სულელური საახალწლო სამზადისი

როდესაც მარშრუტკაში ცოტა ხალხია და სააკაძეზე საცობია, საუბარი რა თქმა უნდა “უიმე რა საშინელი საცობიათი” იწყება და სრულდება საახალწლო გეგმებით.
როგორც წესი საცობზე მოთქმა გოდება 5-10 წუთს გრძელდება ხოლმე. მერე ეგუებიან სიტუაციას, გადარეკავენ, გააგებინებენ რომ აგვიანდებათ და გვერდზე ან წინ მსხდომებთან იწყებენ საუბარს და გამორკვევას რა შეიძლება გაკეთდეს ამ საშინელი საცობების გასაქრობად. ხსნის გზას ვერ პოულობენ. ბოლოს ამბობენ რომ, “აი ჩემმა შვილმა მანქანა გარაჟში გააჩერა, ამ საცობებში ვერ ვივლიო”, “ჩემს ქმარს ურჩევნია მარშრუტკით იაროს ვიდრე მანქანით, უფრო იაფი უჯდება” და ა.შ.

საახალწლო სამზადისი და გეგმები ბოლო დროს გახდა აქტუალური. როგორ მიდიან საცივამდე და გოზინაყამდე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მარშრუტკაში ახალ წელს და გოჭს აუცილებლად მოიხსენიებენ. უმეტესობა თვლის, რომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გოჭის ხორცი, საცივი და გოზინაყი, აბა ისე რა ახალი წელია?! ნუ, მართალია საგოჭედ არ ულხინთ, მაგრამ რაღაცას იზამენ.

ნეტა საიდან ან რატომ დამკვიდრდა ადამიანებში ის, რომ ახალ წელს სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს უამრავი საჭმელი. ან თუ დაფიქრებულან ნეტა, საჭიროა კი? გასაგებია, ახალი წელი მოდის, მეერე? ამის გამო ვალი უნდა ავიღოთ, გავაკეთოთ უამრავი საჭმელი, თავი მოვიწონოთ სანათესაოში და სამეზობლოში, რომ აი მე ესა და ეს მქონდა სუფრაზე და დავაყოლოთ ჩიტის რძე არ აკლდაო?

მე თუ მკითხავთ, ახალი წლის შეხვედრა საჩუქრებით, ტკბილეულით და ცოტა ოდენი ალკოჰოლით იდეალური იქნება! იმ საცივის გაკეთება კი წლის სხვა დროსაც შეიძლება.

P.S მე ძალიან მაინტერესებს სხვისთვის გოზინაყის ჭმევა და დაყოლება “ასე ტკბილად დამიბერდი” საიდან მოვიდა.

Advertisements

11 thoughts on “სულელური საახალწლო სამზადისი

  1. MrsMarch

    “მანქანა გააჩერა” უმეტესად ტყუილია ხოლმე ჩემი დაკვირვებით :დ აბა საიდან ამდენი მანქანები?
    საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით, მე მომწონს იდეა, რომ სამზადისი და მღელვარება უნდა ახლდეს დიდ დღესასწაულს, მაგრამ არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ამას სხვებისთვის საჩვენებლად, ვალდებულების გამო აკეთებენ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ მომწონს უამრავი საჭმელი 😦 მაგრამ, კიდევ უფრო მეტად არ მომწონს ამ უამრავი საჭმლის გამზადება იმიტომ რომ ასეა საჭირო. ვისაც უსწორდება კი ბატონო, მაგრამ როდესაც არც ფინანსები გისწყობს ხელს და არც განწყობა მაშინ რა საჭიროა? 😦
      “მანქანა გააჩერა” კიდევ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის 😀 და თბილისში მანქანების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს 😀

      Reply
  2. redheaded-creep

    უაზროდ და მარტო ვიღაცის საჩვენებლად რამის გაკეთება სისულელეა თავისთავად… მარა გოზინაყს რას ერჩი კაცო :დ უბრალოდ რატო მარტო ახალწელს ეგ ვერ გავიგე ^_^ ყოველდღე უნდა გავაკეთოთ ❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გოზინაყს არაფერს ვერჩი პრინციპში.
      თხილის გოზინაყი მიყვარს მე :3

      Reply
  3. LiLaC

    დღეს მშობლები მიგვყავდა მცხეთაში. დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მოვყევით რაღაც არნახულ საცობში. სადღაც 40 წუთი მაინც მივღოღავდით ალბათ. ბოლოს აღმოჩნდა რომ საცობი მთავრდებოდა “კარფურთან”… ალბათ ხალხი მიაწყდა წინასაახალწლოდ პროდუქტების შესაძენად ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა თქმა უნდა :/ ბოლო რამდენიმე დღეა კარფურში აუარება ხალხია.

      Reply
  4. red head

    ჰომ მეც მასე ვფიქრობ ,მერე მთელი წელი ამ ვალებს იხდიან სისულელეა. ტკბილეული უნდა გქონდეს დასალევი და მორჩა. ერთმანეთზე დალაგებული საჭმელი საშინელებაა ,რომელიც ორ დღეში ფუჭდება სამაგიეროდ ერტი წლის ვალი მიყვებათ დდ

    Reply
  5. Kate

    ძალიან კარგი პოსტია. აი ძალიან.
    ერთადერთი მინუსი, რა თქმა უნდა, შენი გრამატიკული შეცდომებია 😀 რომელზეც მე ნერვებს მეწეწება -_-

    მაგრამ პოსტი არის ძალიან კარგი. აი ისეთი რა, ერთი წაკითხვით რომ იკითხება. უფრო დიდიც რომ ყოფილიყო, იმასაც ეგრევე ჩავიკითხავდი.
    და საერთოდაც, შენ ხარ კარგი ადამიანი. მიყვარს შენი ბლოგი.
    ჰოდა, კიდევ ის უნდა მეთქვა, რომ ყველაფერში გეთანხმები.
    ჰოდა ბარემ ისიც, რომ ბედნიერებასა და გეგმების განხორციელებას გისურვებ ამ ახალ წელს.
    ჰოდა კიდევ ის, რომ ხომ ვითმ არაფერი, მაგრამ ჩემი ბლოგის მიმდევარი რომ გახდი, რაღაცნაირად გამიხარდა ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობა ქეთო ❤ გილოცავ ახალ წელს და 2014-ზე ბეეევრად კარგი წელი ყოფილიყოს :* :*

      როგორც წესი ასეთ პოსტებს ერთი ამოსუნთქით ვწერ, მერე არც ვუყურებ პოსტს და ისე ვაქვეყნებ 😀 ასე რომ არ მიკვირს გრამატიკული შეცდომები 😀
      მიხარია რომ მოგწონს ჩემი პოსტები :3

      და ჰო, ეხლახანს აღმოვაჩინე რომ არ ვიყავი შენი ბლოგის მიმდევარი 😦 შეიმ ონ მი!

      Reply
      1. Kate

        არანაირი შეიმ :*
        უბრალოდ მე არ ვაკეთებ იგივეს. ოღონდ არ იფიქრო, რომ შენს ბლოგს არ ვადევნებ თვალყურს. უბრალოდ საერთოდ არავის მიმდევარი არ ვარ. ფიდი მაქვს გაკეტებული და იქ მაქვს ყველა ბლოგი ჩაგდებული. მათ შორის შენიც.

        ხოდა, პოსტის შინაარსშიც გეთანხმები რა თქმა უნდა.
        თუმცა, რაღაც მომენტში მომწონს ეს სუფრები. ოღონდ არა იმდენად ჭამის გამო, არამედ უბრალოდ შეკრების გამო რა. ანუ გართობის გამო. 10 კაცი რომ შეიკრიბოს და გაერთოს. სულ მინდოდა, ჩემს ოჯახსა და ნათესაობაში ყოფილიყო ასეთი მასშტაბური ქეიფები. სენტიმენტალური გავხდი ნამეტანი. თან 2015 წლის ახალ წელს სრულიად მარტო შევხვდი და ნერვები მეშლება ამაზე.
        ნუ მოკლედ.

        ხოდა, სურვილისთვის დიდი მადლობა. ❤
        შენ მოგზაურობას გისურვებ. ჩემს თავსაც.
        კიდევ რა გინდა? რაც გინდა, ყველაფერი აგხდენოდეს.
        მე მოგზაურობა, კარგი სამსახური და კარგი ხელფასი მინდა, რომ მერე ისევ და ისევ ვიმოგზაურო.
        კიდევ მინდა ბევრი კარგი მეგობარი. ბევრი კარგი ადამიანი ირგვლივ. რაც არ უნდა ბევრი ადამიანი მყავდეს, მაინც უფრო მეტი მინდა. მიყვარს ადამიანების გაცნობა.

        ვაიმე, გამაგდე 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s