გათხოვების დროა!

რამდენიმე დღის წინ ბებიაჩემთან ვიყავი. დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და სულ მსაყვედურებდა, ბებია არ გენატრებაო, ერთხელ არ გამომივლიო. მე ხან სამსახურს, ხან ვარჯიშს და ხან უბრალოდ საქმეებს ვაბრალებდი ჩემს მოუცლელობას. ბოლოს როგორც იქნა გავუარე, 15 წუთით, მეტი ვერ გავძელი.

სტანდარტული მოკითხვის, წუწუნის და ბებო რა გაჭამოს შემდეგ შემოტევაზე გადავიდა. ოღონდ თავიდან ნამიოკებით დაიწყო და ბოლოს ბოლომდე გაიხსნა – გათხოვების დროაო. მანამდე ასაკი დააზუსტა, 24 წელი კია ის დრო იფიქრო უკვე გათხოვებაზეო.

1ჯერ უარზე ვიყავი, არ მინდა გათხოვება, ნუ მელაპარაკები მაგაზე-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ამ პასუხით უფრო ეშხში შედიოდა – არ გყავს გათხოვილი დაქალებიო? კი-მეთქი. მერე როგორი ქმრები ჰყავთო? კარგი-მეთქი, ხომ არ მოვატყუებდი. ხოდა ეგრევე მოაყოლა, შენც აუცილებლად კარგი ქმარი გეყოლებაო.

ბოლოს ტაქტიკა შევცვალე, ცოტათი დავნებდი და ვუთხარი როგორც კი ვინმე გამოჩნდება, აუცილებლად გავთხოვდები-მეთქი. ბებიაჩემმაც შეცვალა ტაქტიკა – ეხლა ისეთი დროაო რომ გოგოებიც აქტიურობენო, ეძებენო კარგ ბიჭებსო და ცოტა უნდა იაქტიურო, არ ტეხავსო. მერე იმის ახსნა დაიწყო რომ კარგი ოჯახის შვილი, პატიოსანი, ნამდვილი ქართველი ბიჭები ცოტანი არიან, მეც უკვე 24 წლის ვარ და დროა ვიაქტიურო და შეტევაზე გადავიდე.

ვერაფერს რომ ვერ გახდა ჯოკერი მოიმარჯვა! – არ გინდა, რომ შენ შვილს ახალგაზრდა დედა ჰყავდესო?! დედაშენი რომ ახალგაზრდაა ხომ გიხარიაო. თავიდან შევუდექი იმის ახსნას, რომ დედაჩემმა ძალიან ბევრი დაკარგა, როდესაც ჩემს ასაკში 3 შვილი ჰყავდა, როდესაც 18 წლისა მე მივლიდა და მეორე ბავშვზე იყო ორსულად, მაგრამ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

დავემშვიდობე, დავპირდი რომ ცოტა ხანში კიდევ ვნახავდი და წამოვედი.

5 thoughts on “გათხოვების დროა!

  1. Keta

    აუუ, წარმოდგენაც არ მინდა, რამდენიმე წელში მეც რომ მომადგებიან იგივე წინადადებებით :))) ჯერ “ჯერ არ გინდა, ბები” ეტაპზე ვართ :))

    Reply
  2. nino

    თუ გგონია გათხოვებით დასრულდება მსგავსი შეკითხვები და მოწოდებები ძაან ცდები😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s