ბარსელონა, ესპანეთი

ჩემი ბარსელონაში მოგზაურობა ფაქტობრივად შემთხვევით გადაწყდა. თემომ გადაწყვიტა ესპანეთში წასვლა და მეც ავეკიდე. ავეკიდე იმ პირობით, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის ქალაქსაც ვნახავდით. რომი ერთად შევარჩიეთ.

როგორც წინა პოსტში აღვნიშნე თვითმფრინავის ბილეთი (პეგასუსი) ბარსელონას მიმართულებით 87 ევრო დამიჯდა. თბილისიდან 3 აპრილს, დილის 5-ის ნახევარზე გავფრინდი, ორსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ სტამბულის აეროპორტში, საბიჰაში, შეძლებისდაგვარად გავიყვანეთ ოთხი საათი და შემდეგ სტამბულიდან ბარსელონამდე ისევ 4 საათი ვიფრინეთ.

ბარსელონას აეროპორტიდან (El Prat Airport) ქალაქის ცენტრში მოსახვედრად მატარებელი ავირჩიეთ. თემომ წინასწარ იცოდა რომელ სადგურზე უნდა ჩამოვსულიყავით (Passeig de Gràcia) რუკაც ჰქონდა და პრინციპში ადვილად გავერკვიეთ. აროპორტიდან სადგური საკმაოდ ახლოსაა და ბილეთის ყიდვაც იქვეა შესაძლებელი. 1 გზა 4 ევრო და რაღაც ღირს (მგონი 4.50 ევრო), ხოლო 10 გზა 9.95 ევრო. ამ უკანასკნელის ყიდვა ვამჯობინეთ.

მეტროს სადგურიდან სულ პირდაპირ უნდა გვევლო და ჩვენს ქუჩას, დიაგონალ ავენიუსაც მივადგებოდით. ჰოსტელის პოვნა არ გაგვჭირვებია, პირდაპირ ჰოსტელის შესასვლელ კარს მივადექით.

ფოტოებიდან და რივიუებიდან ვიცოდი რომ კარგი ჰოსტელი იქნებოდა და მოლოდინიც გაამართლა. 7 დღე-ღამე არაჩვეულებრივად გავატარე. წყნარ, მშვიდ, სუფთა და კომფორტულ ჰოსტელში.

ბარსელონაში აუცილებლად სანახავი ადგილების ნუსხა წინასწარ მქონდა მეც და თემოსაც. რუკა თემოს ჰქონდა (იმიტომ რომ ორიენტაციაში მე ძალიან მოვიკოჭლებ) და შევუდექით ბარსელონას დათვალიერებას.

პირველი რაც ბარსელონაში ვნახეთ საგრადა ფამილია იყო. მართალია შეფუთულია და ჯერ ისევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი სანახავი იყო. საგრადა ფამილიას ერთი მხარე შავია, მეორე უკვე გათეთრებული. გოთიკურ სტილს ცხადია შავი მხარე უფრო უხდება და სწორედ ეგ შავი მხარე იყო გაცილებით ლამაზი და კარგი. შიგნით არ შევსულვარ. 2027 წელს, როცა დასრულდება საგრადა ფამილიას მშენებლობა მაშინ დავბრუნდები ესპანეთში და მაშინ შევალ შიგნითაც.

საგრადა ფამილია

ძალიან მინდოდა და მაინტერესებდა გაუდის კასა მილა და კასა ბატლო. მე აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კასა ბატლო.
აქვე აღვნიშნავ რომ გაუდის პარკი, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რამ, რაც კი ბარსელონაში ვნახე. უზარმაზარი პარკი, სიმწვანე, სიმშვიდე და ძალიან ლამაზი ნაგებობები. პარკში ყველაზე საინტერესო ადგილები ფასიანია და თიქეთ ოფისები პარკშივე დგას. რიგი ცხადია არის.
გაუდის პარკში მარტივად მოსახვედრად ეს ლინკი გამოგადგებათ – how to get here

გაუდის პარკი

ასევე ძალიან კარგი და ლამაზია ბარსელონას ტრიუმფალური თაღი, რომელიც 1888 წელს აიგო. თაღის გავლით ძალიან კარგ პარკში მოხვედრა შეიძლება.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გოთიკური უბანი ბარსელონაში ყველაზე ლამაზი უბანია! გოთიკური სტილი, ლამაზი სთრით არტები, პატარა ვიწრო ქუჩები – მთლიანობაში საოცარი სანახაობაა. აქვე არის ბარსელონას მთავარი საკათედრო ტაძარი, რომელიც XIII-XV საუკუნეებში აიგო. ჩვენი იქ ყოფნის დღეს დაემთხვა წითელი პარასკევი. ქუჩაში საოცარი ცერემონიალი მოეწყო და ძალიან მიხარია რომ მაინც და მაინც პარასკევ დღეს გადავწყვიტეთ გოთიკურ უბანში წასვლა. 

IMG_0726

ტიბიდაბო!
მთა ბარსელონას თავზე.  512 მეტრი სიმაღლის მთაზე მდებარეობს ეკლესია, ატრაქციონების პარკი და სატელევიზიო ანძა. ტიბიდაბოს მთა არის ბარსელონას გარშემო ყველაზე მაღალი მთა. ტიბიდაბოზე მოხვედრა ფუნიკულიორით შეიძლება. ფუნიკულიორის ბილეთი 7.70 ევრო ღირს და ორივე გზას მოიცავს.  ფუნიკულიორამდე მიდის ძველი, ლურჯი ტრამვაი, რომლის ღირებულებას 5.50 ევროა და მისი გაჩერება Dr Andreu-ს მოედანზეა. ბილეთების ყიდვა იქვეა შესაძლებელია. თუმცა, მე თუ მკითხავთ 5,50 ევრო ძალიან, ძალიან ძვირია და ფუნიკულიორამდე მისვლა ფეხითაც თავისუფლად შეიძლება, ან თუ ჩემსავით ზარმაცი ხართ, მაშინ ავტობუსიც ადის. ატრაქციონების პარკში შესასვლელი ბილეთი ფუნიკულიორის ასასვლელთან იყიდება და უზარმაზარი რიგი დგას. ბილეთის ყიდვის შემთხვევაში შეგეძლებათ შეხვიდეთ პარკში და დასხდეთ ნებისმიერ ატრაქციონზე. თუ ატრაქციონების პარკის ბილეთი არ გაქვთ, ისე არ შეგშვებენ:/ სამაგიეროდ ეკლესიის ნახვას შესძლებთ,  რომელიც 1902-1961 წლებში აშენდა. Sagrat Cor წმიდა გულს ნიშნავს და იგულისხმება იესოს გული. ეკლესიის თავზე აღმართულია იესოს ბრინჯაოს ქანდაკება.
ტიბიდაბოს მთაზე მოსახვედრად ეს ლინკი გამოგადგებათ – tibidabo cathedral del sagrat cor

ტიბიდაბო

მიუხედავად იმისა, რომ მე თავად ბარსელონას აკვარიუმში არ ვყოფილვარ (ჩემთვის ძვირი ღირდა), თქვენ მაინც გირჩევთ იქ მისვლას🙂 აკვარიუმი პორტთან ახლოს, რამბლა დე მართან არის და ზვიგენებიც ჰყავთ.

ბარსელონაში ძალიან კარგი და ძალიან გრძელი ფეხით სასიარული ქუჩაა – La Rambla. რამბლას ქუჩა ღია კაფეებით იწყება, სუვენირების ჯიხურებით გრძელდება და მიმებით სრულდება. შუაში კატალუნიის მოედანია, იქვე არის ბარსელონას გადასარევი ბაზარი. უბრალოდ ცოტა თევზის სუნი დგას:/

ბარსელონას ბაზარი

კატალონიის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმთან ფანტანია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ძალიან მეზარებოდა ფანტანთან მისვლა, მაგრამ კიდევ კარგი არ დამეზარა და მივედი. ფანტანი კონკრეტულ დღეებში, კონკრეტულ საათებში ირთვება. ასე, რომ წინასწარ გადაამოწმეთ და ისე მიდით მის სანახავად. ფანტანი წითლად ინთება, შებინდებისას ოდნავ მოვარდისფროა და მერე ნელ-ნელა მუქდება.

ბარსელონას ფანტანი

ბარსელონაში ზღვის სეზონი გადასარევი იქნება. ყვითელი ქვიშა, ზღვა და ნუდისტური სანაპიროები :3 ჩემი პირველი ნუდისტური სანაპირო სულ რაღაც ათიოდე დღის წინ იყო ^_^ მართალია ზღვის სეზონი არ არის, წყალი საშინლად ცივია, მაგრამ სანაპიროზე ხალხი მაინც ირუჯებოდა, ცხადია შიშვლები :3 ნუდისტურ სანაპიროზე ყველა ასაკის, ფორმის, გარეგნობის ადამიანის ნახვა შეიძლება. მათ შორის 60+ ასაკის ადამიანების.

მოკლედ, მე მგონია რომ ბარსელონაში ადამიანი ზღვის სეზონზე უნდა წავიდეს. დრო გაცილებით სწრაფად, კარგად და ნაყოფიერად გავა ^_^

P.S აუცილებლად გასინჯეთ პაელა (ბრინჯი ზღვის პროდუქტებით) და დალიეთ სანგრია ^_^ მართალია სანგრია იმაზე ალკოჰოლური აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდი და ცოტა შემათრო, მაგრამ საოცრად გემრიელია❤

6 thoughts on “ბარსელონა, ესპანეთი

  1. giorgiqristesiashvili

    ლარი უფასურდება,ეს კი ბარსელონაში სეირნობით დოლარის გადინებას უწყობს ხელს,რამდენი ათასი დოლარი გავიდა ქვეყნიდან შენ გამაო😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s