ცუდი გოგოს ოინები

როდესაც მასა კონკრეტულ რამეს ამოიჩემებს და მუდმივად იმის ქება დიდებაშია მაშინვე მიქრება რაიმე სურვილი რომ მეც დავინტერესდე. არ აქვს მნიშვნელობა წიგნია, ფილმია, სერალია, გადაცემაა, მუსიკაა თუ რა არის. არც სნობი ვარც, არც რამე მსგავსი, უბრალოდ აღარ მიზიდავს და აღარ მაინტერესებს ხოლმე. თუმცა, მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ რაც არ უნდა იყოს ის, დიდი ხნის მერე, როცა მითქმა-მოთქმა და საუბრები მორჩება, აუცილებლად ვნახავ, წავიკითხავ, ვუყურებ და ა.შ

ასე იყო “ცუდი გოგოს ოინებზეც”.

7265759720წიგნი გამომცემლობა “ინტელექტმა” საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოსცა, ბევრი საუბრობდა მასზე, უმეტესობა აქებდა და ადიდებდა და შესაბამისად მისი წაკითხვის სურვილმა ჩემში ცოტა ხნით გადაიწია. ასე იყო თუ ისე, რამდენიმე თვის წინ “ცუდი გოგოს ოინები” თანამშრომელმა მაჩუქა, ძალიან გამიხარდა და კითხვასაც შევუდექი. ზუსტად ვიცოდი რომ მომეწონებოდა და არც შევმცდარვარ.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რევოლუციები და ამ ყველაფრის ფონზე სიყვარულის ისტორია რომელიც ფაქტობრივად ბავშვობაში დაიწყო. კარგი ბიჭის და ცუდი გოგოს სიყვარულის ისტორია მთელი მათი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ავადმყოფური, საშინელი და პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველი სიყვარულის მიღმა ცუდი გოგოს ცუდი ოინებია. ფაქტობრივად ერთი დიდი ტუტორიალია იმის შესახებ, როგორ უნდა გავუნადგუროთ ადამიანს ცხოვრება, როგორ უნდა მოვირგოთ მისი სიყვარული ჩვენზე და როგორ უნდა ავიწყოთ ჩვენი კეთილდღეობა ჩვენზე შეყვარებული ადამიანის დახმარებით.

პრინციპში, წიგნი საერთოდ არ არის სიყვარულზე, არც რომანტიკაზე და უწი-პუწიზე, წიგნი ადამიანებზეა, და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მიზანდასახულ, მონდომებულ და კარგად მომზადებულ ადამიანს. წიგნი იმაზეა რომ სოციალური გარემო, დაბადების ადგილი და გარშემომყოფები ჩვენზე და ჩვენს სამომავლო გეგმებზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს. წიგნი იმაზეა რომ თუ ქალს კარგად ცხოვრება და ბევრი ფული უნდა, ის დათმობს ყველაფერს – ოჯახს, სამშობლოს, სიყვარულს, საკუთარი თავის პატივისცემას და თავმოყვარეობსაც კი. ფულის და ფუფუნების სიყვარული ნამდვილ, გულწრფელ, ბავშვურ სიყვარულზე ძლიერი ყოფილა.

11158086_842544595794594_172673928_n-700x336

წიგნი მეოცე საუკუნის 50-იანი წლების ფაქტობრივად სამი კონტინენტის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას გვაცნობს და ამ ცხოვრების მიღმა მყოფ ძლიერ სიყვარულს, ტკივილს, ვნებას, თანადგომას, დახმარებას, პატიებას და ადამიანებს.

 

4 thoughts on “ცუდი გოგოს ოინები

  1. ლო ლი

    იმდენჯერ გავბრაზდი კითხვის დროს. მივატოვე, გავიქეცი და ბოლოს მაინც წავიკითხე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ძალიან მეშლებოდა ხოლმე ნერვები, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია :3

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s