ბედნიერი

მომინდა, რომ ბლოგზე მხოლოდ ორი სიტყვა დამეწერა და მეთქვა რომ კარგად ვარ.

იდეაში კონკრეტული არაფერი მომხდარა რის გამოც შეიძლება ბედნიერი ვიყო, მაგრამ არც ცუდი მომხდარა რამე – ხოდა, კარგად ვარ ^_^

ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს, მყავს შესანიშნავი მეგობრები, კარგი თანამშრომლები და სამსახურში კარგი უფროსები. იშვიათად მეუფლება ხოლმე იმის შეგრძნება რომ კარგად ვარ და ბედნიერი ვარ და ეს საღამო, კაკრაზ ის საღამო და წუთებია როდესაც ამას ვგრძნობ და მიხარია.

შეიძლება იმის ბრალიცაა რომ მალე ახალი წელი მოვა და ნელ-ნელა საახალწლო განწყობა მეპარება, საახალწლო სიმღერებს ვუსმენ და სულმოუთქმელად ველოდები როდის განათდება თბილისი :3

შეიძლება იმის ბრალია, რომ ერთ კვირაში ამ დროს ბათუმში ვიქნები. ცხადია თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ გამოხტა და თუ მოვიფიქრე როგორ უნდა წავიდე – მატარებელი 7-ის 15 წუთზე გადის, საღამოს, მე კიდევ მუშაობას 7-ზე ვამთავრებ, მეტროს ავტობუსებს სტატუსი შეჩერებული აქვთ -_- რამე კარგი და კომფორტულის მოძებნა მომიწევს ამ დღეებში.

შეიძლება იმის ბრალია რომ სამსახურში ადამიანური გრაფიკი დამიბრუნდა – ასე 11-სკენ მივდივარ და 7-ზე უკვე თავისუფალი ვარ, შაბათ-კვირასაც ვისვენებ.

შეიძლება იმის ბრალია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად დავთვერი გუშინ ღამით და ის კარგი განწყობა და შეგრძნება კიდევ მომყვება.

ხოდა, უბრალოდ ბედნიერი ვარ ^_^

ce5af6b16a53d66a5e6d8beb674d12cb

Advertisements

9 thoughts on “ბედნიერი

  1. Kate

    აე!!!! მაგარია!
    გილოცავ ამ შეგრძნებას. და გისურვებ, სულ გქონოდეს ❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მნახე, თუნდაც ორშაბათს ^_^ დაგირეკავ :> და სადმე ყავა/ჩაი დავლიოთ :3

      Reply
      1. Mari

        ორშაბათს ვარ მივლინებაში და ასე გაგრძელდება კვირის ბოლომდე. იქით კვირაში გამოგიჭერ სადმე :*

  2. LiLaC

    რა კარგია…
    რამდენიმე დღის წინ მეც გამიჩნდა ეს შეგრძნება და ზუსტად მესმის შენი :*
    და გამიხარდა, ახალი პოსტი რომ დამხვდა სიყვარულოვნასგან ))

    Reply
  3. knuti

    აი მაგ შეგრძნებით ვიძინებ და ვიღვიძებ ბოლო 4 თვეა.
    სრულიად ბედნიერი ვარ წვრილმანებით, პატარა რაღაცეებით, ადამიანებით და რა ვიცი, ყველაფრით ^_^

    უჰუჰ ❤ დიდ ხანს ვყოფილიყავით ასე ❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s