან რატომ არ ანგრევენ:/ არ ვიცი.
პრაღის ციხე-სიმაგრე ადრე მეფებიის, დღეს კი ჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციას წარმოადგენს. რამდენადაც ვიცი ის მსოფლიოში უდიდესი საპრეზიდენტო რეზიდენციაა. გინესის მიხედვით კი მსოფლიოში არსებული უძველესი ციხესიმაგრეებიდან უდიდესია, მოიცავს 70 000 კვ.მ. ფართობს. რეზიდენციიდან ულამაზესი ხედი იშლება, ისეთი, იქ ყოფნა და ყურება რომ არ მოგბეზრდება.

prague castle

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც მინდა გამოვყო ლენონის კედელია. კედელზე თავიდან ჯონ ლენონის სახე დახატეს, შემდეგ უკვე ბიტლზების სიმღერებიდან ციტატების მიწერა დაიწყეს. ამით ახალგაზრდები ერთგვარ პროტესტს გამოთქვამდნენ საბჭოთა კავშირის მიმართ. კედელი მუდმივად იცვლება. ტურისტები მიდიან და საყვარელი სიმღერებიდან ნაწყვეტებს წერენ. ძალიან სასიამოვნო იყო იქვე მყოფი გიტარიანი კაცის მოსმენა, რომელიც ბიტლზის რეპერტუარს ასრულებდა.

prague, lenon wall

 

pragueპრაღაში, ასტრონომიული საათის წინ, ყოველ სრულ საათზე იმდენი ტურისტი იყრის თავს, რომ იქიდან თავის დაღწევა ცოტათი რთულია🙂
ასტრონომიული საათი 1410 წელს დაამონტაჟეს. 1490 წელს მას მიუმატეს კალენდარული (მზის) საათი და ორივე მოაპირკეთეს გოთიკული არქიტექტურის ფიგურებით. საათში ერთხელ, სრულ საათზე, სარკმლები იხსნება და მოციქულები წრეზე ტრიალებენ, “მოციქულების სვლა” – ასე უწოდებენ ამ სანახაობას და სწორედ ამ სანახაობისთვის უამრავი ადამიანი იკრიბება. მეც ვიდექი შუადღის 2 საათზე, მზეში, და ველოდებოდი მოციქულების სვლას, მეგონა რამდენიმე წუთს მაინც გაგრძელდებოდა, მაგრამ მწარედ შევცდი:/ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, ტურისტებიც მიმოიფანტნენ. ცოტა იმედები გამიცრუვდა. უფრო დიდ სანახაობას ველოდებოდი.
ლეგენდის თანახმად, ასტრონომიული საათის დამმონტაჟებელი მოკლეს, ამაზე უკეთესი რომ აღარ გააკეთესო.

prague

ერთ-ერთი ყველაზე კარგი და აუცილებლად სანახავი ჩარლის ხიდია. როგორც ამბობენ, პირველი ქვა ხიდის მშენებლობისთვის 1357 წლის, 9 ივლისს, 5:31 საათზე დადებულა. იღბლიანი ციფრები (135797531) ასტრონომებმა ჩარლს IV-ს მისცს და მშენებლობაც მაგიტომ დაიწყო ამ დღეს და ამ საათზე. თუმცა, კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად, ხიდის აშენების დროს კვერცს იყენებდნენ, რათა ქვა უფრო მტკიცე და ძლიერი ყოფილიყო. ქვის ბლოკებში მართლაც არის რაღაც ორგანული და არაორგანული ნივთიერებები.
ჩარლის ხიდის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი მათგანის მოსმენა ამ ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ:  http://youtu.be/tfj2ORAWtjs

 

 

მომეწონა პრაღა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უხეშია და ეს განსაკუთრებით ვიგრძენი ამსტერდამის შემდეგ. მომეწონა ის ფაქტი, რომ საკმაოდ იაფი ქალაქია და 1 კვირაში დაახლოებით 80 ევრო დავხარჯე ( საცხოვრებლის გარეშე). განსაკუთრებით ჩეხური სასმელი, ბეჰეროვკა და ლუდი მომეწონა ^_^ თუმცა, ბევრი დადებითი ემოციის მიუხედავად, ჯერჯერობით იქ დაბრუნება არ მინდა. ალბათ ბევრი წლის შემდეგ ისევ სიამოვნებით ვესტუმრები.

prague

 

 

6 thoughts on “პრაღა, ჩეხეთი

  1. Pingback: 2014 | სიყვარულოვნას ბლოგი

  2. Pingback: აბიტურიენტობიდან იურისტობამდე | სიყვარულოვნას ბლოგი

  3. Pingback: hhh | მარიშკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s