დრეზდენი, გერმანია

პრაღაში 6 დღე გვიწევდა ყოფნა, რაც საკმაოდ ბევრია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შორიახლოს არსებულ რომელიმე ქალაქში წავსულიყავით. ბევრი მსჯელობის შემდეგ დრეზდენზე შევჩერდით.

პრაღადან დრეზდენში დაახლოებით 2 საათის სავალი გზაა, ცოტა მეტი და დაახლოებით 990 კრონა (85 ლარი) ღირს პრაღა-დრეზდენი-პრაღა. ბილეთების ყიდვა სადგურ  Florenc Praha-ში შეგიძლიათ. ავტობუსი დილის 7 საათზე გავიდა და 10-ის წუთებზე უკვე დრეზდენში ვიყავით.
წინა ღამით სახელდახელოდ მოვძებნეთ მასთ სი ადგილები, ამოვიწერეთ და იმით ვხელმძღვანელობდით. სანახავი ადგილები ძირითადად ერთ ადგილასაა თავმოყრილი.

ცვინგერის სასახლე

„ცვინგერი“ 1711 – 1722 წლებში ბაროკოს სტილში ააშენეს. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს საგრძნობლად დაზიანდა. 1963 წელს დასრულდა სასახლის რესტავრაცია და დღეს თითქმის იმ ფორმაშია აღდგენილი, როგორიც ომამდე ოყო. ცვინგერის სასახლე გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.

ცვინგერის შენობებში საქსონიის მნიშვნელოვანი საგანძური ინახება: ფაიფურის კოლექცია, მათემატიკურ-ფიზიკური სალონი, იარაღის გამოფენა, მინერალოგიის და გეოლოგიის მუზეუმი, ასევე წარმოდგენელია ძველი ფერწერული ტილოების გამოფენა.

ცვინგერის სასახლე

ფრაუენკირხე

დრეზდენის ღვთისმშობლის ტაძარი, ფრაუენკირხე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა დრეზდენში. დრეზდენის ფრაუენკირხე თითქმის სრულიად განადგურდა მეორე მსოფლიო ომში საჰაერო დაბომბვის დროს და აღდგენილ იქნა როგორც ყოფილი მტრების შერიგების ისტორიული სიმბოლო. ტაძრის ფასადის რეკონსტრუქცია დასრულდა 2004 წელს, ინტერიერისა კი – 2005-ში და 13 წლის ინტენსიური აღდგენა-მშენებლობის შემდეგ 2005 წლის 30 ოქტომბერს  ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს.

ფრაუენკირხე

kunsthofpassage

kunsthofpassage ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი უბანია მთელს დრეზდენში. საცხოვრებელი სახლის კორპუსის საწვიმარი მილები მუსიკალური ინსტრუმენტებითაა გაკეთებული და წვიმის დროს სასიამოვნო ხმას გამოსცემს. ცენტრიდან ცოტა მოშორებითაა და კითხვა კითხვით მივაგენით.

kunsthofpassage

kunsthofpassage kunsthofpassage-ს დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთ პარკში ვისვენებდით. აღფრთოვანებული ვიყავი სიმწვანით და სისუფთავით. იქვე ახლოს ერთ-ერთი ეკლესია იყო, სახელი აღარ მახსოვს:/ ძალიან დიდი და ძალიან ლამაზი.

IMG_8544

 

ძალიან ლამაზია  Procession of Princes  რომელიც 1870 – 1876 წლებში დაიხატა.

Procession of Princes

ლამაზი ქალაქია დრეზდენი. ერთი დღე ვიყავით, უფრო სწორად 11 საათი. უმეტესი მასთ სი ადგილების ნახვა მოვასწარით. თუმცა, ალბათ 2 დღე მაინც გინდა, რომ დრეზდენი თავიდან ბოლომდე დაათვალიერო.

drezden

 

 

 

8 thoughts on “დრეზდენი, გერმანია

    1. siyvarulovna Post author

      სიმართლე გითხრა ყველაზე ლამაზი ქალაქის სტატუსს მაინც ამსტერდამს მივანიჭებდი :3

      Reply
  1. Pingback: 2014 | სიყვარულოვნას ბლოგი

  2. Pingback: აბიტურიენტობიდან იურისტობამდე | სიყვარულოვნას ბლოგი

  3. Pingback: hhh | მარიშკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s