Trip to Barcelona & Rome – მოგზაურობის დაგეგმვა

ვისთვის როგორ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ მოგზაურობის დაგეგმვა 2-3 თვით ადრე უკეთესია, ვიდრე ბოლო 2-3 კვირაში. სხვა თუ არაფერი, ბევრად იაფი მაინც გამოდის.

e5ca642ddc65c8c67b456a6d16bac1aeსულ რაღაც 17 დღეში (3 აპრილს) ბარსელონაში მივფრინავ, შემდეგ კი რომში.
მოგეხსენებათ ორივე ქვეყანაში შენგენის ვიზა გჭირდებათ. ვიზის შესახებ დეტალური ინფორმაცია (საბუთები, ფასები…) უკვე მიწერია ბლოგზე და ამიტომ აღარ გავმეორდები, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე – http://wp.me/pNi1I-10D . ვიზაზე განაცხადი 3 თვით ადრე შეგიძლიათ შეიტანოთ და მეც ასე მოვიქეცი. ორშაბათს განაცხადი შევიტანე და პარასკევს უკვე ვიზაჩარტყმული პასპორტი დამიბრუნდა.

როგორც კი ვიზა გექნებათ, შეგიძლიათ დაიწყოთ ზრუნვა ბილეთებზე. ზემოთ აღვნიშე, რომ 3 თვით ადრე მოგზაურობის დაგეგმვას ის პლიუსი აქვს, რომ იაფი გამოდის-მეთქი. შედარებისთვის:
1. თბილისი–>ბარსელონას ბილეთში გადავიხადე 87 ევრო (პეგასუსი) დღეს კი ბილეთის ფასი 143 ევროა.
2. ბარსელონა–>რომი სულ რაღაც 25 ევროდ (ryanair) ვიყიდე. პრინციპში, დღეს იგივე რეისზე ბილეთების ყიდვა იგივე ფასად არის შესაძლებელი. შიდა ფრენები ძალიან იაფია და ფრიად კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით.
3. რომი–>თბილისის ბილეთში 122 ევრო (პეგასუსი) გადავიხადე, დღეს მისი ფასი 197 ევროა.
ამ 3 თვის განმავლობაში რაღაც ფასდაკლებები კი ჰქონდა პეგასუსს, მაგრამ ჩემს მიერ არჩეულ თარიღზე და მიმართულებაზე ისეთი კარგი ფასი არ ყოფილა, როგორადაც მე ვიყიდე ^_^

e4286c6f2697d54ccede45c86bd58a11როდესაც უკვე გაქვთ ვიზა და ნაყიდი გაქვთ ბილეთები თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ საცხოვრებლის არჩევა. საცხოვრებელი ის თემაა რომლის დროსაც აჩქარება არ ვარგა, შეგიძლიათ კვირების განმავლობაში მშვიდად ათვალიეროთ სასტუმროები, ჰოსტელები, ბინები, იკითხოთ რივიუები და მოულოდნელად წააწყდეთ აქციას, რომლითაც ძალიან იაფად, ძალიან კომფორტულ და კარგ სასტუმროს/ჰოსტელს ნახავთ. ჩემი მეგობრის წყალობით, სწორედ მასეთი მოულოდნელი აქციით რომშიც და ბარსელონაში ჰოსტელები დავჯავშნეთ, იაფად, კარგ ადგილას და კარგი ჰოსტელები. ასეთი აქციებით კიდევ ერთხელ დაზოგავთ ფულს.  შედარებისთვის:
1. აქციის საშუალებით ბარსელონაში 7 ღამე სულ რაღაც 65 ევრო მიჯდება. აქციის გარეშე 7 ღამე იმავე ჰოსტელში, იმავე ოთახში 107 ევრო ღირს.

საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ იმ ადგილების მოძებნა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ სანამ იქ ხართ, ჩემს შემთხვევაში სანამ ბარსელონაში და რომში ვიქნები.

მოკლედ, მე ისევ მგონია, რომ მოგზაურობისთვის მზადების დაწყება 2-3 თვით ადრე სჯობს. შეიძლება ვიღაცისთვის არაფერი იყოს ჩემს მიერ ჩამოთვლილი დაზოგილი თანხა, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ ბევრია.

ვიზაც მაქვს, ბილეთებიც, ჰოსტელიც დაჯავშნილია, must see ადგილები მოძებნილი და გუგლ მეფზე აღნიშნული მაქვს და ისღა დამრჩენია დღეების თვლა გავაგრძელო.

P.S სასტიკად მეზარება ფრენა😦 ყველაზე მეტად თურქეთში, გოქშენის აეროპორტში გასატარებელი 4 საათი მეზარება.

b329b23510f8c033b414c44aaadbd299

13 thoughts on “Trip to Barcelona & Rome – მოგზაურობის დაგეგმვა

  1. LiLaC

    აუ, რა კარგია ^^
    სულ მალე მეც უნდა დავიწყო ჩემი მოგზაურობის დაგეგმვა და კბილები მიკაწკაწებს…
    ფრენაზეც ვგიჟდები და ყველა გადაჯდომისას მინიმუმ 6 საათი მაქვს გატარებული სრულიად მარტოს, მაგრამ საერთოდ არ მომბეზრებია🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ კატასტროფულად მეზარება ფრენაც და გადაჯდომისას ლოდინი😦 იმდენად მეზარება რომ ტირილი მინდა😀

      Reply
  2. Salomé Kanário Ust

    მე მოუთმენლად ველოდები იქაურ პოსტებს.
    გეხვეწები, გეეხვეწები, არ დაიზარო ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ცხადია არ დავიზარებ. უბრალოდ კომპიუტერი არ მიმაქვს, ინტერნეტთან წვდომაც ნაკლებად მექნება და შესაბამისად ჩამოსვლის მერე მომიწევს დაწერა.
      თუმცა, გადავწყვიტე რომ ბლოკნოტი წავიღო და ვცადო ფურცელზე წერა. რა გამომივა არ ვიცი😀

      Reply
  3. Gijpoeta

    მსოფლიოს ერთბაშად მოვლა მინდა :დ ნუ ჯერ ამერიკაში წასვლა, რომ ოცნება ავიხდინო და რაც გასაკეთებელი მაქვს გავაკეთო ^_^ – კერძოდ მინდა იქ წიგნი გამოვცე ინგლისურად რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც აქაც მექნება🙂 მაგრამ სანამ იქ წავალ მე მშურს შენი❤🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      წარმატებებს და ოცნების ასრულებას გისურვებ❤
      ხანდახან მეც მშურს ხოლმე ჩემი თავის, ეგ არაფერი😀

      Reply
      1. Gijpoeta

        😀😀 შენც შურიანი ყოფილხარ❤ :დდ მადლობა! მერე ბესთსელერის ავტორი რომ ვიქნები ალბათ აღარ გიკადრებთ😀 (მრავლობითში ყველაზე ვიძახი) :დდდ

      2. siyvarulovna Post author

        წიგნს დაველოდები ყოველიშემთხვევისთვის ^_^ ბოლო-ბოლო წარმატებები გისურვე😀

      3. Gijpoeta

        :დ წიგნს რა წიგნებს😀 მარტო 25 წიგნის იდეა ჯერ კიდევ თავში მუშაობს❤😀 დანარჩენს გზადაგზა კიდევ მოიფიქრებს კაცი. აბა ვინ არის სტივენ კინგი 50 წიგნი რომ აქვს დაწერილი და ასეთი პოპულარულია😀 მე ქართველი სტივენ კინგი ვარ ^_^

  4. Pingback: ბარსელონა, ესპანეთი | სიყვარულოვნას ბლოგი

  5. maia

    თუ შეგიძლია მოგვწერო, რა ჰოსტელში იყავი და რა აქცია იყო? მადლობა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გამარჯობა მაია, სამწუხაროდ ჰოსტელის სახელი არ მაქვს:/ დიაგონალ ავენიუზე იყო და მგონი ჰოსტელსაც დიაგონალ ერქვა. რაც შეეხება აქციას – პერიოდულად ბუქინგ ქომზე არის ხოლმე სხვადასხვა აქციები და ზოგიერთი ჰოსტელი გაცილებით იაფია, ვიდრე სხვა დღეებში🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s