15 თვე და -37 კგ

გამარჯობა. მე ნათია ვარ და ბოლო 1 წელიწადში 37 კგ დავიკელი.

2015 წლის აპრილის ერთ მშვენიერ დღეს ანამ საუბარში ახსენა, რომ ბორმენტალში აპირებდა წასვლას. თავიდან ვურჩევდი არ გინდა-მეთქი, ახალს არაფერს გასწავლიან და დრო და ფული ტყუილად უნდა დახარჯო-მეთქი. ანა თავის გადაწყვეტილებას კბილებით იცავდა, რამდენიმე დღეში კი მეც შევუერთდი და კონსულტაციაზე გავყევი.

პირველი კითხვა რაც დამისვეს და სადაც ეგრევე გავიჭედე იყო რომ რისთვის გინდა დაკლებაო, რას ელოდებიო. ძალიან ბანალური პასუხი დავუბრუნე – ჯანმრთელობისთვის-მეთქი!

2015 წლის 24 აპრილი

2015 წლის 24 აპრილი

რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს იყო გამხდარი, ან ოდნავ ფერხორციანი. რაც თავი მახსოვს მის მერე ყოველთვის მქონდა ზედმეტი კილოგრამები. ოღონდ ზედმეტიც არის და ზედმეტიც. იმ 2015 წლის აპრილში უკვე 115.8 კგ-ს ვიწონიდი.

ყოველთვის ფეხებზე მეკიდა ჩემი წონა. დისკომფორტს არ მიქმნიდა, კომპლექსები არ მქონდა თუნდაც საცურაო კოსტიუმის ჩაცმაზე, ბიჭებთან ურთიერთობისას, სამოსის შერჩევისას (ეს იმიტომ რომ გარდერობში ბევრი ტანსაცმელი ეხლაც არ მიყვარს და 1-2 შარვალი და მაისური ჩემი ზომა კი მოიძებნებოდა). ხალხის რჩევასაც “ცოტა რომ დაიკლო, ვარჯიში რომ დაიწყო…” ფეხებზე ვიკიდებდი. ჩემი წონა, ჩემი სხეული ჩემი საქმეა და მე როცა გადავწყვეტდი რომ რამე უნდა მექნა, მხოლოდ მაშინ ვიზამდი.

რეალურად, არც იმ კონსულტაციაზე ვიცოდი რა მინდოდა, რისთვის მინდოდა. უბრალოდ ანას ავყევი და ვცადე. ბოლომდე არ მეგონა, რომ რამე შედეგს გამოიღებდა. სუფთა ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა პირველი რამდენიმე დღე. მერე უკვე კლება დავიწყე და მოტივაცია მომეცა.

ჰო, მოტივაციაც არ მქონდა. რეალურად არაფერი ხელშესახები არ მქონდა საიმისოდ რომ დიეტა (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი სწორ კვებას) დამეწყო. უბრალოდ მაინტერესებდა როგორი ვიქნებოდი გამხდარი.

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

ფოტოებს შორის სხვაობა 37 კილოა

1 წელი, 3 თვე და რამდენიმე დღე გავიდა და დღეს 37 კილოგრამით ნაკლებს ვიწონი. კიდევ 20 კილოს დაკლებას ვაპირებ და ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დავიკლებ!

კარგი იქნებოდა წერა მაშინვე რომ დამეწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ მეცნობებინა ჩემი შედეგები, დღის წესრიგი და ყველაფერი ის, რაც გავაკეთე 37 კილოს დასაკლებად. მაგრამ გვიან არც ეხლაა, 20 კილოს დაკლებაც არაა სახუმარო თემა, ხოდა ვაპირებ რომ ვწერო, დრო და დრო გაგიზიაროთ  ყველაფერი რას და როგორ ვაკეთებ 🙂

პერიოდულად კი, განვლილ 15 თვეზეც გიამბობთ 🙂

7 thoughts on “15 თვე და -37 კგ

  1. mari

    იცი რა მომწონს შენში ყველაზე მეტად? რამეს რომ აიჩემებ, ადრე თუ გვიან მაინც გააკეთებ ხოლმე და წინ ვერაფერი გადაგეღობება. ახლა, რადგან ამბობ, რომ კიდევ 20 კილოს დაიკლებ, ზუსტად ვიცი, რომ მართლა დაიკლებ.
    ყოჩაღ, ნათი :*

    Reply
  2. letters from a woman

    მაგარი გოგო ხარ ძალიან! სუპერ ნებისყოფა გაქვს და აწი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში ისეთი, რომ შენ ვერ მოაგვარო. წარმატებები!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s