ჩემი მეზობლები

ჩემს ზემოთ მცხოვრები მეზობლები ცოტა ხნის წინ გადმოვიდნენ. ალბათ 7-10 დღე იქნება. წარმოდგენა არ მაქვს ვინ ცხოვრობს, მაგრამ ხმით თუ ვიმსჯელებთ ახალგაზრდა ბიჭი უნდა იყოს და კიდევ გოგო, მგონი თაკო ქვია. სახლში გვიან ბრუნდებიან ხოლმე, ასე 12-ის ნახევრისკენ და ისეთი ხმაურით, რომ მეეჭვება მხოლოდ მე მესმოდეს მათი ლიფტიდან გამოსვლა.  გარდა იმისა რომ ხმაურიანები არიან, მგონი ყრუებიც უნდა იყვნენ. ტელევიზორის ყურება ყოველთვის გვიან ღამით, პირველზე, ორის ნახევარზე უნდებათ. მაშინ, როდესაც მე ჩემს თბილ ლოგინში ვწევარ და დაძინებას ვცდილობ. ტელევიზორს რა თქმა უნდა ბოლომდე აქვს აწეული, ჩამოივლიან ხოლმე ყველა არხს და ბოლოს მაინც რუსთავი 2-ზე აჩერებენ. რეკლამით ვხვდები. ტელევიზორის ხმა იმდენად მაღალია რომ დაძინებაში ყოველთვის ხელს მიშლის. შეიძლება მე მაქვს წიკები, იმიტომ რომ გვერდზე ოთახიდან საათის წიკწიკი თუ მესმის მაშინაც ვერ ვიძინებ და იმ ოთახის კარს ყოველთვის ვხურავ რომ არ შემაწუხოს. საათს აქამდე ყოველთვის ვუმკლავდებოდი, აი ტელევიზორს კი რა მოვუხერხო არ ვიცი. მინდა რომ სადმე შემხვდეს ჩემი მეზობელი და ვთხოვო ტელევიზორს ცოტა ხმადაბლა უსმინეთ-მეთქი. ჯერჯერობით არ მიმართლებს. თან, წარმოდგენა არ მაქვს ვიზუალურად როგორ გამოიყურებიან ჩემი მეზობლები.

images

ჩემს ქვემოთ მოქეიფე ოჯახი ცხოვრობს. მათთან სახლში თითქმის ყოველთვის ქეიფია. რაც ავტომატურად ხმაურს იწვევს. მაღალ ხმაზე იცინიან, მაღალ ხმაზე უსმენენ მუსიკას, რომელიც არ მომწონს და სადღეგრძელოებსაც მაღალ ხმაზე ამბობენ. ესენი ჩემს ზემოთ მეზობლებისგან განსხვავებით დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი ატანა ზაფხულში კიდევ უფრო შეუძლებელია. აივნის კარი ღია მაქვს, მათაც ღია აქვთ და ხმაური ყოველთვის შემოდის. უაზრო სიცილ-ხარხარი და ხმამაღალი საუბარი, ის, რაც მთვრალ/ნასვამ ადამიანებს სჩვევიათ. და ჰო, რა თქმა უნდა ეს ხმაური გვიან ღამემდე გრძელდება. აქამდე ყოველ საღამოს მუსიკასაც ხმამაღლა უსმენდნენ. იმას, რაც არ მომწონს და მეზიზღება, მაგ: რამდენი მალოდინე, ნინო ჩხეიძე და ა.შ. და რა თქმა უნდა გვიან ღამემდე. ერთხელ ვუსაყვედურეთ და მის შემდეგ მუსიკას აღარ შევუწუხებივარ. ეხლა მხოლოდ მათი გამუდმებული ქეიფი, სიცილი, ხარხარი და ხმამაღალი საუბარი მიშლის ხელს.

სხვების არ ვიცი, მაგრამ მე პირველი საათისთვის ყოველთვის ვწევარ ლოგინში და ვცდილობ დავიძინო, მაგრამ ხელს ხმაური მიშლის.

12 thoughts on “ჩემი მეზობლები

  1. თამრი

    ოჰ მეზობლები😀
    ჩემი ზედა მეზობელი ჯადოქარს მეძახის, მეზობლებში ჭორაობს რომ მხრებზე კატები მაზის და ჯადოებს ვაკეთებ. პატრულშიც იჩივლა მაგ თემაზე😀
    რაც კატა მყავს, არ მასვენებს😀

    Reply
      1. თამრი

        მთლად უარესი, მე და დედაჩემს ქუჩაში რომ გვხვდება, პირჯვარს იწერს ხოლმე😀

  2. Administrator

    წერილი დაუტოვე კარებში ტელეფონის ნომრით. მივლენ, ნახავენ. თუ პრეტენზიები დაუჩნდებათ დაგირეკავენ.

    Reply
      1. Administrator

        გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. პატრულის გამოძახებას თუ დაპირდები შეიძლება უშველოს🙂

  3. მარი !

    უბნის პოლიციას შეატყობინე ,გააფრთხილებენ და გაჩუმდებიან. ჩემს კორპუსშიც იყო ასეთი შემთხვევა და იგივე ხერხით ”მოჯდნენ ” …. მშვიდად მძინავს ღამე ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ასე მგონია ჩემი ოთახის ჭერზე ნახვრეტებია და იმიტომ ჩამოდის ხმაური. ლამის ყველაფერი მესმის რაზე ლაპარაკობენ:/

      Reply
  4. შალიკონე

    ნამდვილი მოსიყვარულე მეზობლის პოსტის🙂 ისე მართალია ყველამ კეთილი ინებოს და 10-ზე ხმას დაუწიოს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზოგადად ჩემს მეზობლებს არაფერს ვერჩი. ღიმილით ვესალმები მშვიდობიანი ურთიერთობა მაქვს, არც 10-ზე ვითხოვ ტელევიზორისთვის ხმის დაწევას. მაგრამ 1-ზე, 2-ის ნახევარზე ნამდვილად არ მინდა ტელევიზორის ხმა არ მაძინებდეს.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s