აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

2010 წლის 30 იანვარს მე აბიტურიენტი ვიყავი და სიყვარულოვნას ბლოგი შევქმენი. მის მერე 5 წელი გავიდა.
ჩვეულებრივი, სტანდარტული აბიტურიენტობა მქონდა. ვიყავი ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი🙂 ვემზადებოდი მასწავლებლებთან და ვაპირებდი ჩამებარებინა იმ ფაკულტეტზე, რომელიც წლების წინ შევარჩიე – იურიდიულზე.

2015 წლის 30 იანვარს ვორდფრესმა სიყვარულოვნას ბლოგს დაბადების დღე მიულოცა. 5 წელი გავიდა. დღეს გავიგე ბოლო გამოცდის ქულაც და უკვე იურისტი ვარ. 4,5 წელი ვსწავლობდი უნივერსიტეტში. დამატებითი სემესტრი დავასრულე ეხლახანს.

მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ზე უამრავ ცუდ რაღაცას ამბობენ, მაინც ძალიან მიყვარს. არ ვიცი სხვა ფაკულტეტებზე რა ხდება, მაგრამ რაც მესმის იმ ფაქტებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული ფაკულტეტი საუკეთესოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ზუსტად ვიცით როდის გაიხსნება ბაზები, როდის დაემატება ადგილები კონკრეტულ საგნებს და ა.შ.

Mr._Happyალბათ გამიმართლა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლექტორი მახსენდება, რომელიც მძულს და ვერ ვხვდები რატომ არის დღემდე თსუ-ში. მგონი ეგ და უნივერსიტეტი ერთი ასაკისანი არან, 97-ის🙂 იყვნენ მეტნაკლებად კარგები და ძალიან კარგებიც. რამდენიმე მათგანი ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მემახსოვრება. ზოგი იუმორის გრძნობის ქონის გამო, ზოგი ცოდნის და ზოგიც ორივეს ქონის გამო.

დღეს, როდესაც ჩემს ბაზაში დაეწერა რომ 240 კრედიტი დავაგროვე, ბედნიერი ვიყავი. არაჩვეულებრივი გრძნობაა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მუდმივად არ მაწუხებს შინაგანი ხმა ადექი იმეცადინე და ნუ უსაქმურობო.

აბოტურიენტობიდან იურისტობამდე – 5 წელი გავიდა. 5 წელია ბლოგზე ვწერ. 5 წელია ჩემს ბლოგს და იმ რამოდენიმე მკითველს, რომელიც კიდევ შემორჩა ბლოგს, ვუზიარებ ჩემთვის მნიშვნელოვან ამბებს. ხანდახან ძალიან პირადულს, ხანდახან ძალიან უაზროს, ხანდახნ კი საჭიროს და გამოსადეგს.  ?????????????????????????????????????????????????????????????????

ამ 5 წლის განმავლობაში გავხდი სტუდენტი, ვიმოგზაურე თურქეთში, ჰოლანდიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, დავიწყე მუშაობა და დავასრულე უნივერსიტეტი და პარალელურად განვაგრძობდი ბლოგზე წერას.

P.S მე მაინც მგონია, რომ სანამ მაგისტრატურას არ დავამთავრებ იქამდე იურისტი ვერ ვიქნები. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ზედაპირულად ვისწავლე ის, რაც ძალიან მაინტერესებს. სისხლის სამართლის შესწავლას აუცილებლად გავაგრძელებ მაგისტრატურაზე, ოღონდ ჯერ არა. ჯერ უნდა დავისვენო უნივერსიტეტისგან.

chiquita-dm2-minion-dave-bananas

16 thoughts on “აბიტურიენტობიდან იურისტობამდე

  1. lilac

    გილოცავ და წარმატებებს გისურვებ ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე ^^

    Reply
  2. Kate

    უიუი მთლად აბიტურიენტი ყოფილხარ ესე იგი, მე რომ გაგიცანი. უიმე, არადა მაშინ მეგონა სტუდენტი. თურემ არა.
    ჰოდა, გილოცავ. წარმატებას გისურვებ.
    მე ეგრევე მივაყოლე მაგისტრატურა. ვფიქრობ, მერე უფრო დამეზარებოდა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რამდენიმე მიზეზი მაქვს რატომაც არ მინდა ეგრევე. მაგრამ მთავარი ის არის რომ ძალიან მეზარება და ძალიან მინდა დავისვენო იმ შეგრძნებისგან რომ სამეცადინო მაქვს.

      და ჰო, აბიტურიენტი ვიყავი და ვწერდი იმაზე როგორ ვემზადებოდი ბანკეტისთვის, ბოლო ზარისთვის და სტუდენტობისთვის ^_^

      Reply
      1. Kate

        ჰო, ეგეც არის.

        კი, ეგ მახსოვს. ისე, შენ და ანა ტოლები ხართ ხო?

      2. siyvarulovna Post author

        არა კაცო, რა კლასელები.
        ანა კითხულობდა ჩემს ბლოგს, მერე დამიმატა ფრენდებში. რომ გავიგე რომ თეუსუში მოვხვდი, დავპოსტე ვინმე თუ სწავლობთ იქ მომწერეთ და დამაკვალიანეთ-მეთქი, მომწერა ანამ და ასე დავმეგობრდით მერე.

  3. მაია

    ნათია, წარმატებებს გისურვებ! ყოველთვის ინტერესით ვკითხულობდი შენს ბლოგს. ასე გააგრძელე.

    Reply
  4. Pingback: tt | tamarkarelidze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s