კვირა დღის გემრიელობები

ბოლო დროს ჩვევად მაქვს კვირა დღის სახლში გატარება. იმისათვის რომ სამუშაო კვირის ბოლოს კაარგად დავისვენო და ორშაბათს ახალი ძალებით შევეგებო 1 დღე აუცილებლად სახლში უნდა ვიყო.

სულ უსაქმურად რომ არ ვიჯდე და უსაქმურობისგან არ დავიღალო პატარ-პატარა, მარტივ დესერტებს ვაკეთელ ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე ბოლოს გაკეთებული ორი გემრიელი დესერტის რეცეპტი გამეზიარებინა თქვენთვის. როგორც წესი მათ ინტერნეტში ვაწყდები და შემდეგ ჩემს ჭკუაზე მომყავს.

1.  უმარტივესი ნამცხვარია, თუმცა ჩემთვის საკმაოდ კალორიული და არც ვიცი რა დავარქვა.
ე.ი გასაკეთებლად დაგჭირდებათ:

  • შოკოლადის პეჩენია 500 გრ (მე ბელვიტას პეჩენიები გამოვიყენე, იმიტომ რომ სხვა ჩემს მაღაზიაში ვერ ვნახე)
  • არაჟანი – 400 გრამი
  • ბანანი – 4 ცალი
  • კაკაო – 4 ს/კ
  • შაქარი – 100 გრამი (ან 150 თუ ტკბილი გინდათ)
  • 1 ფილა შავი შოკოლადი
  • ვანილი
  • ცოტა დარიჩინი

5a25616b4cd1f3bb469b0d9b76d44ef8მომზადება არის უმარტივესი. არაჟანი, კაკაო და შაქარი მიქსერით კარგად უნდა აურიოთ და მერე დაუმატოთ ვანილი და დარიჩინი. ღრმა თეფშზე ან სპეციალურ ჯამში ერთ ფენად ჩაალაგეთ პეჩენია, ზემოდან გადაუსვით კრემი, დაალაგეთ ბანანი, მერე ისევ პეჩენია, მერე ისევ კრემი, ბანანი, პეჩია და ა.შ სადამდეც გეყოფათ პეჩენიები და კრემი. თქვენი ჯამის/თეფშის ზომაზეა დამოკიდებული. შეეცადეთ რომ კრემი არ დაგენანოთ და ბოლო აუცილებლად უნდა იყოს კრემი და დალაგებული ბანანი. ამ ყველაფერს ზემოდან მოახეხეთ შავი შოკოლადი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში რომ კარგად გაცივდეს. ბანანთან ერთად სხვა ხილის გამოყენებაც შეიძლება. ატამი, მარწყვი, ან ნებისმიერი რომელიც გიყვართ.  ოღონდ მეეჭვება ვაშლი, მსხალი, საზამთრო ან ნესვი მოუხდეს🙂

პეჩიინის ხარჯზე ეს ნამცხვარი საკმაოდ კალორიული გამოდის – 100 გრამი 250 კკალ. და ეს 100 გრამი სულ 1 ციცქნა კოვზია, თუმცა, საოცრად გემრიელი ^_^

2. დღეს დილით ბლინები გავაკეთე ბანანით. 

ინგრედიენტები

  • 100 მლ რძე
  • 1ც კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 150 გრ ფქვილი
  • 2ც ბანანი

blinebiiiფქვილის გარდა ყველაფერი ათქვიფეთ მიქსერით. სჯობს ბანანი დაჭრათ და ჯამში ისე ჩაყაროს, თორემ შეიძლება კარგად არ გაითქვიფოს. როდესაც შეატყობთ რომ შაქარი გადნა ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. მასა უნდა იყოს სქელი. თუ შეატყობთ რომ 150 გრ ფქვილი საკმარისი არ არის, მაშინ ცოტა კიდევ დაუმატეთ. ცხელ ტაფაზე კოვზით გადაიღებთ მასას. თქვენ თავად განსაჯეთ როგორი, რამხელა და რა სისქის ბლინები გინდათ და იმის მიხედვით დაასხით ტაფაზე მიქსერით ათქვეფილი მასა. ორივე მხრიდან უნდა შეიწვას დაბალ ცეცხლზე.

ბლინებს სხვა რომ არაფერი დაუმატოთ მაინც გემრიელი გამოდის ^_^ თუმცა, მე მაინც მოვასხი ზემოდან შოკოლადი და ბანანიც შემოვუწყვე. 100 გრამს სულ რაღაც 120 კალორია აქვს ^_^

P.S ფოტოები ჩემი გადაღებული არ არის და ინტერნეტში მოვიძიე. მართალია იმას მივეჩვიე, რომ სამზარეულოდან ხელ-ფეხ დაჭრილ-დამწვარი არ გამოვიდე. მაგრამ ჩემი გაკეთებული სადილი/დესერტი რომ გემრიელთან ერთად ფოტოგენურიც იყოს, ეგ ჯერ ვერ დავამუღამე.

P.P.S გემრიელი რეცეპტების პოვნა (სადაც მე ვეძებ ხოლმე) შეგიძლიათ Gemrielia.ge -ზე და კულინარიუმის ფეისბუქ გვერდზე.

3 thoughts on “კვირა დღის გემრიელობები

  1. myredutopia

    ბლინების ცომი, ფქვილთან ერთად რა თქმა უნდა ძალიან კარგი გამოდის დაბლენდერებული.
    ერთგვაროვანი და მორჩილი.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s