ჩემსა და ფამუქს შორის შავმა კატამ გაირბინა

კინგის მოთხრობების კითხვას რომ მოვრჩი, ჩემს თაროს მივადექი და ძებნა დავუწყე ისეთ წიგნს, რომელიც წაკითხული არ მაქვს. ჯევდეთ ბეი აღმოჩნდა ეგეთი.

მას შემდეგ, რაც ფამუქის თითქმის ყველა წიგნი წავიკითხე, რომელიც ქართულად არის ნათარგმნი (ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები დამრჩა), მივხვდი რომ ჩემსა და ფამუქს შორის შავმა კატამ გაირბინა.

თითქმის ყველა წიგნში არაფრით გამორჩეული სიუჯეტები აქვს, უამრავი აღწერა და ღრმა აზრები, რომელსაც ძირითადად ვერ ვიგებ. ხშირ შემთხვევაში ვერ ვხვდები რისი თქმა უნდა, ვერ ვხვდები რატომ იკითხება ასე ნელა და ვერ ვხვდები რატომ აქვს ძალიან ჩვეულებრივი, ფაქტობრივად ბანალური სიუჟეტები. მე მიყვარს წიგნები, სადაც ბევრი თავგადასავალია, სადაც ბევრი მოქმედებაა, სადაც რამე ხდება. ფამუქის წიგნებში ძირითადად არაფერი არ ხდება, უფრო სწორად, ხდება, მაგრამ ეს ამბავია გაწელილია 600-700-800 გვერდზე და ხანდახან ძალიან, ძალიან მოსაბეზრებელი ხდება.

საბოლოო ჯამში მივედი დასკვნამდე, რომ ფამუქის ორად ორ წიგნს არ გადავუსვამდი ხაზზს “უმანკოების მუზეუმს” და “თოვლს”. “უმანკოების მუზეუმში” რომ ბანალური სიუჟეტია, ეგეთი მგონი არც-ერთ წიგნში არაა. სამაგიეროდ მდიდარია სტამბულის აღწერით, რაც ძალიან მომწონს. “თოვლი” კი უბრალოდ მიყვარს. “თოვლში” უამრავ რამეზეა აქცენტი გაკეთებული, თან საინტერესოდ და რაც მთავარია, არ არის ის საშინელი აღწერები, რომლებიც ასე ძალიან მძულს.

საბედნიეროდ თაროზე გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე” ვიპოვე ^_^

“ჯევდეთ ბეის და მის ვაჟიშვილებს” მაინც წავიკითხავ, ოღონდ ჯერ არა. ჯერ ძალიან დამღალა ფამუქმა:/

P.S ამ ყველაფერს სტატუსად ვწერდი ფეისბუქზე. მერე მივხვდი რომ ამ სტატუსების ბრალია ბლოგზე რომ აღარ ვწერ და copy + paste-ით გადმოვიტანე new post-ის ფანჯარაში და ვარ ბედნიერი ^_^
P.P.S ფეისბუქზე სტატუსების წერა იმიტომ არის მარტივი, რომ სათაურზე არ გიწევს ფიქრი -_-

2 thoughts on “ჩემსა და ფამუქს შორის შავმა კატამ გაირბინა

  1. kevana

    ჰაჰ, ნუ მე რომ არ მომწონს ფამუქი ეს გასაგებია (უინტერესოდ მეჩვენება), მაგრამ შენგან მაგას არ მოველოდი😀😀😀😀
    გაიზარდე ალბათ და გადააფასე🙂 სხვა სახელი არც ჰქვია ამას მგონი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, არ ვიცი.
      პროსტა რომ იწყებ, კითხულობ, ამთავრებ, გგონია რომ რაღაცა გამოტოვე, ან დასაწყისი ან დასასრული და რჩები დიდ გაურკვევლობაში.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s