მე

ძალიან დიდი ხანია ბლოგზე არ დამიწერია. შემოვირბენ, დავხედავ და მერე წითელ X-ს ძალიან ნელა, მძიმედ ვაჭერ ხოლმე. არ მინდა ბლოგის დატოვება ისე, რომ ახალი პოსტი არ დავტოვო. მაგრამ სათქმელიც თითქოს არაფერი მაქვს.

უკვე 1 წელი და 4 თვეა ვმუშაობ. მუშაობა ორ კომპანიაში (არქი ჯგუფი და პალიტრა TV) ერთდროულად დავიწყე და აქამდე ზუსტად ერთი და იგივე საქმეს ერთნაირი რუდუნებით და მონდომებით ვასრულებდი. ადვილი, მარტივი და საჩემო საქმე იყო. ახალი არაფერი. თუმცა საინტერესო.

ბოლო რამდენიმე კვირაა პალიტრა TV-ში ახალი საქმე დამევალა. ერთ-ერთი გადაცემის, “ინტერნეტპალიტრის“, პროდიუსერი ვარ. რა აღარ მიფიქრია ჩემს სამომავლო საქმიანობაზე, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ რომელიმე გადაცემის პროდიუსერი გავხდებოდი.

პირველად როდესაც ეს საქმე შემომთავაზეს ცოტა დავფრთხი. მოსაფიქრებლად დროც კი ვითხოვე. შემდეგ გადავხედე გადაცემას, გავეცანი და დავთანხმდი კიდეც. თავიდან ნელ-ნელა ვსწავლობდი და უკვე 2 კვირაა, ან ცოტა მეტი, დამოუკიდებლად გამყავს პირდაპირ ეთერში.

ჩემს მოვალეობაში დღეში ორი, 25 წუთიანი გადაცემის აწყობა და მომზადება შედის. ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მე ახალი პასუხისმგებლობები და ზოგადად სიახლეები არ მიყვარს. მაგრამ ახალ საქმეს უკვე შევეგუე. მივეჩვიე და საინტერესოც მეჩვენება. ცოტათი რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა. ზოგადად ტელევიზიაში მუშაობაა საინტერესო. ბევრი ახალი რაღაც ვისწავლე და მომწონს.

დრო მქონდა და რატომაც არა?!

უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომიც მომცეს და კი, იურისტი მეთქმის, მაგრამ ჩემი საქმიანობა ძააალიან შორსაა იურისპრუდენციისგან. ცოტათი გული მწყდება. როდესაც პროფესიას ვირჩევდი ზუუსტად ვიცოდი რა და როგორ მინდოდა. მერე ვსწავლობდი, მსიამოვნებდა ახალ-ახალი საგნები, ლექტორები და ის, რომ ოდესმე იურისპრუდენციაში ვიმუშავებდი, რა თქმა უნდა სისხლის სამართლის მიმართულებით. მაგისტრატურის გაგრძელებას ვფიქრობდი. როდესაც გადაცემის პროდიუსერობა შემომთავაზეს და როდესაც დავთანხმდი, ჩემი გეგმები გვერდზე გადავდე. არ ვნანობ.  ჯერჯერობით. კარგად ვგრძნობ თავს. მომავალში რა იქნება მაგაზე არ ვფიქრობ. არც ის ვიცი გავაგრძელებ თუ არა ისევ სწავლას.

ერთადერთი ის “ტეხავს”, რომ მუშაობას 10-ის ნახევარზე ვამთავრებ და შაბათსაც ვმუშაობ 4-მდე. მაგრამ ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა. კვირის დღეებში ისედაც არ გავდიოდი ხოლმე სახლიდან და კომპიუტერთან ვაღამებდი. ამჯერად ჩემი კომპიუტერთან ჯდომა სასარგებლო საქმედ გადაიქცა და მსიამოვნებს კიდეც. ცოტა დრო მაქვს მეგობრებისთვის, მაგრამ არც იმდენად ცოტა რომ დავივიწყო და მათი ნახვა ვერ მოვახერხო.

მოკლედ, დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. იმის თქმა მინდოდა, რომ კარგად ვარ, მშვიდად და ბედნიერად, და კიდევ იმის რომ ჩემი ბლოგი ისევ ძალიან მიყვარს და ოდესმე ისევ დავუბრუნდები წერას ^_^

ჰმ, მე – პრუდიუსერი, ვინ იფიქრებდა 🙂

Advertisements

17 thoughts on “მე

  1. Kate

    ეჰ.
    პროფესიის სწორი არჩევა თურმე როგორი რთული მომენტია.
    რა სფეროსაც ამდენი წელი ვემსახურე, ახლა თავს ვანებებ. განცხადება უკვე დავწერე და მორჩა, მოვდივარ.

    მესმის შენი. და იცი რა არის? მთავარია ბედნიერებას რა საქმიანობა განიჭებს. მორჩა, მეტი არაფერი.
    წარმატებები და წინსვლები. არ შეგეშინდეს არც ხალხის კრიტიკის, არც დაცინვის და არც ზოგადად დავარდნის. ადექი და გზა გააგრძელე. გამოგივა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ. ყოველთვის მაინტერესებდა იურისპრუდენცია, დღესაც მაინტერესებს და სიამოვნებით ვიმუშავებდი მაგ სფეროში.

      ის რომ ეხლა ვააბშე სხვაგან ვარ, სულ სხვა რამეს ვაკეთებ არ ნიშნავს რომ რამე არასწორი არჩევანი გავაკეთე. უბრალოდ აქაც კარგად ვგრძნობ თავს

      Reply
      1. Kate

        მგონი აღარ მოგინდება იურისპრუდენციაში გადასვლა. ვოტ.

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog

    მართლა სიყვარულოვნა ხარ 🙂 ყველაფერს სიყვარულით აკეთებ 🙂 მე ძალიან შევცდი ნამდვილად პროფესიის არჩევაში, გერმანისტი ვარ და ახლა ერთ-ერთ რეგიონალურ კომპანიაში პიარ-მენეჯერი ვარ, მაგრამ ხომ იცი რაც კარგად გამოგდის ყველაფერი კარგია, მაგისტრატურა მინდა მაგრამ ახლა უკვე ამ განხრით ვფიქრობ 🙂 წარმატებები შენ და სულ წინ და წინ 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიდი მადლობა ❤
      წარმატებები ასევე შენც. მთავარია რომ მიხვდი რა და როგორ გინდა ^_^ ზოგი მაგას სიკვდილამდე ვერ ხვდება ხოლმე

      Reply
  3. Ercke Mydass

    მე ვფიქრობ ბედმა რომანების წერა და სახელის ასე მოხვეჭა მარგუნა წილად. რაც გიყვარს იმას ბოლომდე უნდა მისდიო და გზიდან ოდნავადაც არ უნდა გადაუხვიო. თუ გადაუხვევ დაღუპული ხარ.
    იცი ამას რას ვადარებ ხოლმე?
    აი, იმას ჰგავს შენი გზით სიარული სულ სიბნელეში რომ იკვალავ გზას მანქანით და ოდნავადაც არ გეშინია ავარიის, რადგან ეს გზა იცი ზეპირად, ამდენი ხნის მანძილზე იცი საით უნდა წახვიდე, როდის მოუხვიო და იცი როგორ მიაღწიო ფინიშამდე თვალახვეულმა.

    მიყვარს წერა, ჩემს მომავალს ამ საქმეში ვხედავ, და მიყვარს ის რომ კონტროლი შემიძლია. ბლოგიც ამ მიზნით გავაკეთე, რომ ახლოს ვყოფილიყავი ხალხთან 🙂 მოკლედ, იმის მიუხედავად რომ ეს “საქართველოა” და ზოგადად არსებობს ფენომენი “მწერლობით აქ ვერ იცხოვრებ” მაინც ამ საქმეში დავიხარჯები ბოლომდე თუნდ ეს ცხოვრება ეკლებზე გავიარო.

    მაგეამ მჯერა რომ ლეგენდარულ სტივენ კინგსაც უკან ჩამოვიტოვებ :დდ ასე, რომ ისღა მრჩება საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშაო.
    შენ კი წარმატებები :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ამბიციები გქონია 😀 წარმატებები კინგის ჩამოტოვებაში ^_^ ოდესმე წიგნს თუ გამოუშვებ, აუცილებლად დამპატიჟე პრეზენტაციაზე ^_^

      Reply
      1. Ercke Mydass

        ოდესმეო? :დ რომანზე უკვე ვმუშაობ და როდის დავამთავრებ არ ვიცი, მაგრამ არამგონია მისი გამოცემა ორ წელზე მეტ ხანს გაიწელოს. მაქსიმუმ ორი წელი… 😀 ფანტასტიკის ჟანრში ვწერ, ჩემი საყვარელი მწერალი კინგია, მაგრამ როგორც იტყვიან მოსწავლე მასწავლებელს ყოველთვის ჯობიაო ხოდა რასაც მასწავლის ვეცდები მის დაჯაბვნაში გამოვიყენო შემდეგ :დ თან მისი გაცნობაც მაქვს ოცნებად ❤ ❤
        რაღაც ძალიან მაშტაბურ რომანს ვწერ "ს.ო.ს" 😀 ერკე მიდასის გვერდზე სიახლეებიც იდება ამ რომანთან დაკავშირებით ხოლმე ^^ ზოგჯერ ❤

      2. siyvarulovna Post author

        ხოდა, იმედი მაქვს იმ ორ წელში გამიხსენებ და პერსონალურ მოსაწვევს გამომიგზავნი :3 მიყვარს ფანტასტიკა, და აუცილებლად შევიძენ შენს რომანსაც ^_^

      3. Ercke Mydass

        იაქტიურე შენს ბლოგზე ხოლმე და საინტერესო რამეები დაწერე ^_^ ასე უფრო მემახსოვრები :დ ❤ ბლოგს კი არასდროს მივატოვებ, სიცოცხლის ბოლომდე დავწერ ალბათ ამ ბლოგზე ყველაფერს ^^
        ვისთანაც ხშირად მაქვს კონტაქტი ხანდახან ისინიც მავიწყდებიან ხოლმე და ვეცდები :დდდ ❤ ❤
        მადლობა შენ, ისე ვიზამ და ისე დავწერ, რომ მოგეწონოს ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s