დედამიწის საათი

ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს, წელს კი 28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე მსოფლიო „დედამიწის საათს“  აღნიშნავს.  საქართველო უკვე მეშვიდედ უერთდება ამ აქციას ^_^

earth hour“დედამიწის საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა,  რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. ყოველ წელს მესმის რეპლიკები, რომ ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარი დედამიწას ვერაფრით დაეხმარება. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ასე არაა და აქცია მცირედიდ მაინც ეხმარება დედამიწას.

ღონისძიების მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლაა გარემოს სასარგებლოდ.

კლიმატის ცვლილება  დედამიწის ყველაზე რთული და კომპლექსური გარემოსდაცვითი პრობლემაა. მის ცვლილებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შანსი ამ ეტაპზე არსებობს, ხვალ შესაძლოა დაგვიანეული აღმოჩნდეს.

earth hour

პრინციპში მართალია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 საათით უარი ელექტროენერგიის მოხმარებაზე დიდს ვერაფერს იზამს, სწორედ ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ვეცადოთ, რომ მცირედით მაინც დავეხმაროთ დედამიწას და ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი შემდეგ რჩევებს გვაძლევს:

✔ყოველთვის თან იქონიე საკუთარი ჩანთა შეძენილი საქონლის ჩასალაგებლად;
✔ შეამცირე შესაძენი საქონლის რაოდენობა – რაც უფრო ნაკლებს ყიდულობ, მით უფრო ნაკლები იქნება გადასამუშავებელო ან ხელახლა გამოსაყენებელი საგნების რაოდენობა, ასევე შემცირდება ჩვენ მიერ ნაგავსაყრელზე გასატანი ნარჩენების მოცულობა და გამოყოფილი მეთანის რაოდენობა;
✔ ნაკლებად გამოივიყენოთ მანქანა და შეცვალონ მანქანები, რომლებიც ბევრ საწვავს მოიხმარენ;
✔ ძველი, არაეფექტური ნათურების ნაცვლად გამოიყენე ენერგოეფექტური ნათურები;
✔ შესაძლებელია ჩვენი სახლის სახურავის, იატაკისა და კედლების თბოიზოლაცია;
✔  გამორთე ელექტრომოწყობილობები როდესაც აღარ გჭირდება;
✔ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია სახლში მოხმარებული ენერგიის მნიშვნელოვნად შემცირება, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების პროცესის შენელებას, შეამცირებს დაბინძურებასა და თქვენს ქვითრებში აღნიშნულ თანხებს.

აქციის ორგანიზატორია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შეუერთდით აქციას და დაეხმარეთ დედამიწას – ფბ ივენთის ბმული – http://on.fb.me/1GysrIL

მოინახულეთ  ვებ-გვერდი www.earthhour.org

„დედამიწის საათი 2015“-ის ოფიციალური ვიდეოფილმის ბმული:

http://www.ehour.me/eh2015vid

მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათის“ ღონისძიებების ფოტოების ბმული:

http://www.earthhour.org/photo-galleries

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s