აჩუქე ბედნიერება სხვას

ახალ წელზე მეტად მგონი საახალწლო სამზადისი მიყვარს. ძალიან მწყდება გული, რომ თბილისში ეს ყველაფერი მხოლოდ ჭაღების ჩამოკიდებით იწყება და მთავრდება კიდეც. რამდენიმე მაღაზია მანათობელ ნათურებს გამოკიდებს, შუშებზე ქაღალდისგან გამოჭრილ ფიფქებს მიაკრობს, ერთ-ორ სათამაშოსაც მიკიდებს სადმე და… ელოდება ახალ წელს.

არადა, ახალ წელს იდეაში ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს, ქუჩებიც, მაღაზიებიც და იქნება ამის მერე მაინც იყვნენ ადამიანები ბედნიერები. მე მჯერა რომ კარგ გარემოს შეუძლია ადამიანის ხასიათზე იმოქმედოს.

თქვენი არ ვიცი და მე ყოველ ახალ წელს განსაკუთრებულად ველი კოკა-კოლას ღონისძიებებს, რადგან ისინი ყოველთვის გამორჩეული და პოზიტიურია, ეს ბრენდი აშკარად ცდილობს იზრუნოს მომხმარებლების ხასიათზე და  ზამთრის ცივი და უჟმური დღეები ხალისიანი და პოზიტიური გახადოს.

10257419_767807666605876_2796306256728302912_o

ამიტომ ყურადღებით ვადევნებ თვალს კოკა-კოლას ფეისბუქგვერდს. აქ შეხედვა განსაკუთრებით წინასაახალწლოდ მიყვარს. შედიხარ, სქროლავ და ახალწელს გრძნობ. წელს ძალიან მომწონსკოკა-კოლას კამპანია თავისი კეთილი მოწოდებებით. თითქოს რა მარტივია იმის მიხვედრა, რომ ბედნიერების გასავრცელებლად  არ არის საჭირო ზედმეტი ძალისხმევა და სიკეთის კეთება ზედმეტი დანახარჯის გარეშე შეიძლება, მაგალითად ღიმილით, კომპლიმენტის თქმით, უცნობის დახმარებით, ნაცნობის მოკითხვით… მაგრამ სამწუხაროდ ყოველდღიური საზრუნავით დატვირთულებს სულ არ გვახსოვს ეს მარტივი ჭეშმარიტება და გაღიმებაც კი გვავიწყდება. შეგიმჩნევიათ ქუჩებში ხალხი როგორი შეწუხებული სახეებით დადის? ერთმანეთს ვერც კი ამჩნევენ. არადა ერთმა ღიმილმა შეიძლება მთელი დღე შეგიცვალოს და პოზიტივით დაგმუხტოს. მერე შენც გაუღიმებ სხვას, ის კიდევ სხვას და ა. შ. ბედნიერება ხომ გადამდებია ^_^  სხვას რომ ჩუქნი ბედნიერებას მართლა ძალიან მაგარი გრძნობაა!

ეს ნახევრად სახუმარო და სინამდვილეში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი „ყოველდღიური დავალებები“ ამიტომ ძალიან მომწონს. ისეთებია, ყოვედღე რომ არ/ვერ ვასრულებთ იმიტომ რომ ან გვეზარება, ან თავში აზრად არ მოგვდის რომ გავაკეთოთ ან კიდევ რავიცი, მიზეზს რა დალევს რამის არ გასაკეთებლად. ხოდა, კოკა-კოლას ეს დავალებები ერთგვარი ჩელენჯია – ახალ წლამდე ყველა მათგანს თუ შეასრულებ  ყოველდღე კარგ განწყობას შეუქმნი სხვას და შესაბამისად შენც გადასარევ ხასიათზე იქნები. რამდენიმე მათგანის შესრულება ვცადე, მაგალითად, ქუჩაში გავუღიმე რამდენიმეს (ღიმილითვე არც-ერთმა მათგანმა არ მიპასუხა:/ ვერ ხვდებოდნენ რა მინდოდა), ჩავეხუტე დედაჩემს და ავტობუსში მოხუცსაც გამოველაპარაკე, სხვა დროს უბრალოდ ძალიან დამეზარებოდა. ზოგიერთს უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევასრულებ:/ იმიტომ რომ შეყვარებული არ მყავს ყვავილები რომ ვაჩუქო და არც ვინმე მიყვარს სიყვარული რომ ავუხსნა. სამაგიეროდ, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ეს დავალება და თამამად ამიხსნათ სიყვარული :3 ნუ, მე თუ არა იმას მაინც ვინც გიყვართ😀

10303741_10153762136258306_753884691040948658_n

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s