ბევრ ადამიანზე გონიერი ტელეფონები

ხანდახან ვფიქრობ, რომ ბევრი ტელეფონი ბევრ ადამიანზე მეტად გონიერია. მართალია ჩემი ტელეფონი ვერ იქნება ადამიანებზე გონიერი, მაგრამ, ამას წინათ Samsung galaxy note 4-ის და  გალაქსი ალფას  პრეზენტაციაზე ვიყავი და კი, ისინი ნამდვილად არიან გონიერები.

8 ოქტომბერს სამსუნგის ბრენდ შოფში სამსუგნის ორი ახალი ტელეფონის პრეზენტაციას დავესწარი. მიყვარს ჩემი ტელეფონი, თუმცა დაუფიქრებლად გავცვლიდი გალაქსი ალფაზე ^_^

ნოუთ 4-ის და ალფას პრეზენტაცია

გალაქსი ალფა ბევრს აგონებს დიზაინით აიფონს, ხშირად ხუმრობენ, ის ერთი ღილაკი დაუმრგვალონ და ეგ იქნებაო. თუმცა, გალაქსი ალფა თუნდაც იმიტომ მირჩევნია, რომ ანდროიდია. დახვეწილი, გემოვნებიანი და რაც მთავარია, იდეალური ზომების ტელეფონია. არც ისეთი დიდია რომ  მავანმა ტაფას შეადარონ და არც ისეთი პატარა უწინ რომ მქონდა და თავისუფლად შემეძლო ხელში დამემალა. მოკლედ, ჩემთვის იდეალური ზომისაა.  თანაც, Super AMOLED დისპლეისა და ლამაზი კიდეების კომბინაცია ქმნის შესანიშნავ ეფექტს. 4.7 ინჩის ზომის ეკრანი კი ყველაზე კარგი ზომის ეკრანია სმარტფონისათვის. მოკლედ, პრეზენტაციის შემდეგ ნამდვილად დავფიქრდი ჩემი კუნძი ტელეფონი ხომ არ გამოვცვალო-მეთქი.

Galaxy Alpha-ს შეძენა უკვე შეგიძლიათ სამსუნგის ბრენდ მაღაზიებში.

სამსუნგ გალაქსი ალფა

Samsung Galaxy Note 4 ცოტა დიდია ჩემთვის. თუმცა, არ შემიძლია თვალი დავხუჭო მის უამრავ სასარგებლო ფუნციაზე. მაგალითად, Galaxy Note 4-ის Ultra Power Saving Mode-ის საშუალებით შესაძლებელია 10%-ით დამუხტული ელემენტით მთელი დღე გაატაროთ ისე, რომ “ვაიმე ტელეფონი მიჯდება, რა მეშველება” არ გაიფიქროთ. მარტო ის რად ღირს, კამერა 16 მეგაფიქსელიანია, ხოლო შიდა კამერა 3.7 მეგაფიქსელი, იცით რა სელფები გამოდის? – იდეალური!

Note 4 აღჭურვილი იქნება 5.7 ინჩიანი Quad HD ეკრანით. ახალ Note-ი აგრეთვე ექნება ახალი თაობის ელემენტით, რომელიც ძალიან სწრაფად იმუხტება და რთულად ჯდება, პროცესორი იქნება ოთხ ბირთვიანი Krait 450 2.7 GHz, RAM 3 GB, შიდა მეხსიერება 32 GB, ხოლო ვიდეო ბარათი კი იქნება Qualcomm Snapdragon 805.

Samsung Galaxy Note 4-ის წინასწარი შეკვეთა 9 ოქტომბრიდან დაიწყო.
თქვენ უკვე შეგიძლიათ გამოსცადოთ მისი შესაძლებლობები და შეუკვეთოთ წინასწარ სამსუნგის ბრენდ მაღაზიებში თბილისში, რუსთავსა და თელავში.
ამასთანავე, მომხმარებელს, რომელიც წინასწარ შეუკვეთავს Note 4-ს, საჩუქრად გადაეცემა ინოვაციური ყურსასმენი – Galaxy Circles.
Galaxy Note 4-ის ოფიციალურად შეძენა მთელ საქართველოში შესაძლებელი იქნება 22 ოქტომბრიდან.

note 4

თქვენ იცით სამსუნგის დევიზი? – “დიდი ეკრანი – დიდი წარმატება”🙂

სამსუნგ გალაქსი ნოუთ 4-ისა და გალაქსი ალფას პრეზენტაცია სამსუნგის ბრენდ მაღაზიაში, ჭავჭავაძის 48 ნომერში ჩატარდა. ამავე მაღაზიაში შეგიძლიათ იხილოთ ორივე ტელეფონი და დატკბეთ მათი შესაძლებლობებით ^_^ სურვილის შემთხვევაში კონსულტანტები გაგარკვევენ ყველა აუცილებლ ფუნციაში.

10625084_831566666881619_2682334459261418041_n

P.S სამსუნგ გალახი ნოუთ 3-ისა და სამსუნგ გალაქსი ნოუთ 4-ის შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

 

3 thoughts on “ბევრ ადამიანზე გონიერი ტელეფონები

  1. Mari

    დიდი ეკრანი ჯიბეში არ ეტევა. ამიტომ ისევ გალაქსი ს5 მინი რჩება ჩემს ფავორტად, თუმცა ს4-ც მშვენივრად ქაჩავს ამ ეტაპზე :3

    Reply
  2. mirandulino

    რა განსხვავება სამსუნგსა და იფონს შორის, ეკრანის გარდა?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან დიდი სხვაობაა🙂 ერთი აიოსია და მეორე ანდროიდი. ამ ორს შორის კიდევ სხვაობა საკმაოდ ბევრია.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s