ნაღმი

ძალიან დიდი ხანი მეზარებოდა “ნაღმზე” პოსტის დაწერა. მაგრამ, ფილმის დასაწყისში ავტორებმა თქვენს ფეისბუქ გვერდზე დაწერეთ “ნაღმზე” რამეო, ან კარგი ან ცუდიო. ხოდა, ფეისბუქზე არა, მაგრამ ჩემს ბლოგზე კი დავწერ.

საერთო ჯამში ფილმი არ მომეწონა.
ყველაზე ცუდი და საშინელი რუსული გახმოვანება იყო. ფილმი ქართულ-ამერიკულია. მონაწილეობას იღებს ქართველი რეჟისორი, პროდუსერი, სცენარისტი, მსახიობი, ფილმი ინგლისურ-ქართულ ენაზეა და კინოთეატრებში გადის რუსულად გახმოვანებული. მესმის რატომაც უშვებენ სხვა ფილმებს რუსულად გახმოვანებულს, იმიტომ რომ მათ იციან, როგორ გაახმოვანონ ფილმი. ჩვენ – არა. მაგრამ, სრულიად გაუგებარი იყო რატომ აღმოჩნდა ქართული ფილმი რუსულად გახმოვანებული, მერე ტიტრებ დადებული და რატომ გაუშვეს ეს ყველაფერი ეკრანებზე. ისმის ინგლისური საუბრები, ახმოვანებენ რუსულად და ადევს ქართული ტიტრები და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იმდენად დამაბნეველი და ნერვებმომშმელია რომ ფილმზე ყურადღების გადატანა საკმაოდ რთული და ვიტყოდი შრომატევადი საქმეა.

სიუჟეტი იყო ძალიან მიზერული. ამასწინათ “ნაღმის” ფეიჯზე დაახლოებით ასეთი რამ ეწერა “ყველაზე შემზარავი ქართული თრილერი, მძაფრი შეგრძნებებიო…”. რა შემზარავი, რა თრილერი, რა მძაფრი შეგრძნებები -_- იმდენად მოსაწყენი სიუჟეტი იყო და იმდენად არაფერი არ ხდებოდა, რომ მომბეზრდა. თან ძალიან გაწელილია. 1 საათი და 45 წუთი ძალიან ბევრია. ალბათ, კარგი, საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდოდა.

the land-mine goes click

მოვლენები ვითარდება ბირთვისში. მონადირეა, რომელიც ამბობს რომ აქ ხშირად ვნადირობო და ფილმის დასრულებისას აღმოჩნდება, რომ ეს მონადირე ფოთში ცხოვრობს. ან აცდენაა ადგილებს შორის, ან ამ მონადირეს არ ეზარება ფოთიდან ბირთვისში სიარული სანადიროდ, თან ხშირად.  მე მაინც მგონია რომ ფილმში სერიოზული ლაფსუსია და აცდენაა გეოგრაფიულ ადგილებს შორის.

ორი რამე მომეწონა. დასასრული და მსახიობების თამაში. კოტე თოლორდავა ძალიან კარგად ასრულებდა თავის როლს, საკმაოდ ბუნებრივი და დამაჯერებელი იყო. დასასრული კი, ჩემთვის და ალბათ დარბაზში მჯდომი 25 კაცისთვისაც მოულოდნელი იყო.

არადა თრეილერი იმდენად მომეწონა ერთი სული მქონდა მენახა ეს ფილმი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s